აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი ქ. ზუგდიდის დევნილთა განსახლების ობიექტში იმყოფებოდნენ და აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს საჩუქრები გადასცეს.
ღონისძიება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ორგანიზებითა და „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიის“ (IHRC) მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის მიზნით გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიის“ (IHRC) მხარდაჭერით, მსგავსი სახის აქციები მომავალშიც აქტიურად განხორციელდება.