2022-01-24 |
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
მინისტრის აპარატი იწყებს პროექტს ,,ქალთა გაძლიერების პროგრამა“
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი ,,თბილისის მოზარდთა სახლი“ ფონდთან ერთად ახორციელებს პროექტს ,,ქალთა გაძლიერების პროგრამა“, რომლის მიზანია ქალების, მათ შორის დევნილი ქალების პროფესიული გადამზადება მათი შემდგომი დასაქმების, ასევე საკუთარი ბიზნესის დაწყება/მართვის მიზნით.
პროექტი ითვალისწინებს დამწყები ინგლისური ენისა და დამწყები ბუღალტერიის 7 თვიან (3.5 თვე ინგლისური ენა, 3.5 თვე-ბუღალტერია) ინტენსიურ უფასო 40 წუთიან კურსებს კვირაში 2-ჯერ. პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 18 წლის ზემოთ ასაკის
დაინტერესებულ ქალბატონებს. კურსები დაიწყება თებერვლიდან და განხორციელდება ონლაინ რეჟიმში Zoom-ის პლატფორმით.
დაინტერესებულმა პირებმა, რეგისტრაცია ქვემოთ მითითებული ბმულის მეშვეობით, 2022 წლის 30 იანვრამდე უნდა გაიაროთ.
საკონტაქტო პირი: თეა ამურველაშვილი 599 369 383