აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს 6 თვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრების გასვლითი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე დავით ფაცაციამ სამინისტროს 2022 წლის 6 თვის საქმიანობის ანგარიში წარადგინა და დეტალურად ისაუბრა პრიორიტეტული მიმართულებებით განხორციელებულ და მიმდინარე პროგრამებზე, პროექტებზე, მათ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრაზე სსიპ - „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მომსახურების სააგენტოს“ დირექტორმა სალომე დოლიძემ, ასევე, წარადგინა ინფორმაცია სააგენტოს 2022 წლის 6 თვის განმავლობაში განხორციელებული პროგრამების შესახებ და ისაუბრა სააგენტოს მიერ წლის ბოლომდე დაგეგმილ ღონისძიებებზე.

შეხვედრის დასასრულს, მთავრობისა და სამინისტროს წარმომადგენლებმა განიხილეს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საჭიროებები, მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მხარდაჭერის მიზნით სამინისტროს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და მათი მოსალოდნელი შედეგები.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.