რუსლან აბაშიძემ და ეკა ხოფერიამ აფხაზეთის №12 საჯარო სკოლაში მობილური საგანმანათლებლო სივრცე გახსნეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ ქ. ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში მდებარე აფხაზეთის №12 საჯარო სკოლაში მობილური საგანმანათლებლო სივრცე გახსნეს.

მობილური საგანმანათლებლო სივრცე „ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდ „ლუტეციას“ (ფონდის დირექტორი ნათია ფხაკაძე-ჩიგირინსკაია) დაფინანსებითა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანადაფინანსებით მოეწყო.

ამავე თანამშრომლობის ფარგლებში, მობილური სივრცე კომპიუტერული ტექნიკით, საჭირო ავეჯითა და ინვენტარით აღიჭურვა.

ლევან თევზაიამ საქართველოს პარლამენტში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა დაათვალიერა

აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ საქართველოს პარლამენტში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა დაათვალიერა.

საქველმოქმედო ღონისძიებას, რომელიც აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით მოეწყო, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პირველი ვიცე-სპიკერ გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და დეპუტატები დაესწრნენ.

მათ გამოფენაზე წარმოდგენილი პროდუქცია დაათვალიერეს.

ბათუმში დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე გაიხსნა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ ქალაქ ბათუმში დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე გახსნეს.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მიმართა.
პროექტის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი 14-17 წლის სამოცამდე მოზარდი, ორი თვის განმავლობაში, სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო-შემეცნებით და გასართობ აქტივობებში ჩაერთვება. ახალგაზრდები მიიღებენ ცოდნას და გამოცდილებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა გუნდური მუშაობა, ტოლერანტობა, მიმღებლობა, მულტიკულტურალიზმი და ეფექტური კომუნიკაციის უნარები.
ღონისძიებას, ასევე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა, მინისტრის აპარატის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
პროექტი „დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე“ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის პროგრამის სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერისა და რეგიონებში დევნილ მოზარდთა ხელშეწყობის ფარგლებში ხორციელდება.
ბათუმში დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე გაიხსნა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით ბათუმში „დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე“ გაიხსნა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე  და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია ესწრებოდნენ.

პროექტის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი 14-17 წლის სამოცამდე მოზარდი, ორი თვის განმავლობაში, სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო-შემეცნებით და გასართობ აქტივობებში ჩაერთვებიან. ახალგაზრდები მიიღებენ ცოდნას და გამოცდილებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა გუნდური მუშაობა, ტოლერანტობა, მიმღებლობა, მულტიკულტურალიზმი და ეფექტური კომუნიკაციის უნარები, რაც მათ სწორი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარება.

პროექტი „დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე“ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის პროგრამის სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერისა და რეგიონებში დევნილ მოზარდთა ხელშეწყობის ფარგლებში ხორციელდება.

ლევან თევზაია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის პორტალის - სოფლის მეურნეობის სტატისტიკის პრეზენტაციას დაესწრო

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა და USDA-ს წარმომადგენელმა საქართველოში დემნა ძირკვაძემ მიმართეს.

პორტალი საქსტატში, აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.

პორტალზე, მარტივად აღსაქმელი ფორმით თავმოყრილია სტატისტიკური ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სტატისტიკის შესახებ. ის მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, ერთ სივრცეში, ინტერაქტიული გრაფიკების და ვიზუალიზაციის თანამედროვე ელემენტების მეშვეობით მოახდინოს სოფლის მეურნეობის სტატისტიკის მონაცემთა ანალიზი.

რუსლან აბაშიძემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 58-ე რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან 58-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ლაშა დარსალია.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა პროგრესის მიღწევის საჭიროებას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა  რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. ამ კონტექსტში აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის შეუფერხებელი და ეფექტიანი ფუნქციონირების არსებითი მნიშვნელობა.

ასევე, აქცენტი გაკეთდა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენისა და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის აუცილებლობაზე.

შეხვედრაზე საქართველოს მხრიდან მწვავედ დაისვა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, რუსეთის უკანონო ქმედებების საკითხი, რომლებიც კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე უსაფრთხოების,  ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებას.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 58-ე რაუნდის გამართვა 2023 წლის 11-12 ივლისს იგეგმება.

დავით ფაცაცია საბურთალოს რაიონის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან და საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილე ლიანა მალიაშვილთან ერთად, საბურთალოს რაიონის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროგრამები და მიმდინარე ეტაპზე დაგეგმილი პროექტები გააცნო.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საბურთალოს რაიონის დევნილთა განსახლების ადგილებში არსებული მდგომარეობისა და მათი საჭიროებების შესახებ ისაუბრეს.

„აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან ხშირი კომუნიკაცია, მათი საჭიროებების ადგილზე გაცნობა და გადაჭრის გზებზე ერთობლივი მუშაობა, ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია.

აღნიშნული მიზნით, ამჯერად, საბურთალოს რაიონის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შევხვდით, გავაცანით აფხაზეთის მთავრობის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, მოვისმინეთ მათი საჭიროებები.

საბურთალოს რაიონის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისგან მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, საბურთალოს რაიონში მდებარე დევნილთა განსახლების ადგილებში ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს განვახორციელებთ.“- დავით ფაცაცია

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო აგრძელებს შეხვედრებს აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, მოადგილეებთან - გურამ მისაბიშვილთან და იგორ კოპალიანთან ერთად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში მცხოვრებ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.

შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლებმა სოფელ წინწყაროში მცხოვრები დევნილების საჭიროებები მოისმინეს და მოსახლეობას ის განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები გააცნეს, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

აფხაზეთიდან დევნილებისგან მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, მათი საჭიროებების შესაბამისი სოციალური და სხვა სახის პროექტები განხორციელდება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო პირადად მათგან მოგვესმინა ის გამოწვევები, რომლებიც სოფელ წინწყაროში მცხოვრები, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის წინაშე დგას და გაგვეზიარებინა ინფორმაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროგრამებისა და მიმდინარე ეტაპზე დაგეგმილი პროექტების შესახებ.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობასთან შეხვედრები ყოველთვის ნაყოფიერია და მათთან ერთად დასმული საკითხები აუცილებლად ხდება ჩვენი დღის წესრიგის ნაწილი.“ - დავით ფაცაცია

 

ელისო გვასალია ქუთაისში, ,,ბიზნეს-ინკუბატორის“ სამუშაო პროცეს გაეცნო

აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ელისო გვასალია ქუთაისში, ,,ბიზნეს-ინკუბატორის“ სამუშაო პროცეს გაეცნო.

ელისო გვასალია, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ორგანიზაციაში დასაქმებულებსაც შეხვდა.

მინისტრის მოადგილემ, პერსონალისგან საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ტექნიკური ხასიათის საკითხები მოისმინა და სამომავლო გეგმებსაც გაეცნო.

დავით ფაცაციამ სენაკის მუნიციპალიტეტის თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლაში შეხვედრა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორ სალომე დოლიძესთან და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტის თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლაში შეხვედრა გამართა.

სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს პროექტი „ქართული კულტურული მემკვიდრეობა აფხაზურ ვიკიპედიაში“, რომლის ფარგლებში, აფხაზურ ვიკიპედიაში შეტანილ იქნება ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ სრული ინფორმაცია.

შეხევდრაზე, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტომ სენაკის მუნიციპალიტეტის თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლას, ტექნიკური სივრცის გახსნის აღსანიშნავად, საჩუქრად გადასცა სმარტ ტელევიზორი.

 

ეკა ხოფერია ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილ გარბენს დაესწრო

საერთაშორისო ოლიმპიური დღის აღსანიშნავად, აფხაზეთის რეგიონალური ოლიმპიური ორგანიზაციისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, ლისის ტბის მიდამოებში, ტრადიციული ოლიმპიური გარბენი და სხვა სპორტული შეჯიბრებები ჩატარდა.

ოლიმპიურ გარბენში თბილისისა და აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

I, II, III ადგილებზე გასულებს, გოგონებსა და ვაჟებს შორის, შესაბამისი ხარისხის მედლები, თასები და სერტიფიკატები გადაეცათ.

ოლიმპიური გარბენის გამარჯვებულებს მედლები და სიგელები გადასცეს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა, აფხაზეთის რაგიონალური ოლიმპიური ორგანიზაციის თავმჯდომარემ ირაკლი ცხოვრებაშვილმა.

რუსლან აბაშიძე ქართულ-აფხაზური ერთობლივი გამოცემების პრეზენტაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ქართველი და აფხაზი სპეციალისტების მიერ ერთობლივად მომზადებული საარქივო გამოცემებისა და მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების პრეზენტაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გახსნა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის უშუალო მხარდაჭერითა და ორგანიზებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქტიური ჩართულობით და ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული ნდობის აღდგენის პროექტის ფარგლებში, ქართველი და აფხაზი სპეციალისტების ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, მომზადდა 5 ერთობლივი კვლევა და 3 მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი, რომლებიც აფხაზეთის რეგიონში საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში განხორციელებულ რეპრესიებს, რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ხვედრსა და ხსოვნას უკავშირდება.

ფილმების პრეზენტაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენის, საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობისა და დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობას, რისი ერთ-ერთი წარმატებული მაგალითიც არის წლების განმავლობაში წარმართული ერთობლივი ქართულ-აფხაზური ძალისხმევა, შსს-ს არქივში დაცული უნიკალური მასალების მოძიებისა და ისტორიული პუბლიკაციების გამოცემის მიმართულებით. ამ კონტექსტში, სახელმწიფო მინისტრმა მადლიერებით აღნიშნა ევროპის საბჭოს განსაკუთრებული როლი და აქტიური ჩართულობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მათ შორის, შერიგებისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობის პროცესში. ამასთან, თეა ახვლედიანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შსს-ს აკადემიას, არქივს, პროექტის ფარგლებში ჩართულ ყველა მონაწილეს გაწეული ძალისხმევისთვის.

დამსწრე საზოგადოებას, ასევე, სიტყვით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ და საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ მიმართეს.

ღონისძიების მეორე ნაწილი ქართულ-აფხაზური გამოცემების წარდგენას და პროექტის მონაწილეთა შეფასებას დაეთმო, სადაც მიმოიხილეს თითოეული გამოცემის მნიშვნელობა, ასევე ქართულ-აფხაზური შეხვედრების მიმდინარეობა და სამუშაო პროცესი.

რუსლან აბაშიძემ  ღონისძიების ორგანიზატორებსა და პროექტის განხორციელებაში ჩართულ მხარეებს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის. მთავრობის თავმჯდომარემ არქივისა და უნიკალური საარქივო მასალების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ჩართულობით ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება.

ქართულ-აფხაზური პროექტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.  

ქ. ზუგდიდში ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდა

ქ. ზუგდიდში, დაბა კახათის სტადიონზე, 2011-2012 წლებში დაბადებულ ნორჩ ფეხბურთელთა მონაწილეობით, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდა.

ტურნირი აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სამსახურის, კახათის ბავშვთა ს. კ. „კოლხასა“ და ს.კ „დინამო სოხუმის“ ორგანიზებითა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის მხარდაჭერით მოეწყო.  

ტურნირის ბოლოს ადგილები ასე გადანაწილდა: 

       2011 წელს დაბადებულთა შორის:  

I ადგილი - „ფოთის კოლხეთი“;  

II ადგილი - „დინამო სოხუმი“;  

III ადგილი - „გოლდენ აკადემია ქუთაისი“.

       2012 წელს დაბადებულთა შორის: 

I ადგილი - კახათის საფეხბურთო სკოლა „კოლხა“; 

II ადგილი - „გოლდენ აკადემია ქუთაისი“;

III ადგილი - „მაღლაკი წყალტუბო“

ტურნირში გამარჯვებული გუნდები სპეციალური პრიზებით, თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ნანა გაბელიას ინიციატივით აფხაზეთის ომის ვეტერანთა ოჯახის წევრებისთვის გასვლითი ღონისძიება მოეწყო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია აფხაზეთის ომის ვეტერანთა ოჯახის წევრებს არაფორმალურ გარემოში შეხვდნენ.
ღონისძიება იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მხარდაჭერითა და სსიპ „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოს აქტიური ჩართულობით განხორციელდა.
მინისტრის აპარატის პროექტი „სოციალიზაციის როლი კონფლიქტის ტრანსფორმაციაში“, ითვალისიწინებდა არაფორმალურ გარეომოში შემეცნებით და სახალისო აქტივობებს აფხაზეთის ომის ვეტერანთა ოჯახის წევრების, 15-17 წლის ასაკის ორმოცამდე მოზარდის, მონაწილეობით.
შეხვედრისას ახალგაზრდებისთვის აქტუალურ თემებზე ლექცია-ტრენინგი ჩაატარა, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის მეთაურის მოადგილემ, ამჟამად თავდაცვის პოლკოვნიკმა როზმან ლოლაძემ.
აღნიშნული აქტივობის მიზანი იყო ახალგაზრდების სოციალური და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათი შესაძლებლობების გამრავალფეროვნება, მშვიდობასა და კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე ცნობიერების ამაღლება და ზოგადად, აფხაზეთის ომის ვეტერანთა ოჯახის წევრების მხარდაჭერა.
ღონისძიება მინისტრის აპარატის პროგრამის „მშვიდობის ლაბორატორია“ ფარგლებში გაიმართა და მას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის მოადგილეები და მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია ზუგდიდში შემოქმედებით საღამოს დაესწრო

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, ქ. ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა შემოქმედებითი საღამო - „ჩონგური და აფხიარცა“.

ღონისძიებაზე პოეტთა კულტურულ-შემოქმედებითი საღამო გაიმართა, ასევე მოეწყო აფხაზეთიდან დევნილ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა. საღამო მუსიკალური ნომრებით გააფორმა ანსამბლმა „ოდოიამ“.

საღამოზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ ხელოვანებს, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 300 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები და მადლობის სიგელები გადასცა.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორი სალომე დოლიძე, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მაიზერ ნანავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასია, სამინისტროს წარმომადგენლები და აფხაზეთიდან დევნილები.