აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდებმა ინგლისური ენის შემსწავლელი ინტენსიური კურსი გაიარეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის საგამოფენო დარბაზში „12 კვირიანი ინგლისური ენის შემსწავლელი ინტენსიური პროგრამის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და დევნილ სტუდენტებს მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებმა.

სასწავლო კურსი „12 კვირიანი ინგლისური ენის შემსწავლელი ინტენსიური პროგრამა“ ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა, რომლის  ფარგლებში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა ოცდაერთმა სტუდენტმა ინგლისური ენის ცოდნა გაიუმჯობესა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა.

მთავრობის თავმჯდომარემ მოზარდებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა, წარმატებები უსურვა და სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის დევნილთა სამინისტრომ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს საჩუქრები გადასცა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს საჩუქრები გადასცა.

საჩუქრების დარიგების პროცესში სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ნათია კოპალიანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი კოტე ბასარია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქ. ზუგდიდში „დისტანციური სწავლების" პროგრამაში ჩართულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადასცეს. კომპიუტერები სამინისტროს ამჯერად სწორედ ამ მოსწავლეებისთვის კომპანია „ლისი დეველოპმენტმა“ და სამშენებლო კომპანია „ანაგმა“ აჩუქეს.

რუსლან აბაშიძე და ეკა ხოფერია შემდეგ აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში გამართულ, ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრნენ.

დავით ფაცაციას და მინისტრის პირველ მოადგილეს გურამ მისაბიშვილს თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა, ალი ქაან ორბაიმ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია „გურთიადის“ თავმჯდომარემ, ოსმან თურანმა უმასპინძლეს

2023 წლის 6 თებერვალს თურქეთში მომხდარი მიწისძვრით დაზარებულთა მხარდაჭერის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს დავით ფაცაციას და მინისტრის პირველ მოადგილეს გურამ მისაბიშვილს თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა, ალი ქაან ორბაიმ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია „გურთიადის“ თავმჯდომარემ, ოსმან თურანმა უმასპინძლეს.

შეხვედრაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს დავით ფაცაციას თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია „გურთიადის“ თავმჯდომარემ, ოსმან თურანმა 2023 წლის 6 თებერვალს თურქეთში მომხდარი მიწისძვრით დაზარებულთა დასახმარებლად შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს მიერ გაწეული დახმარების დროულობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სიტყვით გამოსვლისას თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა, ალი ქაან ორბაიმ თურქეთის სახელმწიფოს, საელჩოს და თურქეთის რესპუბლიკის მოსახლეობის სახელით სამინისტროს მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის. საუბრისას, მან ყურადღება გაამახვილა მეზობელ სახელმწიფოებს შორის მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებსა და რთული ვითარებისას საქართველოს მიერ გაწეულ დახმარებაზე.

„2023 წლის 6 თებერვალს თურქეთში მომხდარი მიწისძვრით დაზარებულთა დასახმარებლად ჩვენი სამინისტროს თანამშრომელთა ჩართულობა და ერთსულოვნება, წარმოადგენდა წმინდა მეგობრულ აქტს და ყველა ჩვენგანის განცდას, რომელსაც აფხაზეთის მოსახლეობა განსაკუთრებულად ვგრძნობთ.

ჩვენს ქვეყნებს წლების მეგობრობა აკავშირებს, ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ თქვენი ქვეყნის მხარდაჭერას, რისთვისაც უზომოდ მადლიერნი ვართ. ყოველთვის მოხარული ვიქნებით გავაკეთოთ ყველაფერი ის, რაც ჩვენს ძმობას გააძლიერებს.“- დავით ფაცაცია.

2023 წლის 6 თებერვალს თურქეთში მომხდარი მიწისძვრით დაზარებულთა დასახმარებლად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებულმა პირებმა 6000 ლარის ოდენობის თანხა გაიღეს.

რუსლან აბაშიძე ღონისძიებას „გამარჯობა აფხაზეთო შენი“ დაესწრო

თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული სიტყვის პირველი ფესტივალი „გამარჯობა აფხაზეთო შენი“ გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იყო აფხაზეთის თემატიკის რეალურ ამბებზე დაფუძნებული ისტორიები.  უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის მოეწყო მხატვრული კითხვის კონკურსი, შესრულდა მუსიკალური, ქორეოგრაფიული და თეატრალური ნომრები.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, საქართველოს საპატრიარქოსა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფესტივალი საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივით და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.

ანსამბლებმა - „აფხაზეთმა“ და „შავნაბადამ“ ბაქოსა და ლუიზიანაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე, კონცერტები გამართეს

26 მაისს, საქართველოს ეროვნული დღესასწაულის - დამოუკიდებლის დღის აღსანიშნავად, საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა ქ. ბაქოს ღირსშესანიშნავი სიმბოლოს - „ჰეიდარ ალიევის ცენტრის“ შენობა. საქართველოს სახელმწიფო დროშის ფონზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „აფხაზეთმა“ საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულა.

გარდა ამისა, ანსამბლი „აფხაზეთი“ ქ. ბაქოში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გამართულ საზეიმო მიღებაზე, კულტურული პროგრამის ფარგლებში, დამსწრე საზოგადოების წინაშე საინტერესო პროგრამით წარსდგა.

30 მაისს, დანიაში, ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე, აქ წარმოდგენილი ნიკო ფიროსმანის გამოფენის ფონზე, აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლმა „შავნაბადამ“ კონცერტი გამართა.

ანსამბლ „შავნაბადას“ მიერ შესრულებულმა ქართული მრავალხმიანი პოლიფონიის შედევრებმა, საგალობლებმა და ინსტრუმენტულმა მუსიკამ დამსწრეთა დიდი მოწონება და ოვაციები დაიმსახურა.

ნიკო ფიროსმანის გამოფენა და ქართული ფოლკლორი ერთად - ეს არის გზავნილი, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენის, ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებისა და ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების გზაზე.

რუსლან აბაშიძე პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც შინაგან საქმეთა მინისტრს, სამინისტროს ხელმძღვანელობას და თითოეულ თანამშრომელს პროფესიული დღე მიულოცა.

„თქვენ შეძელით ის, რაც არცთუ შორეულ წარსულში ბევრს წარმოუდგენლად მიაჩნდა. თქვენ მოიპოვეთ ხალხის სრული ნდობა, განსაკუთრებული პატივისცემა და სიყვარული. ამიტომ, თქვენთან ერთად, ამ დღეს ვულოცავ ჩვენს ხალხს. კანონის, საზოგადოებისა და ქვეყნის ერთგულებით, 24-საათიანი დაძაბული შრომით, ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად, სხვათა სიცოცხლეზე ზრუნვით, თქვენ ფასდაუდებელ სამსახურს ეწევით ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის,“ - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს პოლიცია არის ევროპული სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე და, რაც მთავარია, მაღალპროფესიული.

პოლიციელებს სიტყვით მიმართეს და პროფესიული დღე მიულოცეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები დააჯილდოვა.

ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულმა დანაყოფმა პირადი შემადგენლობა, სპეციალური ტექნიკა და შესაბამისი აღჭურვილობა წარადგინა.

აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრში ტელესტუდია გაიხსნა

აფხაზეთობის კვირეულის ფარგლებში აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრში ახალი ტელესტუდია გაიხსნა.

ტელესტუდია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა ეკატერინე წივწივაძემ გახსნეს. მთავრობის თავმჯდომარემ და ცენტრის დირექტორმა სიმბოლურად წითელი ლენტი გაჭრეს.

ტელესტუდიაში დაგეგმილია საქართველოში პირველი ანალიტიკური გადაცემის ჩაწერა აფხაზეთის თემატიკაზე, რომელსაც ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე გაუძღვება.

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ომის ვეტერანები ესწრებოდნენ.  

 

ნანა გაბელია ქართულ-აფხაზური ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილ სასწავლო სივრცეს ესტუმრა
აღნიშნულ სივრცეში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვართან დეკანოზ ლევან ჯანაშიასთან ერთად ახორციელებს პროექტს „ქართულ-აფხაზური საერთო ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაცია აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩართულობით“.
 
პროექტი ითვალისწინებს რვა თვის განმავლობაში თბილისში მდებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ტერიტორიაზე არსებულ სივრცეში, 6-დან -15 წლის ჩათვლით, აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისა და ახალგაზრდების სწავლებას.
 
პროგრამის 40 მონაწილე შეისწავლის კერამიკის, კალიგრაფიის, მხატვრული კითხვის ხელოვნებას, ხალხურ სიმღერებს, ხატვას, ქსოვას, საეკლესიო გალობასა და ხატწერას.
 
აღნიშნული პროექტი მინისტრის აპარატის პროგრამის ,,სამშვიდობო რესურსი-ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მხარდაჭერა“ ფარგლებში ხორციელდება.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ნანა გაბელიას მადლობის სიგელი გადაეცა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დღე აღინიშნა.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა.
ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ ფაკულტეტის ისტორია მიმოიხილა და იმ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, ახალგაზრდა მკვლევარებმა და სტუდენტებმა ერთობლივად განახორციელეს.
სტუდენტების კარიერული განვითარების მიმართულებით უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ფაკულტეტის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს რუსლან აბაშიძეს, იუსტიციიისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკთხებში აფხაზეთის მინისტრს ნანა გაბელიას და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ლევან თევზაიას.
ღონისძიებას სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს პირველ არხსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს პირველ არხსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა ეკატერინე წივწივაძემ მოაწერეს.

მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობას საზოგადოებრივი მაუწყებლისა და აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის საარქივო მასალების ურთიერთწვდომის და გაცვლის მიმართულებით.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და საზოგადოებრივი მაუწყებელი აქტიურად თანამშრომლობენ აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული საკითხების მედიაში გაშუქების კუთხით. აღნიშნული მემორანდუმი უფრო მეტად შეუწყობს ხელს ამ მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავებას.

რუსლან აბაშიძე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დღე აღინიშნა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

ღონისძიება ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ გახსნა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ. გამომსვლელებმა იმ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებიც  ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, ახალგაზრდა მკვლევრებმა და სტუდენტებმა განახორციელეს.

სტუდენტების კარიერული განვითარების მიმართულებით უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ფაკულტეტის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის, უნივერსიტეტის რექტორმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძეს, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრ ნანა გაბელიას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ლევან თევზაიას მადლობის სიგელები გადასცა.

უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის დაჯილდოვდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები, საუკეთესო ნაშრომების ავტორები სხვადასხვა ნომინაციაში. ღონისძიების ფარგლებში, ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია გადაეცათ სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს. ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული სტუდენტები.

ღონისძიებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

დავით ფაცაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზეთობისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

„აფხაზეთობის“ კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან ერთად, აფხაზეთიდან დევნილ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. მონაწილეებმა აფხაზეთზე, დევნილი სტუდენტების საჭიროებებსა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხებზე ისაუბრეს.

ღონისძიება „აფხაზეთობა თსუ-ში“ მუსიკალური ნომრით გახსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლმა „უნივერსიტეტი“, ასევე მოეწყო აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა.

ღონისძიებაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი, აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სტუდენტებთან შეხვედრა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, პირველი კორპუსის სააქტო დარბაზის ფოიეში გაიმართა.

 

რუსლან აბაშიძე დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმს დაესწრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი - „ძლიერი დიასპორა საქართველოს ერთიანობის, მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის“ გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

ფორუმის ოფიციალური ნაწილი საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გახსნა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ, რომელმაც ღონისძიების სტუმრებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიმართვა გააცნო.

ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა, ასევე, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დიასპორის ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემულეებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, სამშობლოსთან მათი კავშირის უზრუნველყოფას, მათ აქტიურ ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და დიასპორის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას.