„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით, მინდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მადლობა გადავუხადო იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის სპორტის ხელმისაწვდომობისა და ბავშვთა ფეხბურთის განვითარების კუთხით იჩენს. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აჭარის მთავრობას, რომელიც მუდმივად გვერდით გვიდგას და მათი მხარდაჭერით დღეს დევნილ ბავშვებს შესაძლებლობა მიეცათ ბათუმში, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დასწრებოდნენ და ამ უდიდესი საფეხბურთო ზეიმის მონაწილეები გამხდარიყვნენ“, - რუსლან აბაშიძე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტ „ნორჩი ფეხბურთელების“ მონაწილე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები, ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე გამართულ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დაესწრნენ. ჩემპიონატის გამარჯვებული ინგლისის ნაკრები გახდა, რომელმაც ესპანეთი ანგარიშით 1:0 დაამარცხა. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია ესწრებოდნენ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის „სფფ – აკადემია რუხი“-ს ტერიტორიაზე პროექტი „ნორჩი ფეხბურთელები“ მიმდინარეობს, სადაც მოზარდები 10-დღიან საზაფხულო სპორტულ შეკრებას გადიან და საფეხბურთო წვრთნებს კვალიფიციური სპეციალისტები უტარებენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და აფხაზეთის მეომართა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ შამუგიამ მოაწერეს.
მემორანდუმი ითვალისწინებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და აფხაზეთის მეომართა კავშირს შორის თანამშრომლობის განვითარებას, მეომართა კავშირის საქმიანობის ხელშეწყობას, აფხაზეთიდან დევნილი ომის ვეტერანების მხარდაჭერის მიზნით ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, ასევე სხვადასხვა პროექტების ინიცირებასა და განხორციელებას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო, მთელი საქართველოს მასშტაბით ეტაპობრივად ხვდება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს, რომლის მიზანია მათი და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებებზე მორგებული პროექტების უფრო ეფექტურად განხორციელების ხელშეწყობა.
აღნიშნული მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან და დიდუბის რაიონის გამგებელ ვლადიმერ ძნელაძესთან ერთად, ამჟამად დიდუბის რაიონის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა.
დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს გააცნო აფხაზეთის მთავრობის მიერ უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
შეხვედრის მონაწილეებმა ერთად იმსჯელეს, დიდუბის რაიონში მცხოვრები დევნილების მდგომარეობაზე, მათ წინაშე არსებული პრობლემური საკითხების მოგვარებაზე და განიხილეს სხვადასხვა ინიციატივები.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისგან შეხვედრაზე მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, რეგიონში მცხოვრები დევნილების საჭიროებების შესაბამისი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები განხორციელდება.
„ჩვენი სამინისტროს ძირითად პრიორიტეტს აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს, ამ მიზნით მათთან უშუალო კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია და ასეთი ტიპის ურთიერთობებს აქტიურად გავაგრძელებთ.“ - დავით ფაცაცია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ესპანეთში მოქმედ ასოციაციას „TODOS SOMOS NIÑOS“ (ყველანი ბავშვები ვართ) და ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდ „FINSOL“-ის თანამშრომლობის ფარგლებში, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ოჯახებიდან 20-მდე ბავშვი ზაფხულის არდადეგების გასატარებლად ესპანეთში გაემგზავრა.
დევნილი ბავშვები ესპანური მხარის მიერ შერჩეულ მასპინძელ ოჯახებში იცხოვრებენ და ესპანეთში მიმდინარე კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებსა და გასართობ აქტივობებში აქტიურად ჩაერთვებიან.
ესპანეთში გამგზავრებამდე პროგრამის ბენეფიციარებს, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ზალიკოს ცენტრმა უმასპინძლა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია ესწრებოდნენ. ღონისძიების ბოლოს, პროექტის მონაწილე ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
პროექტის მიზანი, სოციალურად დაუცველი დევნილი ოჯახების წევრთა მხარდაჭერაა.
აფხაზეთის ომის დროს, სოფელ კამანში დატრიალებული ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებთან და აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
გმირთა მემორიალთან, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მეტოქიონის წინამძღვარმა ლევან ჯანაშიამ კამანში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
1993 წლის 5 ივლისის მოწინააღმდეგემ სოფელ კამანზე ფართომასშტაბიანი შემოტევა განახორციელა, ქართველები იერიშებს ღირსეულად იგერიებდნენ, თუმცა თავგანწირვის მიუხედავად არათანაბარი ბრძოლა საბოლოოდ, კამანის აღებით დასრულდა.
კამანის ტრაგედიის დღეს, სეპარატისტებმა და დაქირავებულმა მებრძოლებმა იოანე ოქროპირის ტაძრის წინამძღვარი მამა ანდრია (ყურაშვილი) და აფხაზი საზოგადო მოღვაწე იური (გიორგი) ანუა დახვრიტეს, რომლებიც კამანის ეკლესიის გალავანთან არიან დაკრძალული.
აფხაზეთის ომის დროს, სოფელ კამანში დატრიალებული ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებთან და აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
გმირთა მემორიალთან, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მეტოქიონის წინამძღვარმა ლევან ჯანაშიამ კამანში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
1993 წლის 5 ივლისის მოწინააღმდეგემ სოფელ კამანზე ფართომასშტაბიანი შემოტევა განახორციელა, ქართველები იერიშებს ღირსეულად იგერიებდნენ, თუმცა თავგანწირვის მიუხედავად არათანაბარი ბრძოლა საბოლოოდ, კამანის აღებით დასრულდა.
კამანის ტრაგედიის დღეს, სეპარატისტებმა და დაქირავებულმა მებრძოლებმა იოანე ოქროპირის ტაძრის წინამძღვარი მამა ანდრია (ყურაშვილი) და აფხაზი საზოგადო მოღვაწე იური (გიორგი) ანუა დახვრიტეს, რომლებიც კამანის ეკლესიის გალავანთან არიან დაკრძალული.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ესპანეთში მოქმედ ასოციაციას „TODOS SOMOS NIÑOS“ (ყველანი ბავშვები ვართ) და ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდ „FINSOL“-ის თანამშრომლობის ფარგლებში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ოჯახებიდან 20-მდე ბავშვი ზაფხულის არდადეგების გასატარებლად ესპანეთში გაემგზავრა.
დევნილი ბავშვები ესპანური მხარის მიერ შერჩეულ მასპინძელ ოჯახებში იცხოვრებენ და ესპანეთში მიმდინარე კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებსა და გასართობ აქტივობებში აქტიურად ჩაერთვებიან.
ესპანეთში გამგზავრებამდე პროგრამის ბენეფიციარებს, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ზალიკოს ცენტრმა უმასპინძლა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია ესწრებოდნენ. ღონისძიების ბოლოს, პროექტის მონაწილე ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
პროექტის მიზანი, სოციალურად დაუცველი დევნილი ოჯახების წევრთა მხარდაჭერაა.
ევროკავშირის თაობაზე ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, მინისტრის აპარატის მიერ,აფხაზეთის მთავრობის საჯარო მოხელეებისთვის დაგეგმილი პროექტი წარმატებით დასრულდა.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და სამხრეთ კავკასიაში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის რეგიონული წარმომადგენლობის (EPLO ) ხელმძღვანელმა იოსებ ნანობაშვილმა პროგრამის მონაწილეებს აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებულ მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.
ერთთვიანი სალექციო კურსის განმავლობაში, მსმენელებმა მიიღეს სისტემატიზებული და პრაქტიკულ მიდგომებზე დაფუძნებული ინფორმაცია ევროკავშირის ინსტიტუციონალური მოწყობის, ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების პროცედურებისა და ამ პროცესში ევროკავშირის ინსტიტუტების როლის შესახებ.
შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა, მინისტრის მოადგილე მარინე გითოლენდია და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძესთან, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძესთან და სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელ ნათია კოპალიანთან ერთად, ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ, სოციალურად დაუცველ, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს ქეთევან ხურციძეს სახლში ესტუმრნენ, მის საჭიროებებს გაეცნენ და შშმ პირის ეტლი გადასცეს.
ქეთევან ხურციძეს შშმ პირის ეტლი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ინიციატივითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გადაეცა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აფხაზეთიდან დევნილი, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების მხარდაჭერა, მათ მიმართ ყურადღების გამოჩენა და მოხარული ვარ, რომ მცირედი წვლილი შევიტანეთ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოქალაქის ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებაში.“ - დავით ფაცაცია
აფხაზეთის ომის დროს, დაბა ტამიშთან მოწინააღმდეგის მხრიდან საზღვაო დესანტის გადმოსხმის შედეგად გამართული ბრძოლის დაწყებიდან 30 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
გმირთა მემორიალთან, ასევე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, აფხაზეთის ომის მონაწილეები და დევნილი საზოგადოება იმყოფებოდნენ.
„დღეს, პატივი მივაგეთ ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას.
აფხაზეთის ომის დროს, დაბა ტამიშთან გამართულ ბრძოლაში ასეულობით ქართველმა მებრძოლმა გამოიჩინა ვაჟკაცობა და თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას - ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს.
მეამაყება თითოეული მათგანი და მადლობას ვუხდი ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის შეუპოვარი ბრძოლისა და თავისუფლების სიყვარულისთვის.
მჯერა, რომ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით, შევძლებთ იმ ღირებულებებისა და მიზნების დაცვას, რისთვისაც სიცოცხლე გაწირეს საქართველოს ერთგულმა შვილებმა და მშვიდობით, სიყვარულით, ნდობითა და ურთიერთპატივისცემით მოვახდენთ ჩვენი სამშობლოს გაერთიანებასა და ისტორიული ერთობის აღდგენას.“ - დავით ფაცაცია
აფხაზეთის ომის დროს, დაბა ტამიშთან მოწინააღმდეგის მხრიდან საზღვაო დესანტის გადმოსხმის შედეგად გამართული ბრძოლის დაწყებიდან 30 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
გმირთა მემორიალთან, ასევე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ომის მონაწილეები და დევნილი საზოგადოება იმყოფებოდნენ.
1993 წლის 2 ივლისს, დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად, გააქტიურდა აფხაზური ფორმირება. მოწინააღმდეგემ ქართული შენაერთების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს.
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია გათვალისწინებულია მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი სტუდენტებისათვის, რომლებსაც აქვთ 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომი, მონაწილეობდნენ სამეცნიერო კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურები.
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მისანიჭებლად სტუდენტის წარდგენის უფლება აქვს საქართველოს ავტორიზებულ უნივერსიტეტებს.
განცხადებები მიიღება 2023 წლის 01 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთის საკითხის პოპულარიზაციისა და გააქტიურების მიზნით დაწესდა დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №12 25.02.2016).
დიმიტრი (არზაყან)ემუხვარისსტიპენდია გამიზნულია პოლიტიკის მეცნიერების დარგში განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე იმ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის, რომლებსაც აქვთ 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომი, მონაწილეობდნენ სამეცნიერო კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურები.
ჟიულიშარტავასსახელობისსტიპენდია გამიზნულია (გარდა პოლიტიკის მეცნიერების დარგში) განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე იმ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის, რომლებსაც აქვთ 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომი, მონაწილეობდნენ სამეცნიერო კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურები.
სტიპენდიატს სტიპენდია ეძლევა დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად ერთი სასწავლო წლის განმავლობაში თვეში 200 ლარის ოდენობით (ათი თვე).
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების მისანიჭებლად სტუდენტების წარდგენის უფლება აქვთ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
განაცხადებისწარდგენისვადადგანისაზღვრა 2023 წლის 01 ივლისიდან31 ივლისისჩათვლითპერიოდი.
გამოცხადებული ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი განაცხადები არ განიხილება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს პროგრამის - „დევნილთა საცხოვრებლებში მცირე ფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფა“ ფარგლებში, ბათუმში, ქუთაისსა და სამტრედიაში მდებარე დევნილთა განსახლების ადგილებში მიმდინარეობს მცირე ფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები, მათ შორისაა - ობიექტის საძირკველის გამაგრება, სადარბაზოების მოპირკეთება, საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია, სასმელი წყლის ავზების შეძენა და მონტაჟი, სასმელი წყლის სისტემის მოწყობა.
სამუშაო პროცესის მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელ ნათია კოპალიანთან და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
„ბათუმში, ქუთაისსა და სამტრედიაში მდებარე დევნილთა განსახლების ადგილებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დავათვალიერეთ.
დევნილი მოსახლეობის საჭიროებებისა და სამინისტროში შემოსული განცხადებების გათვალისწინებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებზე ვახორციელებთ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რომელთა შესრულებასაც ინტენსიურ მეთვალყურეობას ვუწევთ, ასევე, ვხვდებით ადგილობრივ მოსახლეობას და ადგილზე ვეცნობით მათ წინაშე არსებულ საჭიროებებს.
ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის და საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა, რათა ხელი შევუწყოთ მათთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნას.“ - დავით ფაცაცია