ანზორ ერქომაიშვილი ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენის გზაზეც თავის სიტყვას ამბობდა
ქართველი კომპიზიტორისა და ლოტბარის, ფოლკლორისტისა და დირიჟორის, ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებლისა და ხელმძღვანლის ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალება უკვე შეფასდა როგორც ქართული კულტურის უდიდესი დანაკლისი.
 
ანზორ ერქომაიშვილი იყო მამულიშვილი, რომელიც წლების განმავლობაში მსოფლიოს არქივებში მიმოფანტული ქართული უნიკალური სიმღერების ჩანაწერებს ედგა კვალში, პოულობდა, წიგნებად კრავდა და ქართული კულტურის საგანძურს ამატებდა. მან ასევე მოიძია და დაკარგვას გადაარჩინა უამრავი აფხაზური ხალხური სიმღერა და ქართულ-აფხაზური ხალხური სიმღერების ალბომი გამოსცა, რითაც ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენის გზაზეც თავის სიტყვას ამბობდა.
 
„ქართული მუსიკალური ენის, ჩვენი მრავალხმიანობის გადარჩენისა და პოპულარიზაციისათვის გაწეული მსახურების გამო“ იგი დაჯილდოებული იყო ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით, რუსთაველის, ექვთიმე თაყაიშვილის, იაკობ გოგებაშვილის, ივანე ჯავახიშვილის და სხვ. პრემიებით.
 
ანზორ ერქომაიშვილი, ადამიანი „სავსე ქართული პატიოსნებით“, თავმდაბლობითა და კეთილშობილებით, დღეიდან მთაწმინდის ბინადარი გახდა.
მსუბუქი იყოს მისთვის ეს წმინდა მიწა!
აფხაზეთის ა/რ დევნილთა სამინისტროში შემუშავებულ ახალ პროგრამებთან დაკავშირებით, თბილისსა და ზუგდიდში ტრენინგები ჩატარდა

აფხაზეთის დევნილთა სამინისტროსა და ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებისათვის, სამინისტროში შემუშავებულ ახალ პროგრამებთან დაკავშირებით, თბილისსა და ზუგდიდში ტრენინგები ჩატარდა.
ტრენინგი აფხაზეთის დევნილთა მინისტრის მოადგილემ,მურად აბლოთიამ გახსნა.
შეხვედრის მიზანია თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და იმ სიახლეების გაცნობა,რომელიც სამინისტროში დაინერგება.
აფხაზეთის დევნილთა სამინისტრომ ახალი პროგრამების წესი შეიმუშავა, რომლის მიზანია დევნილთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და მოწყვლადი ჯგუფებისათვის სხვადასხვა ტიპის სოციალური დახმარებების გაწევა.
მათ შორის, დევნილთა ჩასახლების ობიექტების ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამების განხორციელება.

 

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა

ტვირთის გადმოცემის პროცესს , აფხაზეთის დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია, აფხაზეთის  მთავრობის თავჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯომარე ზაზა ვაშაყმაძე და მოადგილე გიორგი უკლება ესწრებოდნენ.

აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით აღნიშნული დახმარება საქართველოს რეგიონებში, კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, უკიდურესად შეჭირვებულ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ.

აფხაზეთიდან დევნილთა სამინისტროსა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორის, შემდგომი ურთიერთთანაშრომლომის გაგრძელების მიზნით, უახლოეს მომავალში მემორანდუმი გაფორმდება.

 

ეკა ხოფერია აფხაზეთის წარმატებულ ახალგაზრდებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზეთის წარმატებულ ახალგაზრდებს შეხვდა და თანამშრომლობის საკითხებზე ესაუბრა. შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებებში, კერძო კომპანიებსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში დასაქმებული წარმატებული ახალგაზრდები.

მინისტრმა ყურადღება აფხაზეთის საჯარო სკოლების აღსაზრდელებზე შეაჩერა და სტუმრებს მიმართა: „გვინდა, აფხაზეთის წარმატებულმა ახალგაზრდებმა, საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით, გაგვიზიაროთ რჩევები, წინადადებები, როგორ, რა გზით ვიაროთ, რომ ამ სკოლების ბავშვებს დანარჩენ საზოგადოებასთან ინტეგრირებასა და წარმატების მისაღწევად საჭირო უნარ-ჩვევების შეძენაში დავეხმაროთ“.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და იმსჯელეს მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივაზე. ითქვა, რომ ახალგაზრდების მხარდასაჭერად მნიშვნელოვანია მათი ჩაბმა საერთაშორისო პროექტებსა და პროგრამებში, აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული კონფერენციებსა და ფორუმებში და ა. შ.

დასასრულ შეთანხმდენ, რომ შეიქმნას აფხაზეთის წარმატებული ახალგაზრდების სამუშაო ჯგუფი, რომელიც თავისი იდეებით, წინადადებებითა და პრაქტიკული ნაბიჯებით  შეხვედრაზე წამოჭრილი საკითხების მოგვარებას შეუწყობს ხელს.

 

 

აფხაზეთის 22-ე საჯარო სკოლას შეპირებული სპორტული ინვენტარი გადაეცა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ, კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს თანადგომით, ბორჯომში მდებარე აფხაზეთის 22-ე საჯარო სკოლას შეპირებული სპორტული ინვენტარი: ჩოგბურთის მაგიდა, ბურთები და სხვ. ჩაუტანა.
 
თავიანთ მხრივ, პირობა შეასრულეს მოსწავლეებმაც და მინისტრს, წინა ჩამოსვლაზე ჩამოტანილ, „ბიბლუსის“ მიერ ნაჩუქარ წიგნებზე შთაბეჭდილებები გაუზიარეს.
 
ეკა ხოფერიამ სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აფხაზეთის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.
31 მარტი ისტორიული დღეა!
30 წლის წინათ, 1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, რომელზეც საზოგადოებამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.
 
ამ ისტორიული დღის მთავარი მოქმედი პირი იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომლის დაბადების დღეცაა 31 მარტი.
 
ფასდაუდებელია ზვიად გამსახურდიას ღვაწლი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ქარცეცხლში: მან 1991 წლის 9 აპრილს, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, 31 მარტის რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ამით მრავალი თაობის ქართველთა ოცნება აახდინა.
აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის მეომართა კავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში წიგნის ,,საქართველოსთვის“ პრეზენტაცია გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და აფხაზეთის მეომართა კავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ წიგნის „საქართველოსთვის“ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიების დასაწყისში დამსწრე საზოგადოებამ პატივი მიაგო დაღუპული მეომრების ხსოვნას. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ და წიგნის „საქართველოსთვის“ მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ, მოადგილემ ჯანდრი უბირიამ, გენერალმა დავით გულუამ და წიგნის მთავარმა რედაქტორმა ირმა ირემაძემ.

ექვსასგვერდიანი წიგნი-კრებული 1992-1993 წლებში აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული იმ 1 200 გმირის ცალკეულ ისტორიებს აერთიანებს, რომლებიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსში, აფხაზეთის გარნიზონებსა და მათში შემავალ შენაერთებში ირიცხებოდნენ. წიგნი-კრებული ერთგვარი ენციკლოპედიური ცნობარია სამშობლოს ერთიანობას, მის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას უანგაროდ შეწირული ეროვნული გმირების და რიგითი ჯარისკაცების შესახებ.

ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, აფხაზეთის ხელისუფლების, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლები, დაღუპული მეომრების ოჯახის წევრები ეწსრებოდნენ.

ღონისძიებაში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“ მონაწილეობდა. პრეზენტაციის ბოლოს ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საჩუქრად წიგნები გადაეცათ.

ვაშლიჯვარში, ბროწეულის ქუჩაზე, დევნილ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია, მოადგილე მურად აბლოთიასთან , აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად, ვაშლიჯვარში, ბროწეულის ქუჩაზე იმყოფებოდნენ და დევნილ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კვლევა-პროექტირების სამუშაოები. უკვე მომზადებულია რამდენიმე სახის ტექნიკური დოკუმენტი.
რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხს, მერის მოადგილის განმარტებით, მიმდინარე ეტაპზე, ბროწეულის ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრებათ და ყველა შესაბამისი სამსახური მზადაა, 24-საათიან რეჟიმში, ყველანაირ კითხვაზე პასუხის გასაცემად და სათანამშრომლოდ.
ბროწეულის ქუჩაზე, ასევე, თბილისის მერიის, საბურთალოს გამგეობის, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები იმყოფებოდნენ.

ვაშლიჯვარში, ბროწეულის ქუჩაზე, დევნილ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია და მინისტრის მოადგილე მურად აბლოთია თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად, ვაშლიჯვარში, ბროწეულის ქუჩაზე იმყოფებოდნენ და დევნილ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კვლევა-პროექტირების სამუშაოები. უკვე მომზადებულია რამდენიმე სახის ტექნიკური დოკუმენტი.

რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხს, მერის მოადგილის განმარტებით, მიმდინარე ეტაპზე, ბროწეულის ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრებათ და ყველა შესაბამისი სამსახური მზადაა, 24-საათიან რეჟიმში, ყველანაირ კითხვაზე პასუხის გასაცემად და სათანამშრომლოდ.

ბროწეულის ქუჩაზე, ასევე, თბილისის მერიის, საბურთალოს გამგეობის, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები იმყოფებოდნენ.

დაიწყო ნამუშევრების მიღება ესეების კონკურსზე - „ჩემი აფხაზეთი“
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი აცხადებს ესეების კონკურსს - „ჩემი აფხაზეთი“.
 
კონკურსის მიზანი - ქართულ-აფხაზური პოზიტიური ურთიერთობების თაობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
 
კონკურსის პირობები:
• ესე უნდა მომზადდეს ქართულ ენაზე, ექსკლუზიურად კონკურსის ფარგლებში;
• ნამუშევარი უნდა ეხებოდეს აფხაზეთის თემას და მოიცავდეს პოზიტიურ ნიუანსებს;
• ნამუშევრის მოცულობა უნდა შეადგენდეს 800-1500 სიტყვას;
• ესე უნდა მომზადდეს ელექტრონულ (MS Word ან PDF) ფორმატში;
• ნამუშევარი უნდა მომზადდეს Sylfaen-ის შრიფტით, რომლის ზომა უნდა შეადგენდეს 11-ს, ხოლო ინტერვალი სტრიქონებს შორის - 1.15-ს.
 
სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ გამოვლენილი 10 საუკეთესო ესეს ავტორის ვინაობა გამოქვეყნდება უწყების ოფიციალურ ვებ და სოციალურ გვერდებზე.
 
I, II და III ადგილის მფლობელებს გადაეცემათ ფულადი ჯილდოები.
 
ნაშრომის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 15 მაისი.
 
ყველა დაინტერესებულმა პირმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა გაიაროს რეგისტრაცია ქვემოთ მითითებული აპლიკაციის მეშვეობით: რ ე გ ი ს ტ რ ა ც ი ა
აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრების შეხვედრა ვაშლიჯვრის დასახლებაში მცხოვრებ დევნილებთან

აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე, აფხაზეთის დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის დევნილთა და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროების წარმომადგენლები ვაშლიჯვრის დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ დევნილთა საცხოვრებელ პირობებს, მოისმინეს მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემები და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

აფხაზეთის დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად ვაშლიჯვრის დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე და აფხაზეთის დევნილთა მინისტრის მოადგილე მურად აბლოთია ვაშლიჯვრის დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ დევნილთა საცხოვრებელ პირობებს, მოისმინეს მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემები და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე აფხაზეთის დევნილთა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

 

ილორის ეკლესიის ეზოში ვაზის იშვიათი ჯიშები დაირგო
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ინიციატივით თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის მშენებარე ეკლესიის ეზოში რამდენიმე ათეული აფხაზური და მეგრული ვაზის უნიკალური ჯიში დაირგო.
 
ეკლესიის ეზოში ვაზის იშვიათი ჯიშები იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა - დავით ფაცაციამ, მინისტრის პირველმა მოადგილემ - ბელა კოპალიანმა, აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორმა - ბესიკ სილაგაძემ, ეკლესიის მოძღვარმა - მამა ლევანმა, მევენახე-მეღვინემ - სერგო ჭანტურიამ, სასულიერო პირებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის თანამშრომლებმა დარგეს.
 
ეკლესიის ეზოში მეგრული და აფხაზური ვაზის უნიკალური ჯიშები მევენახე-მეღვინე სერგო ჭანტურიას მხარდაჭერით დაირგო. აღსანიშნავია, რომ ბატონი სერგოს დახმარებით დასავლეთ საქართველოში დაბრუნებულ იქნა 20-ამდე ვაზის იშვიათი ჯიში, მათ შორის აფხაზური უნიკალური ჯიშები - აწნიჟი, აშუღაჟი, აშხაფში, ამლახუ და ავასირხვა. მისი დახმარებით ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება მეგრული და აფხაზური ვაზის იშვიათი ჯიშებისგან ვენახის გაშენება.
 
ღონისძიების ფარგლებში, მინისტრის აპარატის თანამშრომლების მონაწილეობით მოეწყო ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქციაც.
ეკა ხოფერიას ყველაზე მეტი პრობლემა აფხაზეთის №14 საჯარო სკოლაში დახვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს ეკა ხოფერიას ყველაზე მეტი პრობლემა დახვდა აფხაზეთის №14 საჯარო სკოლაში, რომელიც ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალკახათში, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების კორპუსშია განთავსებული.
 
მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან შეხვედრისა და მათთვის კომპიუტერების გადაცემის შემდეგ მინისტრი სკოლის პრობლემებს გაეცნო. როგორც გაირკვა, სკოლას არა აქვს კეთილმოწყობილი დარბაზი და ბუფეტი.
 
ეკა ხოფერიას თქმით, „დევნილთა ეს კომპაქტური ჩასახლება და მასთან მიბმული სკოლა მოწყვეტილია ქალაქს, ამდენად იქ მცხოვრები ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელია სკოლის სივრცე და იქ არსებული გარემო.
 
ბავშვების სურვილია ჰქონდეთ ადგილი, სადაც გართობასა და დროის საინტერესოდ გატარებას შეძლებენ. ამდენად, სამინისტრო შეეცდება უახლოეს მომავალში მოაგვაროს ეს პრობლემები: კეთილმოაწყოს დარბაზი და გამართოს ბუფეტი“.
მინისტრის აპარატის წლიური ანგარიშის წარდგენა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა - დავით ფაცაციამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მინისტრის აპარატის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
ანგარიში ეხებოდა მინისტრის აპარატის მიერ ერთი წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობას, ასევე წარდგენილი იყო მინისტრის აპარატის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდასთან დაკავშირებული ხედვები, მიმდინარე რეფორმები და დაგეგმილი პროექტები.

მოხსენების დასრულების შემდეგ, დავით ფაცაციამ დეპუტატების კითხვებს უპასუხა.