სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“ აცხადებს კონკურსს და განაცხადების მიღებას ქვეპროგრამის - „დასაქმების ხელშეწყობა“ - ფარგლებში, რომლის მიზანია აფხაზეთიდან დევნილებისა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების მხარდაჭერა დასაქმების/თვითდასაქმების პროცესში ეკონომიკურ-პროფესიული და ტექნიკური საქმიანობის წამოწყებისა და/ან განვითარების კუთხით, შესაბამისი პროფესიულ-ტექნიკური აქტივებით უზრუნველყოფის გზით (არა უმეტესი 3 ერთეულის, საერთო/კრებსითი ღირებულებით მაქსიმუმ 2.500 ლარი).
ქვეპროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია:
ქვეპროგრამისა და კონკურსის პირობები, ეტაპები, კრიტერიუმები და შესავსები განაცხადის ფორმა იხილეთ ლინკზე
განაცხადების მიღება ელექტრონული ან მატერიალური ფორმით ხორციელდება 2024 წლის 4 მარტის 12:00 საათიდან 2024 წლის 4 აპრილის 17:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა, სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“ ან ელ. ფოსტაზე - lepl.applications@gmail.com
საკონტაქტო პირები: ჯანო ქირთბაია - 599467770; ნიკა ჯანგირაშვილი - 591931461; თეა კვარაცხელია - 591931463