აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სსიპ აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა

სსიპ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატა“
წარმოადგენს აფხაზეთთან ასოცირებულ, წევრობაზე დაფუძნებულ დევნილ მეწარმეთა
ბიზნეს გაერთიანებას, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულება დევნილი მცირე და
საშუალო მეწარმეების მხარდაჭერაა.
თავისი საქმიანობიდან გამომდინარე პალატა აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეებს
სთავაზობს ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ შემდეგ აქტივობებს:
1.განათლება. თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე დევნილებს
სთავაზობს მოკლევადიანი სასწავლო კურსს.
2. ფინანსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად სხვადასხვა საგრანტო პროექტებში
მონაწილეობისათვის ეხმარება დევნილ მეწარმეებს პროექტების შედგენასა და
წარდგენაში.
3. პალატა აქტიურად ეხმარება მეწარმეებს პროდუქციის რეალიზაციაში გამოფენებისა და
ინტერნეტ პლატფორმების გამოყენებით. აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების
პროდუქციის პოპულარიზაციისა და რეალიზაციისათვის პალატა ხშირად აწყობს
გამოფენებს, ხელს უწყობს მათ მონაწილეობას სხვადასხვა სახის გასვლით ღონისძიებებსა
და ფესტივალებში, აორგანიზებს საქმიანი წრეებთან შეხხვედრებს.
აფხაზეთის ა/რ სავაჭრო სამრეწველო პალატამ მეწარმეების პროდუქციის
რეალიზაციისათვის ონლაინ პლატფორმების გამოყენებით შექმნა ონლაინ ბიზნეს
კატალოგი, სადაც შესაძლებელია დევნილი მეწარმეების პროდუქციის ნახვა და მათი
საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღება. ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით
იქმნება შესაძლებლობა დევნილმა მეწარმეებმა ქვეყნის მასშტაბით დაიწყონ ვაჭრობა.
ელექტრონული ბიზნეს კატალოგის ლინკია: #http://chamber.abcci.ge/home
4. ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ეკონომიკური საქმიანობის
განხორციელების მსურველ დევნილებს პალატა ეხმარება ნებართვის მიღებაში, რათა მათ
შეძლონ გამყოფი ხაზების ორივე მხარეს ვაჭრობა და ეკონომიკური
ურთიერთთანამშრომლობა .
5.პალატა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით მეწარმეებს უწევს
კონსულტაციას , ბიზნეს საქმიანობის დაწყებისათვის და აცნობს მათ ეკონომიკური
საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაციას.
6.ხშირად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებობა ფორსმაჟორული
გარემოებების დადგომით არის განპირობებული. პალატა დაინტერესებულ მეწარმეებს
შესაბამისი დოკუმენტების მოწოდების შემთხვევაში, უდასტურებს ფორსმაჟორულ
გარემოებებს.
პალატის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია იხილოთ შემდეგ ბმულზე:

https://www.facebook.com/abcci.ge/

პალატის ვებ. გვერდი: www.abcci.ge ელ. ფოსტა: info@abcci.ge

სიპ აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა

_______________________________

მისამართი: ვაჟა ფშაველას გამზირი N16

ელ.მისამართი: abcci.adm@gmail.com