მთავარი/სამინისტრო/ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო/მიკრომეწარმეობის ხელშეწყობა
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

მიკრომეწარმეობის ხელშეწყობა

მიზანი: აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების მიკრომეწარმეობაში ჩართვის სტიმულირება, მათი სამეწარმეო პოტენციალისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდა.

აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს გრანტის გაცემას სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში უკვე დამტკიცებული და სრულად ათვისებული სესხის 25%-ის ოდენობით. გრანტი გაიცემა, რიგითობის პრინციპით, ბიუჯეტის ამოწურვამდე.

სამიზნე აუდიტორია:  „მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 12 ივლისის #229 დადგენილებით განსაზღვრული, სსიპ „აწარმოე საქართველოს“ მიერ განხორციელებული, მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარი მეწარმე სუბიექტი, რომელსაც მინიჭებული აქვს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი ან „მეწარმეთა შესახებ“ კანონის საფუძველზე რეგისტრირებული მეწარმე იურიდიული პირი, რომლის 50% ან მეტ წილს ფლობს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრულ ვადაში სრულად აქვს ათვისებული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული სესხის სრული ოდენობა. პოტენციური ბენეფიციარი უფლებამოსილია, საგრანტო განაცხადი წარადგინოს სამინისტროში არაუგვიანეს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სესხის დამტკიცებიდან 24 თვის ვადაში.

წინაპირობები: პოტენციურ ბენეფიციარს მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული „მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში“ და სესხის თანხა სრულად უნდა ჰქონდეს მიზნობრივად ათვისებული, რაც დადასტურებული იქნება შესაბამისი დოკუმენტაციით, რომელიც შეიძლება იყოს:
ა) ცნობა სსიპ „აწარმოე საქართველოდან“;
ბ) „მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 12 ივლისის #229 დადგენილების მე-12 მუხლით გათვალისწინებული მონიტორინგის შედეგის ამსახველი დოკუმენტი.

გრანტის გაცემის პირობები: პროგრამის ფარგლებში გრანტის მოცულობა ერთ ბენეფიციარზე განისაზღვრება სრულად ათვისებული სესხის მოცულობის (20 000 -50 000 ლარი ) 25%-ის ოდენობით. პოტენციური ბენეფიციარი უფლებამოსილია, საგრანტო განაცხადი წარადგინოს სამინისტროში არაუგვიანეს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სესხის დამტკიცებიდან 24 თვის ვადაში.

პოტენციური ბენეფიციარის მიერ ელექტრონული ფორმით წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან
  • ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ID/პასპორტი) / იურიდიული პირის შემთხვევაში, 50% ან მეტი წილის მფლობელი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ID/პასპორტი)
  • ბენეფიციარის / იურიდიული პირის შემთხვევაში, 50% ან მეტი წილის მფლობელი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • ცნობა სსიპ “აწარმოე საქართველოდან” / მონიტორინგის შედეგის ამსახველი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს „მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ბენეფიციარის მონაწილეობასა და სესხის თანხის სრულად და მიზნობრივად ათვისებას.
    შენიშვნა: სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სესხის დამტკიცების თარიღისა და სესხის მოცულობის მითითებით.
  • იურიდიული პირის შემთხვევაში, შესაბამისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
    შენიშვნა: წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამასდტურებელი დოკუმენტის წარმოდგენას არ საჭიროებს იურიდიული პირის დირექტორი.
  • საბანკო რეკვიზიტები (ელექტრონული ვერსია);

წესები და პირობები: 

  • განაცხადში მითითებული ინფორმაცია სწორი და უტყუარია;
  • გაცნობილია ვებ გვერდზე - www.abkhazia.gov.ge გამოქვეყნებულ - „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის მიკრომეწარმეობის ხელშეწყობა“ პირობებს, შესაბამისობის კრიტერიუმებსა და თანადაფინანსების პირობებს;
  • ქვეპროგრამის ფარგლებში გრანტის მოცულობა ერთ ბენეფიციარზე განისაზღვრება სრულად ათვისებული სესხის მოცულობის 25%-ის ოდენობით.
  • ქვეპროგრამის ფარგლებში ბენეფიციარისთვის გრანტი გაიცემა მხოლოდ ერთი განაცხადის შესაბამისად.
  • ქვეპროგრამის ფარგლებში ერთ სესხის ხელშეკრულებაზე გრანტი გაიცემა მხოლოდ ერთი განაცხადის შესაბამისად.
  • ქვეპოტენციური ბენეფიციარი უფლებამოსილია, საგრანტო განაცხადი წარადგინოს სამინისტროში არაუგვიანეს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სესხის დამტკიცებიდან 24 თვის ვადაში.
  • სამინისტრო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს წინასწარი გაფრთხილების გარეშე გადაამოწმოს განაცხადში მითითებული ნებისმიერი ინფორმაცია, მესამე პირებთან ან/და სხვა არსებული წყაროების გამოყენებით;
  • იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა განაცხადში მითითებული ინფორმაციის ან მისი ნაწილის უზუსტობა, იქნება ეს განმცხადებლის მიერ განზრახ/გაუფრთხილებლობით ან/და მესამე პირ(ებ)ის მიზეზით მცდარი ინფორმაციის მითითება, სამინისტრო იტოვებს უფლებას უპირობოდ მიიღოს უარყოფითი გადაწყვეტილება;
  • იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის მიერ განაცხადში მითითებული მცდარი ინფორმაციის მიზეზით სამინისტროს მიადგება მატერიალური ან/და არამატერიალური, პირდაპირი ან/და არაპირდაპირი ზიანი, განმცხადებელი იღებს სრულ პასუხისმგებლობას აღნიშნულ ზიანთან დაკავშირებით;
  • სამინისტრო არ არის პასუხისმგებელი განაცხადის შევსებასთან ან/და განაცხადის წარდგენასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პირდაპირ/არაპირდაპირ ხარჯზე;
  • განაცხადი არ შეიძლება განმცხადებლის ან/და ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირის მიერ განხილულ იქნეს, როგორც სამინისტროს რაიმე სახის პირდაპირი/არაპირდაპირი დაპირება;
  • სამინისტრო არ არის პასუხისმგებელი განაცხადთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების პირდაპირ / არაპირდაპირ შედეგებზე;
  • სამინისტრო არ არის პასუხისმგებელი პროგრამაში მონაწილეობის მიზნით განაცხადისა და წარმოდგენილი დოკუმენტების მომზადებისთვის გაწეულ დანახარჯებზე.

პროცედურა:

  • პოტენციური ბენეფიციარის მიერ განაცხადის შემოტანა
  • სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ, წარმოდგენილი ინფორმაციისა და თანდართული ფაილების პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა
  • შესაბამისობის შემთხვევაში, პოტენციურ ბენეფიციარს ეცნობება განაცხადზე უარი, გამომწვევ მიზეზებთან ერთად. შეუსაბამობის აღმოფხვრის შემთხვევაში, პოტენციურ ბენეფიციარს თავიდან შემოაქვს განაცხადი.
  • შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, პოტენციურ ბენეფიციარს ეცნობება პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.
  • სამინისტროსა და ბენეფიციარს შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.
    ხელშეკრულება ფორმდება სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართზე: ქ.თბილისი, მ.თამარაშვილის 15ა, II სართული) ან დისტანციურად, ელექტრონული კვალიფიკაციური ხელმოწერის გამოყენებით.
    სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში ხელშეკრულების გაფორმების დროს, შესაძლებელია ბენეფიციარის ნაცვლად, ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს მინდობილმა პირმა, შესაბამისი, ნოტარიული წესით გაფორმებული მინდობილობის არსებობის შემთხვევაში. იურიდიული პირის შემთხვევაში, საამისოდ უფლებამოსილმა პირმა.
  • ელშეკრულების გაფორმებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, სამინისტრო უზრუნველყოფს ბენეფიციარის ანგარიშზე გრანტის თანხის ჩარიცხვას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით.
  • ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დოკუმენტურ და საველე მონიტორინგს ახორციელებს სამინისტრო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდის განმავლობაში.
განაცხადის შევსება