მთავარი/სამინისტრო/ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო/თხილის შესაწამლი აპარატის თანადაფინანსება
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის თხილის შესაწამლი აპარატის თანადაფინანსება

მიზანი: აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების თხილის შესაწამლი აპარატებს თანადაფინანსების პროგრამის თხილის პირველად წარმოებაში ჩართული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების სტიმულირება.

აღწერა: პროგრამა უზრუნველყოფს თხილის შესაწამლი აპარატების შეძენაზე თანადაფინანსებას - ტექნიკის ღირებულების 80%-მდე, ბაღის ზომის მიხედვით.
პროგრამა უწყობს ხელს თხილის მოვლა-მოყვანის გაუმჯობესებას, სარგებლის გაზრდასა და დევნილი ფერმერების ეკონომიკურ გაძლიერებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. თანადაფინანსება გაიცემა ე.წ „ქეშბექის“ სახით, რაც გულისხმობს, ბენეფიციარის მიერ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების სრულ ანაზღაურებას. ბენეფიციარის ანგარიშზე თანადაფინანსების თანხა ჩაირიცხება სამინისტროსთვის შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემდგომ. ბენეფიციარებზე თანადაფინანსება გაიცემა რიგითობის პრინციპით, ბიუჯეტის ამოწურვამდე.

სამიზნე აუდიტორია: აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებსაც გააჩნიათ ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ შექმნილ თხილის კადასტრში შეტანილი თხილის ბაღი და მონაწილეობა აქვთ მიღებულია(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში, შესაბამისად უზრუნველყოფილია სასუქის შესაბამისი ოდენობით.

წინაპირობები: ბენეფიციარს 2025 წელს მიღებული უნდა ჰქონდეს სახელმწიფო სუბსიდია საქართველოს მთავრობის 2025 წლის 7 თებერვლის #32 დადგენილებით დამტკიცებული „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში;

თანადაფინანსების პირობები: პროგრამის ფარგლებში სამინისტროს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე განისაზღვრება:

  • არაუმეტეს 80%, არაუმეტეს 200 ლარის ოდენობით - 0,2 ჰექტრიდან 0,5 ჰექტრამდე თხილის ბაღისთვის არანაკლებ 16 ლიტრი მოცულობის ავზის მქონე მოტორიზებული (შიდა წვის ძრავით აღჭურვილი) ზურგზე მოსაკიდებელი აპარატის შესყიდვის შემთხვევაში;
  • ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 80%, არაუმეტეს 1100 ლარის ოდენობით - 0,5 ჰექტრიდან 3 ჰექტრამდე თხილის ბაღისთვის - 100 ლიტრი და მეტი მოცულობის ავზის მქონე ხელით გადაადგილებადი მობილური აპარატის შესყიდვის შემთხვევაში;

პოტენციური ბენეფიციარის მიერ ელექტრონული ფორმით წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა)პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) დევნილის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოდან“  ან ლიბერთი ბანკიდან, რომ ნამდვილად არის ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის 2025 წლის ბენეფიციარი, ბენეფიციარის ანგარიშზე ასახული ქულების მითითებით;
დ) პროგრამაში მონაწილეობის განაცხადი (ელექტრონული ფორმით);
ე) შესასყიდ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირის მიერ პოტენციური ბენეფიციარისთვის გამოწერილი ინვოისი ქართულ ენაზე.
*ინვოისი გაცემული უნდა იყოს უშუალოდ განაცხადის წარმომდგენ პოტენციურ ბენეფიციარზე და უნდა შეიცავდეს მხარეთა რეკვიზიტებს (საიდენტიფიკაციო კოდი, დასახელება, მისამართი) და ინფორმაციას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მახასიათებლების შესახებ ( მოდელი, სიმძლავრე, ავზის მოცულობა და სხვა მახასიათებლები).
** სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულება წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში;
*** ინვოისში მითითებული უნდა იყოს მისი მოქმედების ვადა;
ვ) საბანკო რეკვიზიტები;
ზ) მიკრო/მცირე/ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსით სარგებლობის შემთხვევაში, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბენეფიციარის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია (ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ):

  • სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების სრულად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;
  • სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საგარანტიო დოკუმენტი;
  • შევსებული და ხელმოწერილი გადახდის მოთხოვნის ფორმის დასკანერებული ვერსია;
  • სხვა დამატებითი დოკუმენტები, სამინისტროს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში.

წესები და პირობები: 

  • განაცხადში მითითებული ინფორმაცია სწორი და უტყუარია;
  • გაცნობილია ვებ გვერდზე - www.abkhazia.gov.ge გამოქვეყნებულ - „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის თხილის შესაწამლი აპარატის თანადაფინანსების“ პირობებს, შესაბამისობის კრიტერიუმებსა და თანადაფინანსების პირობებს;
  • ქვეპროგრამის ფარგლებში პოტენციურ ბენეფიციარს შეუძლია დაფინანსების მოთხოვნა მხოლოდ ერთ ერთეულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკაზე.
  • ქვეპროგრამის ფარგლებში ბენეფიციარისთვის თანადაფინანსება გაიცემა მხოლოდ ერთი განაცხადის შესაბამისად.
  • სამინისტრო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს წინასწარი გაფრთხილების გარეშე გადაამოწმოს განაცხადში მითითებული ნებისმიერი ინფორმაცია, მესამე პირებთან ან/და სხვა არსებული წყაროების გამოყენებით;
  • იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა განაცხადში მითითებული ინფორმაციის ან მისი ნაწილის უზუსტობა, იქნება ეს განმცხადებლის მიერ განზრახ/გაუფრთხილებლობით ან/და მესამე პირ(ებ)ის მიზეზით მცდარი ინფორმაციის მითითება, სამინისტრო იტოვებს უფლებას უპირობოდ მიიღოს უარყოფითი გადაწყვეტილება;
  • იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის მიერ განაცხადში მითითებული მცდარი ინფორმაციის მიზეზით სამინისტროს მიადგება მატერიალური ან/და არამატერიალური, პირდაპირი ან/და არაპირდაპირი ზიანი, განმცხადებელი იღებს სრულ პასუხისმგებლობას აღნიშნულ ზიანთან დაკავშირებით;
  • სამინისტრო არ არის პასუხისმგებელი განაცხადის შევსებასთან ან/და განაცხადის წარდგენასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პირდაპირ/არაპირდაპირ ხარჯზე;
  • განაცხადი არ შეიძლება განმცხადებლის ან/და ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირის მიერ განხილულ იქნეს, როგორც სამინისტროს რაიმე სახის პირდაპირი/არაპირდაპირი დაპირება;
  • სამინისტრო არ არის პასუხისმგებელი განაცხადთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების პირდაპირ / არაპირდაპირ შედეგებზე;
  • სამინისტრო არ არის პასუხისმგებელი პროგრამაში მონაწილეობის მიზნით განაცხადისა და წარმოდგენილი დოკუმენტების მომზადებისთვის გაწეულ დანახარჯებზე.
  • პოტენციური ბენეფიციარი აცნობიერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემდგომი გაძვირების შესაძლებლობას და მზად არის საკუთარი თანამონაწილეობით დაფაროს გაძვირების შედეგად წარმოქმნილი ფასთა სხვაობა;
  • განაცხადის წარდგენიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე, ნივთის ფასის კლების შემთხვევაში, პროპორციულად მცირდება განაცხადით მოთხოვნილი დაფინანსების თანხის ოდენობა, თანადაფინანსების წილობრივი მაქსიმალური ოდენობის (80%) გათვალისწინებით.

პროცედურა:

  • პოტენციური ბენეფიციარის მიერ განაცხადის შემოტანა
  • სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ, წარმოდგენილი ინფორმაციისა და თანდართული ფაილების პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა
  • შესაბამისობის შემთხვევაში, პოტენციურ ბენეფიციარს ეცნობება განაცხადზე უარი, გამომწვევ მიზეზებთან ერთად. შეუსაბამობის აღმოფხვრის შემთხვევაში, პოტენციურ ბენეფიციარს თავიდან შემოაქვს განაცხადი.
  • შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, პოტენციურ ბენეფიციარს ეცნობება პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.
  • სამინისტროსა და ბენეფიციარს შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება. 
    ხელშეკრულება ფორმდება სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართზე: ქ.თბილისი, მ.თამარაშვილის 15ა, II სართული) ან დისტანციურად, ელექტრონული კვალიფიკაციური ხელმოწერის გამოყენებით.
    სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში ხელშეკრულების გაფორმების დროს, შესაძლებელია ბენეფიციარის ნაცვლად, ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს მინდობილმა პირმა, შესაბამისი, ნოტარიული წესით გაფორმებული მინდობილობის არსებობის შემთხვევაში.
  • ბენეფიციარი შეისყიდის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას და გადახდის ქვითარსა და საგარანტიო ბარათს, სხვა თანმხლებ დოკუმენტაციასთან ერთად, წარუდგენს სამინისტროს.
  • ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ, 2 სამუშაო დღის ვადაში, სამინისტრო უნაზღაურებს ბენეფიციარს თანადაფინანსების თანხას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით.
  • ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დოკუმენტურ და საველე მონიტორინგს ახორციელებს სამინისტრო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდის განმავლობაში.
განაცხადის შევსება