აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
დაიწყო განაცხადების მიღება პროგრამაზე "დევნილთა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა"

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

 სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“ აცხადებს კონკურსს და განაცხადების მიღებას ქვეპროგრამის - „დევნილთა სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერების“ - ფარგლებში, რომლის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების საქმიანი წინადადებებისა და ბიზნეს-პროექტების  მხარდაჭერა, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური აქტივებით უზრუნველყოფის გზით (მაქსიმუმ სამი ერთეული/აქტივი ჯამური/კრებსითი ღირებულებით არა უმეტესი 7.000 ლარისა).

  1. ქვეპროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია:
  • აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეს/იურიდიულ პირს (მათ შორის: ინდმეწარმე; შპს; სააქციო საზოგადოება და ა.შ.), რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ-სამეწარმეო საქმიანობას და გააჩნია ამის დამადასტურებელი დოკუმენტი; ამასთან მას არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება.

 

  1. ინფორმაცია კონკურსის პირობების, კრიტერიუმებისა და შესავსები განაცხადის ფორმის შესახებ იხილეთ ქვეპროგრამის დებულებაში ლინკზე

 

  1. განაცხადების მიღება ელექტრონული ან მატერიალური ფორმით ხორციელდება 2024 წლის 19 მარტის 12:00 საათიდან 2024 წლის 30 აპრილის 17:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა, სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“ ან ელ. ფოსტაზე -  lepl.applications@gmail.com

 

  1. საკონტაქტო პირები: ჯანო ქირთბაია - 599467770; ნიკა ჯანგირაშვილი - 591931461; თეა კვარაცხელია - 591931463