ცხელი ხაზი 143
დღეს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მორიგი სამუშაო თათბირი გაიმართა, სადაც მინისტრმა მურმან ფარფალიამ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე წლის 18 იანვარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე განხილული საკითხების შესახებ. მან თანამშრომლებს შეახსენა წინა თათბირის დავალებები და ყურადღება გაამახვილა მათ შესრულებაზე. მინისტრმა ისაუბრა სამინისტროს მუშაობის სამომავლო გეგმებზე და პერსპექტივებზე.