« | მაისი 2025 | » | ||||
---|---|---|---|---|---|---|
ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა | კვ |
28 | 29 | 30 | 1 | 2 | 3 | 4 |
5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | 1 |
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
« | მაისი 2025 | » | ||||
---|---|---|---|---|---|---|
ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა | კვ |
28 | 29 | 30 | 1 | 2 | 3 | 4 |
5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | 1 |
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
დევნილ მეფუტკრეთა მიერ შექმნილი კოოპერატივი „კოდორი 2015“ აგრძელებს მეფუტკრეობის შემსწავლელი კურსის განხორციელებას. აღნიშნული ტრენინგ პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის 5 აპრილიდან 8 აპრილის ჩათვლით, კურსის მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ პრაქტიკული ხასიათის სემინარს საქართველოს მეფუტკრეთა კავშირისა და კოოპერატივი „კოდორი 2015“-ის სადემონსტრაციო-საჩვენებელ საფუტკრეში, რომელიც მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისთან. პრაქტიკულ სასწავლო კურსს უძღვებოდა დამსახურებული მეფუტკრე და დარგის ექპერტი-დემურ დარსანია.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის სპეციალისტებმა. პრაქტიკული სემინარის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატი.