აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

კანონმდებლობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება No5

2017 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი1. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-5 მუხლის „ბ“ პუნქტის, მე-6 მუხლისა, და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 და 22-ე მუხლების შესაბამისად:

  1. დამტკიცდეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის“ თანდართული დებულება.
  2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 30 მარტის No23 დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ.“
  3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (მ. ფარფალია) უზრუნველყოს შესაბამისი ცვლილებების ასახვა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტში.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 15 მაისიდან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

  1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებაა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის კანონის მე-11 მუხლის თანახმად ხელმძღვანელობს მისთვის მინდობილ მმართველობის დარგებს ან ახორციელებს დარგთაშორის მართვას, ასრულებს კანონით განსაზღვრულ ან აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მიერ სამართლებრივი აქტების საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
  2. თავისი ამოცანების განხორციელებისას დეპარტამენტი წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას.
  3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წინაშე და ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ სამართლებრივი აქტების საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
  4. დეპარტამენტი თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში ხელმძღვანელობს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, „ნორმატიული აქტების შესახებ”

http://www.matsne.gov.ge 01032004032061016210

საქართველოსა და აფხაზეთის კანონებით, ამ დებულებით და საქართველოსა და აფხაზეთის სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

  1. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი და ბლანკები სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და შტამპები.

6.დეპარტამენტს აქვს დასრულებული ბალანსი, ხარჯთა ნუსხა და ანგარიში ხაზინაში.

  1. დეპარტამენტი ფინანსირდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან და კანონმდებლობით დადგენილი წესით, ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის.
  2. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. No15ა.

მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები

დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) სოფლად მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება მათი დასაქმების ხელშეწყობით. აღნიშნული მიზნით აგრარულ სექტორში და მომსახურების სფეროში მიზნობრივი პროექტების შემუშავებაში აქტიური ჩართულობა;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით;

გ) იძულებით გადაადგილებულ პირთა საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისათვის სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, შემდგომში პროექტების იმპლემენტაციაში ხელშეწყობის მიზნით;

დ) აფხაზეთიდან დევნილთა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტეგრირების ხელშემწყობი პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა;

ე) ინოვაციებისა და ევროსტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამთავრობო და საერთაშორისო სტრუქტურების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში, სემინარებში და სხვა ამ სახის ღონისძიებებში დეპარტამენტის ჩართულობა და დევნილ ფერმერთა აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშეწყობა;

ვ) დევნილთა ხელშეწყობა პროფესიული განათლებისა და გადამზადების სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად;

ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინირებული საქმიანობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე აგრობიომრავალფეროვნებისა და ენდემური ჯიშების შენარჩუნების მიზნით, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებში მონაწილეობა, მონიტორინგის განხორციელება გარემოსდაცვითი მდგომარეობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის საკითხებში, მოპოვებული მასალების ანალიზი და აუცილებლობის შემთხვევაში მათი მიწოდება სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის სათანადო რეაგირებისათვის;

თ) დროებითი გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ერთობლივი საქმიანობის ხელშემწყობი პროექტების შემუშავებაში ჩართულობა და პროექტების იმპლემენტატორებთან ურთიერთთანამშრომლობა;

ი) იგპ-თა გარემოსდაცვით და გატყევება-გამწვანების პროექტებთან წვდომის ხელშეწყობა, დეპარტამენტის სისტემაში შემავალი სსიპ „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს“ უშუალო მონაწილეობით;

კ) დევნილთა ხელშეწყობა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბების პროცესში;

ლ) ახალი რეგულაციების პირობებში ფერმერთა და მეწარმეთათვის ხელშემწყობი პირობების შესაქმნელად, დეპარტამენტთან კონსულტაციების და სიახლეთა პრაქტიკული შედეგების დემონსტრირების უზრუნველყოფა;

მ) დეპარტამენტის მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად განხორციელებული სხვა საქმიანობა,

 

რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

მუხლი 3. დეპარტამენტის უფლება-მოვალეობანი

დეპარტამენტის უფლება-მოვალეობანია:

ა) შეიმუშაოს აგრარულ სექტორში და მომსახურების სფეროში მიზნობრივი პროექტები და ხელი შეუწყოს მათში იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩართულობას;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიმუშაოს და გამოსცეს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივი აქტები;

გ) განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებანი;

დ) პერიოდულად მოახსენოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების მიმდინარეობა;

ე) უზრუნველყოს ურთიერთობა დევნილ მოსახლეობასთან უშუალოდ ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით;

ვ) განახორციელოს კანონმდებლობით, მთავრობის დადგენილებითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.

მუხლი 4. დეპარტამენტის მართვა და ხელმძღვანელობა

  1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელიც კანონმდებელობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.
  2. დეპარტამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.
  3. დეპარტამენტის თავმჯდომარე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობის შესრულების მიმდინარეობას და კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე;

გ) კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს;

დ) წყვეტს დეპარტამენტის მოსამსახურეების წახალისების საკითხებს;

ე) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე, აუცილებლობის

შემთხვევაში ბიუჯეტის პროექტზე;

ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ;

ზ) გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივს აქტს – ბრძანებას.

თ) ხელს აწერს ხელშეკრულებებს, შეთანხმებებს, ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს და სხვა დოკუმენტებს;

ი) ამტკიცებს დეპარტამენტის საქმიანობის ყოველწლიურ გეგმას;

კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგავს დეპარტამენტისთვის გამოყოფილ სახსრებსა და ქონებას, პასუხისმგებელია დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვასა და მიზნობრივ

 

გამოყენებაზე;

ლ) წარმოადგენს დეპარტამენტს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში;

მ) ანიჭებს დეპარტამენტის წარმომადგენლის უფლებამოსილებას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;

ნ) ამტკიცებს დეპარტამენტის შინაგანაწესს;

ო) ძალადაკარგულად ცნობს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებისა და სხვა თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებს, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიულ აქტებს, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების დადგენილებებს, დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებებს;

პ) მონაწილეობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომებში;

ჟ) უფლებამოსილია მთავრობის თავმჯდომარესთან წინასწარი შეთანხმებით თავის ერთ-ერთ მოადგილეს დაავალოს საკითხის მთავრობის სხდომაზე წარდგენა;

რ) ახორციელებს საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებით, კანონქვემდებარე აქტებითა და ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით დაკისრებულ სხვადასხვა ამოცანებს.

  1. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ერთი პირველი მოადგილე და ორი მოადგილე;
  2. დეპარტამენტის თავმჯდომარის დავალებით, დეპარტამენტის თავმჯდომარის არყოფნისას, დეპარტამენტის საქმიანობას ხელმძღვანელობს დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან ერთ-ერთი მოადგილე;
  3. დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს თანამდებობაზე დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.
  4. დეპარტამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა იწვევს დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილების შეწყვეტას.

მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფები

დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ადმინისტრაციული სამმართველო;

ბ) იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;

გ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის აგრარულ პროგრამებში და პროექტებში ჩართულობის განყოფილება;

დ) სოფლად მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ საარსებო წყაროს მოძიებისა და პროექტების მართვის ხელშემწყობი საკონსულტაციო-საინფორმაციო განყოფილება;

ე)რისკის ანალიზისა და შეფასების სამსახური:

ე.ა) მცენარეთა დაცვის განყოფილება;

ვ) დეპარტამენტის სისტემაშია საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტო“.

მუხლი 6. ადმინისტრაციული სამმართველო

ადმინისტრაციული სამმართველოს ფუნქციები და კომპეტენციაა:

ა) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის საქმიანობისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური,

http://www.matsne.gov.ge 01032004032061016210

ორგანიზაციული და სხვა სახის მომსახურების უზრუნველყოფა;

ბ) უფლებამოსილების ფარგლებში დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობისათვის კოორდინაციის გაწევა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

დ) დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ თათბირებსა და სხდომებზე საოქმო წარმოების უზრუნველყოფა;

ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა პრიორიტეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებთან ერთად სხვადასხვა რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;

ვ) დეპარტამენტის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა;

ზ) დეპარტამენტის სარგებლობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სწორად და ეფექტურად გამოყენების კონტროლი, ასევე ქონებაზე მატერიალურად პასუხისმგებელ პირებთან ერთად ქონების აღრიცხვიანობისა და დაზიანების კონტროლი;

თ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დავალებებისა და მითითებების შესრულება;

ი) დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება, საჯარო მოსამსახურეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

კ) საქმისწარმოების ორგანიზება, რაც მოიცავს: დოკუმენტბრუნვის ორგანიზაციას, დოკუმენტების საინფორმაციო-საძიებო სისტემის შექმნას, დოკუმენტების შესრულების კონტროლს, საქმეთა ნომენკლატურის შედგენასა და საქმეთა ფორმირებას, დოკუმენტების მომზადებას არქივში გადასაცემად;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და საჯარო ინფორმაციის გაცემა;

მ) დეპარტამენტში შემოსულ მოქალაქეთა წერილებისა და განცხადებების განხილვა, მათზე დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;

ნ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

მუხლი 7. იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო

იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ფუნქციები და კომპეტენციაა:

ა) დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ბ) სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მათი მიღებისათვის საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა;

გ) სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებისა და მასთან დაკავშირებული აქტების, ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის ვიზირება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოში;

ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ვ) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზი;

ზ) დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება საჯარო მოსამსახურედ დანიშვნის, საჯარო მოსამსახურის გადაყვანის, დაწინაურების, გათავისუფლების, მოვალეობის დაკისრების, შვებულების, მივლინების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების (მოხსნის), სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების და კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით;

http://www.matsne.gov.ge 01032004032061016210

თ) სტრუქტურული ერთეულებისათვის იურიდიული კონსულტაციების გაწევა;

ი) დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

კ) საჯარო სამსახურის სფეროში საკადრო პოლიტიკის წარმართვა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ძირითადი მიმართულებების განხორციელებისათვის ხელშეწყობა;

ლ) დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება;

მ) დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრის უზრუნველყოფა, დეპარტამენტის კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების უზრუნველყოფა, ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა;

ნ) დეპარტამენტში საწარმოო პრაქტიკისა და სტაჟირების უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ო) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

მუხლი 8. აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის აგრარულ პროგრამებში და პროექტებში ჩართულობის განყოფილება

აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის აგრარულ პროგრამებში და პროექტებში ჩართულობის განყოფილების ფუნქციები და კომპეტენციაა:

ა) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებისა და ტენდენციების ანალიზი, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის წინაშე არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების პრიორიტეტების განსაზღვრა და მათი მოგვარებისადმი მიმართული რეკომენდაციების შემუშავება;

ბ) ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე აგრარულ რეფორმაში, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორებში მოქმედ და დაგეგმილ პროექტებში და პროგრამებში აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობის ხელშეწყობა;

გ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ფერმერთა ცოდნის ამაღლებაში, შეძლებისდაგვარად მათთვის ქვეყანაში მოქმედ სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მომსახურების სერვისების მიწოდებაში, მიწათსარგებლობაში თანამედროვე მიდგომების დანერგვაში და ინოვაციური აგროტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიების პოპულარიზაციისა და დანერგვაში ხელშეწყობა;

დ) აქტიური კომუნიკაცია და ურთიერთთანამშრომლობა იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც ახორციელებენ ან/და გეგმავენ სხვადასხვა ფორმატის პროექტების/პროგრამებს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე;

ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქცია - მოვალეობების განხორციელება.

მუხლი 9. სოფლად მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ საარსებო წყაროს მოძიებისა და პროექტების მართვის ხელშემწყობი საკონსულტაციო-საინფორმაციო განყოფილება

სოფლად მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ საარსებო წყაროს მოძიებისა და პროექტების მართვის ხელშემწყობი საკონსულტაციო-საინფორმაციო განყოფილების ძირითადი ფუნქციები და კომპეტენციაა:

ა) სოფლად მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში არსებული ხარვეზებისა და შესაძლებლობების ანალიზი და კონკრეტულ ადგილებზე, სამიზნე ჯგუფებზე მორგებული პრაქტიკული ხასიათის რეკომენდაციების, წინადადებების მომზადება, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს მათ სიღარიბის დაძლევისა და თვითკმარობის მიღწევისათვის საჭირო გარემოს შექმნას;

ბ) სოფლად მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის სისტემატიზებული და განახლებადი მონაცემთა ბაზის შექმნა და მართვა;

http://www.matsne.gov.ge 01032004032061016210

გ) სოფლად მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და სათანადო აქტივობების დაგეგმვის უზრუნველსაყოფად აქტიური თანამშრომლობა სამთავრობო უწყებებთან, დონორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო სექტორთან და დევნილთა საინიციატივო ჯგუფებთან;

დ) აგრარულ სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ სახელმწიფო პროგრამებში და დონორი ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილ პროექტებში სოფლად მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებების („მრგვალი მაგიდა“, სემინარები, პრეზენტაციები და სხვ.) ინიციირება და მომზადება;

ე) სოფლად მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა სახელმწიფო დახმარებაზე დამოკიდებულებიდან თვითკმარობაზე გადასვლის და მათი სოციალურ–ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევის, აგრეთვე მასპინძელ თემებთან თანამშრომლობის გაღრმავების ან/და ინტეგრაციის ხელშეწყობაზე ორიენტირებული ბიზნეს-წინადადებებისა და პროექტების ლობირების მიზნით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული (მ.შ. არალიკვიდური) უძრავ-მოძრავი ქონების მოძიებისა და ამ მიმართულებით კერძო სექტორის მობილიზება და პროცესში მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა;

ვ) ეროვნული სასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციისადმი მიმართულ ღონისძიებებში დევნილობაში მყოფ ფერმერთა ჩართულობის ხელშეწყობა;

ზ) აგრარულ სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობების შესახებ სოფლად მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა ცნობიერების დონის ამაღლების მიზნით, სისტემატიური საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის (მასმედია, გასვლითი ღონისძიებები) ინიციირება, მომზადება და განხორციელება;

თ) დევნილობაში მყოფი ფერმერებისათვის სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებებსა და მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის ამაღლებაში ხელშეწყობა;

ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების განხორციელება.

მუხლი 10. რისკის ანალიზისა და შეფასების სამსახური

  1. რისკის ანალიზისა და შეფასების სამსახურის ფუნქციები და კომპეტენცია:

ა) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვეტერინარულ-ინვაზიური, ეპიდემიოლოგიური და სანიტარიულ-ჰიგიენური თვალსაზრისით არსებული მდგომარეობისა და ტენდენციების ანალიზი, ამ მიმართულებით იქ სოფლად მცხოვრებ მოსახლეობის წინაშე არსებული პრიორიტეტების განსაზღვრა და მათი მოგვარებისადმი მიმართული რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება;

ბ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საშიშ ინფექციურ დაავადებათა და საკარანტინო მავნებელთა გამოვლენა და ამ მიმართულებით რისკის შეფასების გათვალისწინებით რისკის მართვისა და კომუნიკაციის განხორციელება არსებული რეალობიდან გამომდინარე მოქმედი რეგულაციების გათვალისწინებით.

1.1. მცენარეთა დაცვის განყოფილების ფუნქციები და კომპეტენცია:

ა) მცენარეთა დაცვის განყოფილების ფუნქციაა უზრუნველყოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკარანტინო და არასაკარანტინო მავნებელთა, დაავადებათა და სარეველების გამოვლენა სასოფლო- სამეურნეო სავარგულებში, სათანადო რეაგირება სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურებთან კოორდინირებულად და ფიტოსანიტარიული მონიტორინგის განხორციელება;

ბ) განსაკუთრებულ შემთხვევებში სამოქმედო ტერიტორიაზე (შეძლებისდაგვარად) ოპერატიულად გასვლა და სიტუაციის (გამოკითხვით, დათვალიერებით, მოძიებით, მოკვლევით და სხვა საჭირო მეთოდებითა და ხერხებით) შესწავლა; მიღებული ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაანალიზება და სათანადო რეკომენდაციების ან/და მოქმედების გეგმის შემუშავება.

მუხლი 11. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტო“

 

დეპარტამენტის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს“ უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს“ დებულებით.

მუხლი 12. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

  1. დეპარტამენტის რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.