საკითხი ძირითად შეეხებოდა იმ საჯარო მოხელეთა განცხადებებისა და წინადადებების განხილვას, რომლებსაც სკოლამდელი ან სასკოლო ასაკის ბავშვები ჰყავთ და ამ ბავშვების შესაბამის დაწესებულებაში მიყვანა და დატოვება იწვევს შინაგანაწესით გათვალისწინებული სამუშაო დროის უნებლიე დარღვევას.
სამუშაო შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. განხილულ იქნა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების პრაქტიკა. საბოლოოდ, რათა წამოჭრილმა პრობლემამ უარყოფითი გავლენა არ იქონიოს სამსახურეობრივ გარემოზე, მოსამსახურეთა მხარდაჭერის მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ იუსტიციის დეპარტამენტში სამუშაო დროსთან დაკავშირებით დაწესდეს გარკვეული შეღავათი.