2016 წლის 13 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე პასუხისმგებელ პირთათვის ჩატარდა ღონისძიება (ტრენინგ-სემინარი) თემაზე: – „შრომითი ურთიერთობის წარმოშობა და შრომითი ურთიერთობების სუბიექტები“. ტრენინგს უძღვებოდა საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირების იურისტი თამარ სურმავა.ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა წარმომადგენლები. სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ შესაბამისად, განხილულ იქნა შრომითი ურთიერთობების წარმოშობისა და შეწყვეტის სამართლებრივი ნორმები, დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებები, შრომის საერთაშორისო სტანდარტები და რეკომენდაციები.