2017 წლის 9 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით აფხაზეთის ხელისუფლების დაწესებულებათა იურიდიული სამსახურების წარმომადგენელთათვის გაიმართა სამუშაო შეხვედრა. სადაც განხილულ იქნა: „ნორმატიული აქტების შესახებ“აფხაზეთის კანონში შეტანილი ცვლილებები („ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის 25 მაისის N 243 კანონის განხილვა); დევნილთა სოციალურ-სამართლებრივ პრობლემებთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი წინადადებები. სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის სამართალშემოქმედებითი სამმართველოს უფროსი ქალბატონი ელისო გვასალია. სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა.