მთავარი/................/იუსტიციის დეპარტამენტი/მთავარი/ახალი ამბები
იუსტიციის დეპარტამენტი
შეხვედრა პროფკავშირებთან

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში აფხაზეთის პროფგაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე ქალბატონ თამარ ვეფხვაძის მონაწილეობით იუსტიციის დეპარტამენტის პროფკავშირის სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე საუბარი იყო საჯარო  სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში და საქართველოს შრომის კოდექში განხორციელებულ ცვლილებებზე, ასევე შეეხნენ იუსტიციის დეპარტამენტის საჯარო მოხელეების შრომით უფლებებსა და მოვალეობებს. შეხვედრის ბოლოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის პირველადი პროფგაერთიანების ორგანოს წევრებს აფხაზეთის პროფგაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ ქალბატონმა თამარ ვეფხვაძემ პროფგაერთიანების უნივერსალური საწევრო ბარათები გადასცა. აღნიშნული ბარათი არის ააიპ “საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების” წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი/მულტიფუნქციური საწევრო ბარათი, რომლის გამოყენების საშუალებითაც ბარათის მომხმარებელი მიიღებს ფასდაკლებას მერჩანტ(ებ)ის სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მუდმივად ზრუნავს თავის წევრებზე და მისი წევრებისათვის შეიქმნა პროფკავშირების უნივერსალური საწევრო ბარათი, რომელიც გაერთიანებულია www.BARATI.GE-ს ფასდაკლებით სისტემაში.  მომსახურეობის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია საიტ www.BARATI.GE–ზე.