აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ იგორ კოპალიანმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილ და Hilfswerk International-ის, იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-სა და „მეწარმე ქალთა ფონდის“ მიერ დაგეგმილ სამოქალაქო ფორუმში – მენტორული პროგრამის განვითარება საქართველოში. სამოქალაქო ფორუმის მიზანი იყო მენტორობის კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საზოგადოებაში რეინტეგრაციის შესაძლებლობის კუთხით არსებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ყოფილი პატიმრების და პრობაციონერების რეაბილიტაციასა და რე-სოციალიზაციის პროცესის ხელის შეწყობა, რათა მათ შეძლონ „ნაბიჯ ნაბიჯ“ შექმნან უკეთესი მომავალი საკუთარი თავისა და ოჯახებისთვის. საგულისხმოა, რომ „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ფარგლებში ბენეფიციარებმა იუსტიციის დეპარტამენტში უკვე გაიარეს სტაჟირება და სამომავლოდ, იუსტიციის დეპარტამენტი კანონთან კონფლიქტში მყოფი აფხაზეთიდან დევნილი პირების საზოგადოებაში რეინტეგრაციაში ხელის შეწყობის მიზნით, გეგმავს ჩაერთოს მენტორობის პროგრამაში.