აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სპორტსმენების დაჯილდოვება

მიმდინარე    წლის   14  დეკემბერს  აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სპორტსმენები და სპორტის მუშაკები საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ დღეს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სპორტსმენებისა და სპორტის მუშაკების დაჯილდოება გაიმართა. სპორტსმენებს საპატიო სიგელები და ფასიანი საჩუქრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა გადასცეს. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და სპორტსმენებს წარმატება მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ, აფხაზეთის   ფინანსთა  და   ეკონომიკის   მინისტრმა   მურმან   ფარფალიამ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა. დაჯილდოვდნენ    მიხეილ ჯიშკარიანი, სოსო მალანია, დავით ხურცია, სიმონ დარახველიძე, მიხეილ ცანავა, ვაჟა რეჭია, მარიამ ჭანტურია, ზურაბ სოხაძე და ლაშა მიქავა. ღონისძიების ფარგლებში ქართველი და აფხაზი სპორტსმენებისა და სპორტის მუშაკების მეგობრობის ამსახველი ძველი ფოტოების გამოფენა მოეწყო. ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლები. წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის 2018 წლის პროგრამის „ვეტერან სპორტსმენთა და სპორტის მუშაკთა დაჯილდოება“ ფარგლებში მოეწყო და მიზნად ისახავს წარმატებული სპორტსმენებისა და სპორტის მუშაკების მოღვაწეობის დაფასებას და წარმოჩენას.