აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
ლაგოდეხში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს სპორტული ინვენტარი გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს „სოციალური სოლიდარობის“ პროგრამის ფარგლებში, ლაგოდეხში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადაეცათ.

საჩუქრები აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლებმა გადასცეს.

„ვცდილობთ თითოეული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის საჭიროება, რომელსაც ჩვენთან შეხვედრისას აჟღერებენ დროულად მოვაგვაროთ და კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ მათთან უშუალო კომუნიკაციის შედეგად არაერთი პროექტი უკვე განვახორციელეთ.

სწორედ, ლაგოდეხში გამართულ შეხვედრაზე მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის ჩვენს მიერ შეძენილ იქნა სხვადასხვა სპორტული ინვენტარი, რომლებიც მათ პირადად გადავეცით.

ბედნიერი ვარ, რომ შევძელით ბავშვების გახარება. თითოეული მათგანი იმსახურებს უკეთეს ცხოვრებას ერთიან და ძლიერ საქართველოში და ჩვენ ვალდებულნი ვართ, უზრუნველყოთ მათი ღირსეული ცხოვრების საჭირო ყველა პირობა.“ - დავით ფაცაცია