მთავარი/სამინისტრო/იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
დავით ფაცაციამ პროექტის - „STEM განათლება-ტექნოლოგიების საფუძველი“ მონაწილე წარმატებულ აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს პლანშეტები გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს და სტემ ინოვატორთა ასოციაციის ერთობლივად ორგანიზებული პროექტის - „STEM განათლება-ტექნოლოგიების საფუძველი“ მონაწილე წარმატებულ აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა და მოტივაციის ამაღლების, წახალისების მიზნით პლანშეტები გადასცა.

პროექტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებმა შეისწავლეს და გაიუმჯობესეს STEM მიმართულებისა და კომპიუტერული პროგრამირების ცოდნა. კერძოდ, შეისწავლეს Arduino - ღია-წყაროს მქონე კომპიუტერული პლატფორმა, C/C++appinventor-, ვირტუალური რესურსების და სიმულატორების მათემატიკური მოდელირება. მათ მუდმივად ჰქონდათ წვდომა საუნივერსიტეტო ლაბორატორიაზე და ეცნობოდნენ სტუდენტებისა და მათი თანატოლების მიერ შექმნილ ინოვაციურ პროექტებს.

აღსანიშნავია, რომ პროექტის მონაწილე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები - ლადო ადამია, მარიამ და დავით ვახტანგიძეები, რომლებმაც შექმნეს მებაღე რობოტი ხელოვნური ინტელექტით და უსინათლო პირებს ტემპერატურის მონიტორინგში დამხმარე მოწყობილობა, წარმატებით გადავიდნენ რუსთაველის ფონდის მიერ გამოცხადებული 2024 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის - „ლეონარდო და ვინჩის” ფინალურ ეტაპზე.