მთავარი/სამინისტრო/იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ორთაჭალაში მიმდინარე სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერეს

აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ორთაჭალაში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და კრწანისის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები ორთაჭალაში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტზე იმყოფებოდნენ, სადაც მიმდინარე სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერეს.

ორთაჭალაში ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეული აფეთქების შედეგად დაზიანებული შენობის სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები აფხაზეთის მთავრობისა და კრწანისის რაიონის გამგეობის თანამშრომლობით ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის „დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის“ ფარგლებში, ორთაჭალაში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს ფინანსური დახმარება გაეწიათ.