აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთიდან დევნილ, აფხაზეთის ომის ვეტერან პირველი ჯგუფის ინვალიდებს სასურსათო პროდუქტი და პირბადეები დაურიგდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის და თავმჯდომარის მოადგილის ანზორ მარგიანის ორგანიზებით და ინიციატივით, აფხაზეთის მეომართა კავშირს გადაეცათ პირველადი მოხმარების სასურსათო ნობათი და ვაზიანის საწარმოში დამზადებული პირბადეები, რომელიც განკუთვნილია აფხაზეთიდან დევნილ, აფხაზეთის ომისა და სამხედრო ძალების პირველი ჯგუფის ინვალიდი ვეტერანებისათვის.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოსა და აფხაზეთის მეომართა კავშირის ჩართულობით და ხელშეწყობით მიმდინარეობს პირველადი მოხმარების სასურსათე ნობათების გადაცემა.

აფხაზეთიდან დევნილ, აფხაზეთის ომისა და სამხედრო ძალების პირველის ჯგუფის ინვალიდებს პირველადი მოხმარების სასურსათო ნობათი საქართველოს მასშტაბით დაურიგდებათ.