2018 წლის 30 მაისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში დევნილთა ჩასახლებაში (ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობის მიმდებარე ტერიტორია) ავსტრიის სპორტის სამინისტროს,ავსტრიის ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და ზუგდიდის მუნი-ციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიხსნა საფეხბურთო მოედანი და ბავშვთა ატრაქციონი.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის,სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნიის აპარატის თანამშრომლები.
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა აფხაზეთის ა/რ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, მადლობა გადაუხადა ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო ამ პროექტის განხორციელებაში და ღონისძიების ჩატარებაში. ხაზი გაუსვა რაოდენ მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა ბავშვის ფიზიკური და ფსიქო-ემოციური განვითარებისათვის.შესაბამისად, ბავშვების სპორ-ტულ აქტივობებში ჩართვა ხელს უწყობს მათი თვითშეფასების ამაღლებას, აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას,შფოთვის დაძლევას, თვითგამოხატვისა და სხვა სოციალური უნარების განვითარებას.
შედგა საფეხბურთო მატჩი აფხაზეთის №1 საჯარო სკოლისა და სოფ. ინგირის მე- 2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის. მატჩი დამთავრდა აფხაზეთის №1 საჯარო სკოლის საფეხბურთო გუნდის გამარჯვებით.მათ თასი გადასცა აფხაზეთის ა/რ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.
თამაშის შემდეგ ჩატარდა მხიარული სტარტები. სპორტული ჟინი გადაედო ყველას, დიდსა და პატარას.