სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ და წარმომადგენლობის თანამშრომლებმა საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ სოციალურად დაუცველ პირებს სააღდგომო ნობათები გადასცეს.
სადღესასწაულო ნობათები გადაეცათ აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, მრავალშვილიან ოჯახებს, ომის ვეტერანებს, აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ოჯახის წევრებს, შშმ არასწრულწლოვანებსა და 90 წელს გადაცილებულ პირებს.
საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიისა და ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციების მხარდაჭერით თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ყოველწლიურად იმართება.