2018 წლის 4 ივნისს დევნილებით ჩასახლებულ ობიექტზე, ყოფილ სააფთიაქო სამმართველოს შენობაში, სადაც ცხოვრობს 74 ოჯახი, მწყობრიდან გამოვიდა წყალსაქაჩი ტუმბო. იქ მცხოვრებმა დევნილებმა კოლექტიური განცხადებით მიმართეს აფხაზეთის ა/რ მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში წარმომადგენლობის ხელმძღვანელს რეზო ქობალიას. პრობლემის ადგილზე დათვალიერების შემდეგ წარმომადგენლობამ ადგილობრივი თვითმართველობის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის დიმიტრი ფაცაციას უშუალო დახმარებით 7 ივნისს ობიექტზე მიიტანა ახალი წყალსაქაჩი ტუმბო და მოხდა მისი დამონტაჟება. დღევანდელი მდგომარეობით ობიექტზე აღდგენილია წყლის მიწოდება.