აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ზუგდიდში თაბუკაშვილის ქუჩაზე ხანდაზმულთა დღის ცენტრი გახსნა.

     რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრმა ,,თანაზიარი,“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ხანდაზმულთა დღის ცენტრი გახსნა. დღის ცენტრი სოციალური საცხოვრისის შენობაშია განთავსებული.   პროექტი ,,უზრუნველვყოთ ღირსეული ხანდაზმულობა“ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად“ ფარგლებში ხორციელდება და მას ASB საქართველო პარტნიორ ორგანიზაციებთან : საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ ,,აფხაზეთთან“ (CHCA) და კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდთან (KRDF) ერთად ახორცილებს.  დღის ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები, ბენეფიციარები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლეობის ზელმძღვანელი სამეგრელო-ზემო სვანეთში რეზო ქობალია.