მიმდინარე წლის 17 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბატონი რეზო ქობალია წარმომადგენლობის თანამშრომლებთან , საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელ მანუჩარ ჩილაჩავსთან ერთად შეხვდა ზუგდიდის რ-ნ სოფ. ანაკლიის ბარაკებში მცხოვრებ დევნილთა ოჯახებს.
შეხვედრისას რეზო ქობალია გაესაუბრა დევნილებს, მოისმინა მათი პრობლემები და მოლოდინები. წარმომადგენლობის ხელმძღვანელი შეპირდა იქ მცხოვრებ დევნილებს მათი ინტერესების დაცვას და მედიატორის როლის შესრულებას შესაბამის ორგანოებთან.