მთავარი/................/წარმომადგენლობა სამეგრელო-ზემო სვანეთში/მთავარი/ახალი ამბები
წარმომადგენლობა სამეგრელო-ზემო სვანეთში
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამეგრელოში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

ხელისუფლების წარმომადგენლები სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას, მათ შორის ადგილობრივ მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდნენ. შეხვედრები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გაიმართა და საინფორმაციო ხასიათს ატარებდა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებთან იმ პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრეს, რომელსაც საქართველოს მთავრობა რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით ახორციელებს.

შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, პარლამენტის წევრები თამარ ხულორდავა, ოთარ დანელია, გოგა გულორდავა, ედიშერ თოლორაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მოსახლეობასთან თანამშრომლობა მჭიდრო ურთიერთობის ფორმატში გაგრძელდება, გაიზრდება მათი ჩართულობა ბიუჯეტის დაგეგმვისა და  პრიორიტეტების განსაზღვრის პროცესში.