აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა -დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე და სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია ზუგდიდში დევნილთა კომპაქტური ჩასახლების სამ ობიექტზე იმყოფებოდნენ, რომლებსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დაფინანსებით უახლოეს მომავალში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება.