მთავარი/................/წარმომადგენლობა სამეგრელო-ზემო სვანეთში/მთავარი/ახალი ამბები
წარმომადგენლობა სამეგრელო-ზემო სვანეთში
რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

ზუგდიდში, აღმაშენებლის №222-ში მდებარე ყოფილი პროფსასწავლებლის შენობას, სადაც განთავსებულია აფხაზეთის №1 საჯარო სკოლა, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. შენობაში შეიცვალა წყალსაწრეტი მილები და განახლდა სკოლის სახურავი.

სკოლაში შესრულებული სამუშაოები ადგილზე  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ დაათვალიერა.

სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.  ახალი სასწავლო წელი დღეს აფხაზეთიდან დევნილმა 328 მოსწავლემ განახლებულ შენობაში დაიწყო.