სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო - ზემო სვანეთის სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილე მანუჩარ ჩილაჩავასთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში, ყოფილი სკოლა-ინტერნატის ტერიტორიაზე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებასა და ამავე სოფლის თარაგამულის უბანში, ბაღის შენობაში ჩასახლებულ დევნილებთან იმყოფებოდა.
დევნილებთან შეხვედრაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, გაზიფიცირების, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნის და თარაგამულის უბნის ბაღის შენობაში მცხოვრები ოთხი დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხებზე ისაუბრეს.