სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია ფოთში განსახლებულ დევნილთა საზოგადოებრივი საბჭოს მიერ ორგანიზებულ დევნილთა კონფერენციას დაესწრო.
კონფერენციაზე ფოთში განსახლებულ დევნილთა სოციალური მდგომარეობის და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების შესახებ საკითხებზე იმსჯელეს.
კონფერენციაში აფახაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
კონფერენციის დაწყებამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და ფოთის საკრებულოს წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.