აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ტელეფონი: (+995 32) 214 00 83

ელ.ფოსტა: mofa@abkhazia.gov.ge 

მისამართი: მიხეილ თამარაშვილის ქუჩა №15ა, 0186, თბილისი, საქართველო

 

სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“

2024 წლის პროგრამები (ქვეპროგრამები)

 

 ეკონომიკური სერვისების მიწოდების“ პროგრამა

დასაქმების/თვითდასაქმების ხელშეწყობა, ძირითადად დევნილთა მიერ პროფესიული საქმიანობის წამოწყებისა და განვითარების მხარდაჭერის გზით; ასევე, მიზნობრივი ჯგუფისათვის სხვადასხვა სახის ეკონომიკური მომსახურეობისა და სერვისების გაწევა და მიწოდება.

 

1. „დასაქმების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამა

მიზნობრივი ჯგუფის დასაქმების/თვითდასაქმების ხელშეწყობა ეკონომიკურ-პროფესიული საქმიანობის წამოწყებისა და განვითარების პროცესში, შესაბამისი პროფესიულ-ტექნიკური აქტივებისა და საჭიროების შემთხვევაში პროფესიულ-ტექნიკური უნარ-ჩვევების უზრუნველყოფის გზით.

ქვეპროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ: აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირები.

 

2. „ეკონომიკური საქმიანობის მომსახურეობის“ ქვეპროგრამა

რუხის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის „აფხაზეთის“ აქტიური ჩართულობით, მიზნობრივი ჯგუფისათვის სათანადო ეკონომიკური მომსახურეობის გაწევა და შესაბამისი სერვისების მიწოდება, რაც ხელს შეუწყობს მათ პროდუქტიულ ინტეგრირებას ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ პროცესებში.

საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის აქტივობა შეიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • კონსულტაციების გზით აფხაზეთიდან დევნილთა ჩართულობის ხელშეწყობა ადგილობრივ, სახელმწიფო (განსაკუთრებით, „აწარმოე საქართველოში“ და „დანერგე მომავალი“) და საერთაშორისო პროგრამებსა და პროექტებში.
  • აფხაზეთიდან დევნილებს ბიზნეს-პროექტების შედგენასა და შესაძლო დაფინანსების წყაროების მოძიებაში დახმარების გაწევა.
  • გარკვეული აგრო-სერვისის მიწოდება, მათ შორის მიწის, ფოთლისა და წყლის შემადგენლობის მონაცემებისა და პარამეტრების გამოვლენაში დახმარება; დაფასოება-შეფუთვის მომსახურეობის გაწევა და სხვა .
  • დევნილთა მომართვიანობის საფუძველზე განხორციელდება კრებსითი ანალიტიკური მასალების მომზადება იგპ-თა ეკონომიკური და სამეწარმეო საქმიანობის განვითარებისათვის შესაბამისი მოთხოვნებსა და საჭიროებასთან დაკავშირებით.
  • ეკონომიკურ საკითხებზე, შესაბამისი შეხვედრებისა და ღონისძიებების ორგანიზება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ მოსახლეობასთან.
  • სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დასახლებული აფხაზეთიდან დევნილებისა და გალის ოკუპირებული ტერტიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები მოსახლეობის ჭრილში, ცენტრი აქტიურად ჩართულია სააგენტოს პროგრამების (ქვეპროგრამების) განხორციელებაში.

ქვეპროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ: აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირები.

 

3. „ეკონომიკური მომსახურეობა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე“ ქვეპროგრამა

აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრემი მოსახლეობის აგრარულ-ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესობის ხელშეწყობა.

  •  ვეტერინარული მომსახურეობისა და შესაბამისი სერვისების მიწოდება.
  •  მცენარეთა დაცვა - „აზიური ფაროსანასთან“ ბრძოლა.
  •  კომპეტენციის ფარგლებში სხვა სავაჭრო-ეკონომიკური ღონისძიებების ხელშეწყობა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

ქვეპროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ: აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირები.

 

4. „ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადების მომსახურეობის“  ქვეპროგრამა

აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი, სამუშაო, საქველმოქმედო და სოციალურ-ჰუმანიტარული პირობების გაუმჯობესება. აღნიშნულ ჭრილში, აფხაზეთის ა/რ სამთავრობო სტრუქტურების თხოვნისა და მათთან გაფორმებული შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე, სააგენტოს მიერ მოხდება შესაბამისი ობიექტების დეფექტური აქტებისა და სათანადო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.  

ქვეპროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ: აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები.

 

ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერის“ პროგრამა

მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერისა და/ან თანადაფინანსების გზით, მიზნობრივი ჯგუფის ეკონომიკური და სამეწარმეო საქმიანობის, მათ შორის აგრარული მიმართულებით, ხელშეწყობა და გაძლიერება.

 

1. „დევნილთა სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერება“ ქვეპროგრამა 

აფხაზეთიდან დევნილთა სამეწარმეო საქმიანობის პროცესის ხელშეწყობა, მათი საქმიანი წინადადებებისა და ბიზნეს-პროექტების მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის გზით.

ქვეპროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ: აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები.

 

2. „სასოფლო-სამეურნეო და ენდემური კულტურების წარმოების მხარდაჭერის“ ქვეპროგრამა

მიზნობრივი ჯგუფის მხარდაჭერა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და გადამუშავების პროცესში, რომლის შედეგად მოხდება მათი აგრარული საქმიანობის განვითარება და გაძლიერება, რამაც, თავის მხრივ, ხელი უნდა შეუწყოს მათ სოციალურ-ეკონომიკურ კეთილდღეობას.

ქვეპროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ: აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირები.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ელ.ფოსტა: saagento.ek@gmail.com

მისამართი: თბილისი, მ. თამარაშვილის ქ. №15ა;

საკონტაქტო პირები:

  • ჯანო ქირთბაია - 599 855369
  • ნიკა ჯანგირაშვილი - 599 040403

 ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

სსიპ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა“

 

მისამართი: თბილისი, ვაჟა–ფშაველას გამზ. N16.

პალატის სერვისების ბენეფიციარები არიან :აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეები.

 

1. აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის ელექტრონულ ბიზნეს კატალოგში განთავსება (ელექტრონული ბიზნეს კატალოგის ბმული: chamber.abcci.ge)

ელექტრონული ბიზნეს კატალოგის საშუალებით მომხმარებელს ეძლევა საშუალება გაეცნოს აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების საქმიანობას, მათ მიერ წარმოებულ პროდუქციას, პირდაპირ დაუკავშირდეს მეწარმეებს  თანამშრომლობისათვის ან პროდუქციის შესაძენად.

საკონტაქტო პირი:ლალი ჯღარკავა

ელ.ფოსტა: lalijgarkava@gmail.com

ტელეფონი: 555 99 19 95

 

2. ფინანსური წყაროების მოპოვების მიზნით პროექტებისა და ბიზნეს გეგმის შედგენაში დახმარება

საქონტაქტო პირი: ლალი ჯღარკავა

ელ.ფოსტა: lalijgarkava@gmail.com 

ტელეფონი: 555 99 19 95

 

3. ბიზნეს-შეხვედრების, ვიზიტების, B2B შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება

საკონტაქტო პირი: ნანა მაჭარაშვილი

ელ.ფოსტა: abcpalata@gmail.com 

ტელეფონი: 595 23 14 17

 

4. ბიზნეს-სექტორისათვის დარგობრივი, თემატური სემინარებისა და ტრენინგების ორგანიზება

საკონტაქტო პირი: ნანა მაჭარაშვილი

ელ.ფოსტა: abcpalata@gmail.com

ტელეფონი: 595 23 14 17

 

5. ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის ორგანიზება

საქონტაქტო პირი: ნანა მაჭარაშვილი

ელ.ფოსტა: abcpalata@gmail.com

ტელეფონი: 595 23 14 17

 

6. აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო სპეციალური თანხმობისა და სპეც. საწარმოს სტატუსის მისაღებად კონსულტაციების გაცემა

საკონტაქტო პირი: გოგიტა თედორაძე

ელ.ფოსტა: tedoradze.mark@gmail.com

ტელეფონი: 599 60 33 55

 

7. კომპანიისათვის ბიზნეს პარტნიორების მოძიება

საკონტაქტო პირი: გოგიტა თედორაძე

ელ.ფოსტა: tedoradze.mark@gmail.com

ტელეფონი: 599 60 33 55

 

8. სამართლებრივი კონსულტაციის გაცემა

საკონტაქტო პირი: ავთანდილ ხარატი

ელ. ფოსტა: a_kharati@yahoo.com

ტელეფონი: 577 52 77 07

 

9. ფორს-მაჟორის დადასტურება

საკონტაქტო პირი: ავთანდილ ხარატი

ელ. ფოსტა: a_kharati@yahoo.com

ტელეფონი: 577 52 77 07

 ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

სსიპ „აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტო“

 

 

1. „სსიპ „აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტოს“ მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების (შპს) მარკეტინგული მომსახურება“

თანამედროვე და ინოვაციური მარკეტინგული სისტემის დანერგვა სსიპ „აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტო“-ს მართვაში მყოფ კომპანიებში. ციფრული და ასევე ტრადიციული მარკეტინგის გამოყენებით ველოდებით პოლიკლინიკების კონკურენტუნარიანობის გაზრდას ადგილობრივ კერძო კომპანიებთან მიმართებაში, რომლებიც უკვე აქტიურად იყენებენ მსგავსი ტიპის მარკეტინგულ სტრატეგიებს.

პროგრამის კოორდინატორი: ავთანდილ ძაგანია

ელ. ფოსტა: avtodzagania@gmail.com 

ტელეფონი: 568 387920

 ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

ა(ა)იპ - „საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის“

 

1. „მომავალი ჩვენია! - პროგრამა აფხაზეთში და გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის და აფხაზეთიდან იგპ-ის კეთილდღეობისთვის“

პროგრამა ემსახურება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიზე ლეგიტიმურად მცხოვრები, ასევე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების დევნილი და მოწყვლადი მოსახლეობის, იგპ-ების ეკონომიკური განვითარების, დასაქმების და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობას, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. გამყოფი ხაზის გასწვრივ ეკონომიკის, მეწარმეობის და ვაჭრობის განვითარების წახალისებას და ეკონომიკური კავშირების ხელშეწყობას; ქართულ-აფხაზური პროექტების განხორცილებას, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები თანამემამულეების საქართველოს სახელმწიფო პროგრამებზე და სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას და განვითარების ხელშეწყობას.

ქვეპროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ: ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობა, გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები.

საკონტაქტო პირი: პროგრამების მენეჯერი ნინო კიკნაძე 591 110515

ელ.ფოსტა: info@iids.ge

ვებ გვერდი: https://iids.ge

მისამართი: ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №42

 ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

სსიპ „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლების და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი - ბიზნეს-ინკუბატორი

 

დევნილი ახალგზარდების კვალიფიციური გადამზადება და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა:

  • ხის და ლითონის დამუშავება;  
  • ავტომობილების ძრავების შეკეთება; 
  • აგურა ჩაის წარმოება;
  • ლითონის ნაკეთობათა წარმოება;
  • სამშენებლო ბლოკის წარმოება;
  • პლასტმასის ნაკეთობათა წარმოება;
  • ქვის ნაკეთობათა წარმოება.

 

პროგრამით მოსარგებლეები: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები.

 

კოორდინატორი: მამუკა ცხვარაძე 599 46 81 82

ელ.ფოსტა: cxvaradze.mamuka@mail.ru

მისამართი: ქუთაისი, გუგუნავას №1