დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.
სხდომაზე მთავრობის წევრებმა მოისმინეს აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის 3 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შესახებ და სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა მიმდინარე საკითხები.