აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
რუსლან აბაშიძე სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე ქალაქ ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში, ქალაქ ჯვარში, სოფელ ფოცხო-ეწერსა და სენაკში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან ერთად ადგილზე გაეცნო პრობლემურ საკითხებს და დევნილთა საჭიროებებს.

მოსახლეობასთან შეხვედრებზე მთავარი განსახლებასთან და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები იყო. მთავრობის თავმჯდომარემ შეხვედრებზე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შექმნილი საინიციატივო ჯგუფის შესახებ და დევნილებს მათთვის  მნიშვნელოვან საკითხებზე ცენტრალურ ხელისუფლებასთან შუამდგომლობას და მოგვარებას დაჰპირდა.

მოსახლეობასთან შეხვედრების შემდეგ, რუსლან აბაშიძემ შ.პ.ს. ,,აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯვარის ამბულატორია"  მოინახულა და თანამშრომლებს გაესაუბრა.

სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში დევნილებთან შეხვედრებში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია და მოადგილე ნუკრი ხასია, ქალაქ ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია, სენაკის მუნციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რეზო ქობალია  მონაწილეობდნენ.

შეხვედრა სენაკში მცხოვრებ დევნილებთან

რუსლან აბაშიძე სენაკის მუნციპალიტეტის მერ ლევან კუპრეიშვილთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან და  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, რეზო ქობალიასთან ერთად  სენაკში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა.

რუსლან აბაშიძე ზუგდიდში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე ქალაქ ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა და გაეცნო პრობლემურ საკითხებსა და მათ საჭიროებებს. განსაკუთრებით აღინიშნა განსახლებასთან და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები. 

მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა დევნილთა საკითხების მოსაგვარებლად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შექმნილი საინიციატივო ჯგუფის შესახებ და დევნილებს მათთვის  მნიშვნელოვან საკითხებზე შუამდგომლობას და მოგვარებას დაპირდა.

შეხვედრაში ქალაქ ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის  წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რეზო ქობალია  მონაწილეობდნენ.

 

კონსტანტინე კუჭუხიძემ და რეზო ქობალიამ ზუგდიდში დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტები მოინახულეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა -დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე და სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია ზუგდიდში დევნილთა კომპაქტური ჩასახლების სამ ობიექტზე  იმყოფებოდნენ, რომლებსაც  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დაფინანსებით უახლოეს მომავალში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობამ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგო

 

ზუგდიდის ცენტრალურ პარკში 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი გაიხსნა. მემორიალი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან და ზუგდიდის მერთან ერთად აგვისტოს ომში დაღუპული ბადრი ბერანძის შვილმა გახსნა.   გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ, მთავარმა მრჩეველმა თემურ ბოკუჩავამ და წარმომადგენლობის თანამშრომლებმა.

დღესვე, წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა თანამშრომლებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გმირულად დაღუპული აფხაზეთიდან დევნილი, ბადრი ბერანძის საფლავი ყვავილებით შეამკო. მოგვიანებით სოფელ ხურჩაში ოკუპაციის მუზეუმი მოინახულეს, რომელსაც რეაბილიტაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩაუტარდა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამეგრელოში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

ხელისუფლების წარმომადგენლები სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას, მათ შორის ადგილობრივ მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდნენ. შეხვედრები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გაიმართა და საინფორმაციო ხასიათს ატარებდა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებთან იმ პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრეს, რომელსაც საქართველოს მთავრობა რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით ახორციელებს.

შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, პარლამენტის წევრები თამარ ხულორდავა, ოთარ დანელია, გოგა გულორდავა, ედიშერ თოლორაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მოსახლეობასთან თანამშრომლობა მჭიდრო ურთიერთობის ფორმატში გაგრძელდება, გაიზრდება მათი ჩართულობა ბიუჯეტის დაგეგმვისა და  პრიორიტეტების განსაზღვრის პროცესში.

 

კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრები გაიმართა.

გრძელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამეგრელო - ზემო სვანეთის წარმომადგენლობის თანამშრომელთა შეხვედრები აფხაზეთიდან დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში. 
დევნილებს ბინათმესაკუთრეობის ამხანაგობების შექმნასთან დაკავშირებით კონსულტაციები ადგილზე გაეწიათ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის თანამშრომლებმა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ხანდაზმულები მოინახულეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის უფროსმა რეზო ქობალიამ, მთავარმა მრჩეველმა თემურ ბოკუჩავამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა მამუკა ყურაშვილმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ხანდაზმულები მოინახულეს.

წარმომადგენლობის თანამშრომლები ხანდაზმულთა საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ და შესაბამისი რეაგირებისთვის მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

სამოქალაქო ბიუჯეტის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ზუგდიდში აფხაზეთიდან დევნილებთან შეხვედრა გაიმართა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირებასთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში დღეს შეხვედრა გაიმართა. 2020 წლიდან ზუგდიდის ხუთივე ადმინისტრაციულ ერთეულს თანხა გამოეყოფა, რომელიც მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პროექტების დაფინანსებას მოხმარდება. ზუგდიდის მაცხოვრებლები პრიორიტეტებიდან გამომდინარე შეძლებენ დაგეგმონ ქალაქის ბიუჯეტი. ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები.
შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია, მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა, საკრებულოს წევრები, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის უფროსი რეზო ქობალია, დევნილთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები ესწრებოდნენ.
პროექტი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, განვითარების თანამშრომლობის პროგრამისა და სოლლიდარობის ფონდ PL საქართველოს ხელშეწყობით ხორციელდება.

 
ანსამბლ ,, ივერიას " საქველმოქმედო კონცერტი ზუგდიდში

   

2019 წლის 30 ივნისს ზუგდიდის ხელოვნების ცენტრში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისათვის ანსამბლ ,, ივერიას " საქველმოქმედო კონცერტი.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წამომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება ესწრებოდა.