- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანთა და ეკონომიკის სამინისტროს მომსახურე ბანკის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განკარგულებაში არსებულ ფულად სახსრებზე პროცენტის დარიცხვის მიზნით მომსახურე ბანკის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინიტრის 2024 წლის 4 დეკემბრის №01/82 ბრძანებისა და „მომსახურე ბანკის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ“ 2024 წლის 9 დეკემბრის N01/83 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანების თანახმად, სამინისტრო აცხადებს სამინისტროს განკარგულებაში არსებულ ფულად სახსრებზე პროცენტის დარიცხვის მიზნით მომსახურე ბანკის შესარჩევ კონკურსს.
კონკურსის საგანია: სამინისტროს ეროვნული ვალუტის ანგარიშზე არსებული ნაშთის სრულ მოცულობაზე დასარიცხი წლიური საპროცენტო სარგებლის განსაზღვრა.
კონკურსში მონაწილეობა შეიძლება მიიღონ საბანკო დაწესებულებებმა, რომლებიც საკონკურსო კომისიაში წარმოადგენენ კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადებას და საკონკურსო დოკუმენტაციას.
- კონკურსის ჩატარების თარიღია 2024 წლის 20 დეკემბერი, 12.00 საათზე; კონკურსის ჩატარების ადგილია: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა, მისამართი: ქ. თბილისი, მ. თამარაშვილის ქ. N15ა, მე-3 სართული.
- კონკურსის ჩატარების ზოგადი პირობები:
ა) საკონკურსო განცხადებისა და დოკუმენტაციის მიღება განხორციელდება 2024 წლის 10 დეკემბრიდან 2024 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა, მისამართი: ქ. თბილისი, მ. თამარაშვილის ქ. N15ა, მე-3 სართული, ტელეფონი: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო ცხელი ხაზი - 143, შიდა ნომერი 5.
ბ) საბუთების მიღება საკონკურსო კომისიაში იწარმოებს ყოველდღე (გარდა შაბათ-კვირის და უქმე დღეებისა).
- პრეტენდენტის განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
ა) ეროვნული ბანკის მიერ გაცემული საბანკო საქმიანობის შესახებ ლიცენზიის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
ბ) ცნობა შესაბამისი დაწესებულებიდან, რომ საბანკო დაწესებულება არ იმყოფება დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმში;
გ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
დ) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ე) საკონკურსო პირობების შესრულების უზრუნველყოფის ერთთვიანი უპირობო გამოუთხოვადი წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც ბანკი იღებს ვალდებულებას კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის შემთხვევაში გადარიცხოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სახაზინო ანგარიშზე 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი;
ვ) საბანკო დაწესებულების უფლებამოსილი პირის ან მისი წარმომადგენლის მონაწილეობის შემთხვევაში, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ზ) პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს კონკურსის პირობებს (დანართი N1), რომლის ყველა გვერდი უნდა იყოს ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და კომისიის მდივანს ჩაბარდეს დალუქული ფორმით. პრეტენდენტი შეზღუდული არ არის კონკურსის პირობებით დადგენილზე უკეთესი პირობა შესთავაზოს საკონკურსო კომისიას. პრეტენდენტს არ აქვს უფლება დადგენილი პირობები გააუარესოს.
- პრეტენდენტის განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ორიგინალის (დედანის) სახით ან ნოტარიულად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დამოწმებული ასლის სახით.
- პრეტენდენტის განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე. უცხო ენაზე შესრულებული დოკუმენტი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის სახით.
- პრეტენდენტი კონკურსზე დაიშვება კომისიაში განცხადებისა და დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში სრულად წარმოდგენისა და რეგისტრაციის შემთხვევაში.
- კონკურსი ჩატარებულად ჩაითვლება, თუ ერთი მონაწილე მაინც მიიღებს კონკურსში მონაწილეობას.
- კონკურსი ჩატარდება ერთ ტურად.
- კონკურსის შედეგები გამოცხადდება საჯაროდ - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.abkhazia.gov.ge აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სექციაში.
შენიშვნა: პრეტენდენტი სრულად აგებს პასუხს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის უტყუარობაზე.
აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განკარგულებაში არსებულ ფულად სახსრებზე პროცენტის დარიცხვის მიზნით მომსახურე ბანკის შესარჩევი კონკურსის პირობები
1.კონკურსის საგანი:
1.1. კონკურსის საგანია: სამინისტროს ეროვნული ვალუტის ანგარიშზე არსებული ნაშთის სრულ მოცულობაზე დასარიცხი წლიური საპროცენტო სარგებლის განსაზღვრა.
1.2. საპროცენტო სარგებელი - ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი.
2.პირობები:
2.1. დარიცხული საპროცენტო სარგებელი გადაირიცხება სახელმწიფო ხაზინაში (ბანკის კოდი: TRESGE22, სახაზინო კოდი:300913011).
2.2. დღის ბოლოს ანგარიშზე არსებულ ნაშთ(ებ)ს დაერიცხება საპროცენტო სარგებელი ყოველ კალენდარულ თვეს ორ ნაწილად შემდეგი პრინციპით:
ა) საპროცენტო სარგებლის პირველი ნაწილის დარიცხვა განხორციელდება კალენდარული თვის ბოლო სამუშაო დღის წინა დღის ჩათვლით და შემდგომ ამ თანხ(ებ)ის გადარიცხვა მოხდება ამავე კალენდარული თვის ბოლო სამუშაო დღეს სახელმწიფო ხაზინაში;
ბ) საპროცენტო სარგებლის მეორე ნაწილის დარიცხვა განხორციელდება კალენდარული თვის ბოლო სამუშაო დღიდან მოყოლებული ამავე კალენდარული თვის ბოლო კალენდარული დღის ჩათვლით და შემდგომ ამ თანხ(ებ)ის გადარიცხვა მოხდება შემდგომი კალენდარული თვის პირველივე სამუშაო დღეს სახელმწიფო ხაზინაში.
2.3.. გამარჯვებული საბანკო დაწესებულება იღებს ვალდებულებას სამინისტროს გაუწიოს ხარისხიანი საბანკო მომსახურება წინარე დოკუმენტით გათვალისწინებული პირობების და დამატებით შემოთავაზებული მომსახურების შესაბამისად.
3.საბანკო მომსახურება
3.1. ანგარიშების გახსნა - უფასო;
3.2. ანგარიშის მომსახურების საკომისიო - უფასო;
3.3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხარჯავი დაწესებულებების კორპორაციული მიმდინარე ანგარიშის გახსნა და მომსახურება - უფასო:
3.4. ნაღდი თანხის ანგარიშზე შეტანა-გატანა - უფასო;
3.5. თანხის გადარიცხვა ეროვნულ ვალუტაში, როგორც ბანკის სისტემაში, ისე ბანკის სისტემის გარეთ - უფასო;
3.6. თანხის გადარიცხვა უცხოურ ვალუტაში, როგორც ბანკის სისტემაში, ისე ბანკის სისტემის გარეთ - უფასო;
3.7. ამონაწერის მიღება - უფასო;
3.8. ინტერნეტ ბანკის პროგრამაში რეგისტრაცია - უფასო;
3.9. ინტერნეტ ბანკის პროგრამაში მომსახურება - უფასო;
3.10. ინტერნეტ ბანკით აქტიური ოპერაციების წარმოება - უფასო;
3.11. SMS მომსახურება - უფასო.
4.სხვა პირობები
4.1.კონკურსში გამარჯვებულის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა გამარჯვებული აფორმებს სამინისტროსთან ხელშეკრულებას საბანკო მომსახურების შესახებ;
4.2.ხელშეკრულება ძალაშია კონკურსის ჩატარების მიმდინარე წლის ბოლო სამუშაო დღეს და მისი მოქმედების ვადა ამოიწურება მომდევნო წლის ბოლო სამუშაო დღის წინა დღეს.
4.3.ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა შესაძლებელი იქნება:
- მხარეთა ურთიერთშეთანხმებით;
- ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით;
- საქართველოს კანონმდებლობით და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
4.4. ხელშეკრულებაში ცვლილებები შეიტანება მხარეთა წერილობითი შეთანხმებით.
კონკურსი მომსახურე ბანკის შერჩევის თაობაზე