სიახლეები

მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებას „აფხაზეთის ფერ(ებ)ით - თაობათა დიალოგი“ დაესწრო
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახელოვნებო რეზიდენცია „არტ-ვილა გარიყულამ“ კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებას „აფხაზეთის ფერ(ებ)ით - თაობათა დიალოგი“ უმასპინძლა.
 
პროფესიონალი მხატვრებისა და აკადემიის სტუდენტების მონაწილეობით გაიმართა ხატვისა და ფერწერის მასტერკლასები და ვორკშოპები, სადაც უფროსი კოლეგების ჩართულობითა და მხარდაჭერით, სოხუმის ალექსანდრე შარვაშიძე-ჩაჩბას სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები შექმნეს.
 
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა თბილისის სამხატვრო აკადემიისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მათ შორის აფხაზი და აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტების შეხვედრა ცნობილ მწერალ და საზოგადო მოღვაწე გურამ ოდიშარიასთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აფხაზეთის კულტურულ მეხსიერებას, თანამედროვე გამოწვევებსა და ხელოვნების როლს საზოგადოებრივ პროცესებში. ღონისძიების ბოლოს სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დისკუსიაში ჩართულიყვნენ და კითხვა-პასუხის რეჟიმში მათთვის საინტერესო საკითხებზე ემსჯელათ.
 
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი ყარამან ქუთათელაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველო“-ს მხარდაჭერით განხორციელდა.
2026-05-27
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
 
ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თავდაცვის მინისტრმა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
 
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს აღმსარულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოს საპატრიარქოს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2026-05-26
მთავრობის აპარატი
რუსთაველის თეატრში აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი გაიმართა

„აფხაზეთობის კვირეული“ რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე გამართული გალა-კონცერტით დასრულდა.

ღონისძიებაზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „აფხაზეთმა“, ბაჩანა ჭანტურიას ხელმძღვანელობით, მაყურებლის წინაშე ახალი პროგრამა „აიმადარა“ წარმოადგინა.

საკონცერტო პროგრამის დაწყებამდე, დამსწრე საზოგადოებას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ მიმართა.

მისასალმებელ სიტყვაში მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის დღის მნიშვნელობაზე, ქართულ-აფხაზური კავშირების უწყვეტობაზე და საზოგადოებს შორის ნდობის აღდგენის პროცესში ხელოვნებისა და კულტურის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს აქ შევიკრიბეთ, რათა აღვნიშნოთ „აფხაზეთობა“, რომელიც თითოეული დევნილისა და აფხაზეთის სიყვარულით მცხოვრები ადამიანის გულში განსაკუთრებულ ტკივილსა და იმედს უკავშირდება.

ეს არის პირველი „აფხაზეთობა“, რომელიც მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარეშე აღინიშნება. სწორედ მისი ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით დაფუძნდა ეს დღე ნიშნად იმისა, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ჩვენი საერთო ტკივილი და საერთო მომავალი“, -აღნიშნა გიორგი ჯინჭარაძემ.

ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იყო ქართული ხალხური ქორეოგრაფიისა და ტრადიციული სიმღერის სინთეზი, რომელზეც მოწვეული პროფესიონალი ქორეოგრაფები და ლოტბარები მუშაობდნენ. შესრულდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ნომრები.

გალა-კონცერტს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საქართველოს საკანონმდებლო და აღამასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

23 მაისი, აფხაზეთის დღე, 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაწესდა და ტრადიციულად, ყოველ წელს მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება. 

2026-05-24
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებას დაესწრო
„აფხაზეთობის კვირეულის“ ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიება „ახალგაზრდების როლი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებსა და სამშვიდობო პოლიტიკაში“ გაიმართა.
 
საჯარო დისკუსიაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და სტუდენტები მონაწილეობდნენ.
 
მოწვეულმა სტუმრებმა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე, სამშვიდობო პოლიტიკის გააქტიურებასა და დიალოგში ახალგაზრდების როლის გაძლიერებაზე ისაუბრეს.
 
ღონისძიების ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულმა აფხაზურმა ცენტრმა „მესხი ახალგაზრდები ერთობისთვის“ ლიტერატურულ-თეატრალური დადგმა წარმოადგინეს, რომელიც ცნობილი აფხაზი ხელოვანის, ალექსანდრე შერვაშიძის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნებოდა. ასევე, მოეწყო აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული ფოტოგამოფენა.
 
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.
2026-05-24
მთავრობის აპარატი
აფხაზეთობასთან და სვიმონ კანანელის ხსენების დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინა

23 მაისს „აფხაზეთობა“ და მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრო.

ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III-მ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და მშვიდობისა და ერთობის პარაკლისი გადაიხადა.

სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის მთავრობის აპარატისა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე, აფხაზეთის დღედ დადგინდა.

2026-05-23
მთავრობის აპარატი
„აფხაზეთობის კვირეულის“ ფარგლებში, „ბაზარი ორბელიანზე“ სხვადასხვა კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებები გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, „აფხაზეთობის კვირეულის“ ფარგლებში, „ბაზარი ორბელიანზე“ სხვადასხვა კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებები გაიმართა.
 
მოეწყო აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ადგილობრივი წარმოების პროდუქცია და ხელნაკეთი ნივთები. ჩატარდა კალიგრაფიის მასტერკლასები, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა ქართული ხელწერისა და კალიგრაფიული ხელოვნების ტექნიკას გაცნობოდნენ.
 
ღონისძიების ფარგლებში, ასევე, გაიმართა ბავშვთა ანსამბლ „შავნაბადას“ კონცერტი, სადაც ქართულ-აფხაზური ფოლკლორული სიმღერები შესრულდა.
 
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი და აფხაზეთის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
2026-05-23