ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        01 02 03
05 06 07 08 09 10
13 16 17
23 24
26 27 28 29 30  

 

წარმომადგენლობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში

ალექსანდრე ჩიკვაიძე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის მიზანი იყო სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინირებითა და მხარდაჭერით პრობლემების პრევენცია.

წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ადგილზე გაეცნო არსებულ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

ასევე, ალექსანდრე ჩიკვაიძემ დევნილებს 17-18 სექტემბერს დაბა ჯვარსა და წალენჯიხაში დაგეგმილ უფასო სამედიცინო გამოკვლევებზე ინფორმაცია მიაწოდა.

<< უკან