ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        01 02 03
05 06 07 08 09 10
13 16 17
23 24
26 27 28 29 30  

 

წარმომადგენლობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში

ზუგდიდში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამეგრელო ზემოსვანეთის რეგიონში  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლებმა ზუგდიდში მდებარე უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მემორიალთან აგრეთვე იმყოფებოდნენ აფხაზეთის ომში დაკარგულთა და დაღუპულთა ოჯახის წევრები, გაუჩინარებულთა ძებნაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

30 აგვისტო, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე, მსოფლიოში 1983 წლიდან, ხოლო საქართველოში კი 2011 წლიდან აღინიშნება. ამ დღის მიზანია ქვეყანაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის უკვდაყოფა. აგრეთვე მათი ოჯახების მხარდაჭერა, ფართო საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა და ცნობიერების ამაღლება.

<< უკან