ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  01 03 05 06
07 09 11 12 13
16 17 19 20
21 22 23 24 26 27
28 29      

 

კალენდარი

31 აგვისტო
2017

მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილის გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით, მისი სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

30 აგვისტო
2017

ფონდი „მოლოდინი“-ს ორგანიზებითა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით, მზიურის პარკში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღის - 30 აგვისტოსადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

30 აგვისტო
2017

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამეგრელო ზემო–სვანეთის რეგიონში  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლებმა ზუგდიდში მდებარე უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

25 აგვისტო
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მზადაა ბორჯომის ხეობაში, ხანძრით განადგურებულ 5 ჰექტარ ფართობზე მწვანე საფარი აღადგინოს.

18 აგვისტო
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მწუხარებას გამოთქვამს ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთა გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს.

15 აგვისტო
2017

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ალექსანდრე ჩიკვაიძისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ლაშა გოგიას თანამონაწილეობითა და მხარდაჭერით, ასოციაცია „იმედი" დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის პროექტის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი 6-წლამდე ასაკის 15 მოზარდი და მათი მშობლები დასასვენებლად გაემგზავრნენ.

14 აგვისტო
2017

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 25 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირებას ორივე მხრიდან ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი შეეწირა, ხოლო სამასი ათასამდე ადამიანი დევნილი გახდა. 14 აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ისაუბრა.

14 აგვისტო
2017

14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 25 წელი შესრულდა. ამ ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით გმირთა მოედანზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა გვირგვინით შეამკეს გმირთა მემორიალი და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას.

10 აგვისტო
2017

2016 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას ინიციატივით, დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები დაწესდა, რომელიც განსაკუთრებული წარმატებით გამორჩეულ და აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე პოლიტიკის მეცნიერების დარგის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს გადაეცემათ.

08 აგვისტო
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა  მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

08 აგვისტო
2017

სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ და წარმომადგენლობის თანამშრომლებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ბადრი ბერანძის საფლავი ყვავილებით შეამკეს.  

04 აგვისტო
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ორგანიზაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ადაპტირებული გადასაადგილებელი ეტლები გადაეცათ.

02 აგვისტო
2017

აშშ-ის პრეზიდენტის მაიკ პენსის  ვიზიტი საქართველოში  ყოველი ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და იმედის მომცემია. განსაკუთრებით დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც  ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცოცავი ოკუპაცია გრძელდება, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს მშვიდობიანი ცხოვრებისა და სამშვიდობო მოლაპარაკების არეალს. მაიკ პენსის მიერ ევროპული ტურნეს ფარგლებში კრემლის მისამართით გამოთქმული ხმამაღალი  გზავნილი - „რუსეთი განაგრძობს ძალის გამოყენებით საერთაშორისო საზღვრების შეცვლის და სუვერენული ერების დემოკრატიის დარღვევის მცდელობებს",- შთამბეჭდავი მესიჯია ყველასთვის, ვინც გამუდმებით განიცდის რუსეთის ზეწოლას.