ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  01 02 06
11 12 13
14 15 19
26
28 31      

 

კალენდარი

30 მაისი
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის დევნილთა ჩასახლებაში პროექტ „ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის“ ფარგლებში სპორტიული მოედნის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

29 მაისი
2018

სირიის ძალადობრივი რეჟიმის მხრიდან, რომელიც ძალადობრივ ქმედებებს ახორციელებს საკუთარი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების, საქართველოს ამ ძირძველი კუთხეების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება არანაირ საფრთხეს არ წარმოშობს საერთაშორისო არაღიარების პროცესისთვის.

29 მაისი
2018

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

27 მაისი
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის რეგიონული ოლიმპიური ორგანიზაციის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გლდანის სპორტულ კომპლექსში  სპორტულ-კულტურული ღონისძიება „მეგობრობა გზად და ხიდად" გაიმართა.

25 მაისი
2018

23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აფხაზეთის დღედ დადგინდა.

25 მაისი
2018

აფხაზეთის კვირეულისა და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილის ფარგლებში ქალაქ ქუთაისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებულმა ეკონომიკურმა საბჭომ პირველი გასვლითი სხდომა გამართა და ინდოელ ინვესტორებს უმასპინძლა. აფხაზეთის სსიპ "ბიზნესინკუბატორში" ქართულ-ინდური ჩაის მწარმოებელი კომპანია "სინერჯი ცხრა"-ს გახსნის ცერემონია და სოფელ რიონის ჩაის პირველადი გადამამუშავებელი, რეაბილიტირებული ფაბრიკის პრეზენტაცია გაიმართა.

24 მაისი
2018

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელოვნებო განათლების განყოფილებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ახალგაზრდობის შემოქმედებითი კავშირის „ახალგაზრდობა, მშვიდობა და განვითარება" ინიციატივით საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კულტურულ-საგანმანათლებლო შემოქმედებითი ღონისძიება „ჩემი სამშობლო ჩემი გულია" გაიმართა.

24 მაისი
2018

საქართველოს პარლამენტის პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა თემაზე, „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და აფხაზეთი" გაიმართა. მრგვალ მაგიდას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გედევან ფოფხაძე უძღვებოდა.

23 მაისი
2018

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავისა და „აფხაზეთის დღესთან" დაკავშირებით შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთი"-ს, საანგარიშო-საიუბილეო კონცერტი გაიმართა. 2018 წელს ანსამბლ „აფხაზეთს" დაარსებიდან  40 წელი შეუსრულდა.

23 მაისი
2018

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ინიციატივით, აფხაზეთის დღის აღსანიშნავად, პარლამენტში გამოფენა სახელწოდებით „ჩემი სახლი აფხაზეთში" გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებში ასახული იყო ბავშვების წარმოდგენაში არსებული აფხაზეთი, რომელიც მათ საკუთარი თვალით არასოდეს უნახავთ.

23 მაისი
2018

მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღესთან დაკავშირებით ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისი აღავლინა.

23 მაისი
2018

"აფხაზეთის დღესთან" დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო ომში დაღუპულთა ხსოვნას.

22 მაისი
2018

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისა და აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, „თბილისის ივენთ-ჰოლში" გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ კონცერტი „ქართული მუსიკა ზვიად ბოლქვაძესა და აფხაზეთის კაპელასთან ერთად" გამართა.

22 მაისი
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ახალგაზრდულ კონფერენცია თემაზე - „აფხაზეთი - წარსული და დღევანდელობა" გაიმართა.

21 მაისი
2018

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ეროვნულ არქივში გამართულ ფოტოგამოფენაზე „აქ ერთად  ვართ..." უმასპინძლეს.

21 მაისი
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტში მუჰაჯირობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

21 მაისი
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებით ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ფოტოგამოფენა „აქ ერთად  ვართ..." გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ქართველი და აფხაზი საზოგადო მოღვაწეებისა და პოლიტიკოსების მეგობრული ურთიერთობებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების ამსახველი უნიკალური ფოტოები.

20 მაისი
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმართველო

18 მაისი
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს ვადიმ ჩერნიშს შეხვდა. 

17 მაისი
2018

საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში პროექტ „ჩემი სახლისკენ მიმავალი გზა"-ს ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა და დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აღნიშნული პროექტის ფარგლებში მხატვრების მიერ შექმნილი 40-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, ჟანრობრივად და ტექნიკური შესრულებითაც განსხვავებული.

16 მაისი
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმართველოს ორგანიზებით კონფერენცია „ოკუპირებული აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და პრობლემები"გაიმართა.    

10 მაისი
2018

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტსა და სათამაშოების მაღაზიათა ქსელ „ჭი-ტა"-ს შორის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

09 მაისი
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას.

09 მაისი
2018

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  წარმომადგენლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს შეხვდნენ და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს.

08 მაისი
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია და კომპანია „კარფურის“ წარმომადგენლები  მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს  შოთა გვილავას და არტიომ კოპალიანს ესტუმრნენ, ფაშიზმზე გამარჯვების 73  წლისთავი მიულოცეს  და საჩუქრები გადასცეს.

08 მაისი
2018

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველო სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეხვდა.

07 მაისი
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით და აფხაზეთის ფარიკაობის ფედერაციის მხარდაჭერით ფარიკაობაში ღია საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. ტურნირი პირადი პირველობის სახით ხმალში, დაშნასა და რაპირაში 2003-2005, 2006-2008 წლებში დაბადებულ გოგონებსა და ბიჭებს შორის ჩატარდა.

05 მაისი
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ახალციხეში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

05 მაისი
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ქალაქ ახალციხეში ჩავიდნენ და იქ მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას ყველა საჭირო საკითხზე უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწიეს.

04 მაისი
2018

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით შეხვედრა თემაზე „თეატრალური სოხუმი გუშინ, დღეს, ხვალ“ გაიმართა.  შეხვედრაში მონაწილეობდნენ აფხაზური თეატრის მოღვაწეები: გურამ ოდიშარია, დავით კობახიძე, გოგი ქავთარაძე, გიორგი რატიანი, მიხეილ რატიანი, დავით საყვარელიძე, ლიანა მიქაშავიძე და თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე გიორგი გეგეჭკორი.

04 მაისი
2018

ჩერქეზული კულტურის ცენტრის საკონფერენციო დარბაზში ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ორგანიზებით გამოჩენილი აფხაზი პოეტის, მთარგმნელის, საზოგადო მოღვაწისა და შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატის მუშნი ლასურიას დაბადებიდან მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

03 მაისი
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს ორგანიზებით კონფერენცია თემაზე „აფხაზეთის შავი ზღვის სანაპირო ზოლის გეოეკოლოგიური მდგომარეობა და მასზე ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგების ანალიზი" გაიმართა.

03 მაისი
2018

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრების წევრებს, აფხაზეთიდან დევნილ გია და დავით ოგანეზიანებს შეხვდნენ.