ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      01 02 03 04
05 06 08 10 11
12 13 14 16 17 18
23
27 28 29 30    

 

კალენდარი

26 ნოემბერი
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკაში სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატაურდათ.

25 ნოემბერი
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების" პროგრამის ფარგლებში ქალაქ ზუგდიდში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში გეგმიური უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა.

25 ნოემბერი
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  სოფელ რუხში მდებარე სასათბურე მეურნეობაში იმყოფებოდა 

24 ნოემბერი
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულპირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში ქალაქ ჯვარში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ჯვარის ამბულატორიაში გეგმიური უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა.

22 ნოემბერი
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით, სამშვიდობო ინიციატივების პროგრამის ფარგლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში ღონისძიება სახელწოდებით „საერთო წარსულით - საერთო მომავლისკენ" გაიმართა. 

22 ნოემბერი
2018

სასტუმრო რუმსის საკონფერენციო დარბაზში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით შემუშავებული ახალი საგრანტო პროგრამის „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის" პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დაესწრო.

21 ნოემბერი
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთიდან დევნილი აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა და ახალგაზრდებმა აფხაზეთის თეატრის დარბაზის განახლების პროცესი დაათვალიერეს.

21 ნოემბერი
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით თბილისში, სარაჯიშვილის №108-ში მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებულ პირებს სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარდათ.

20 ნოემბერი
2018

12 ноября министр обороны Грузии Леван Изория сделал заявление "о достигнутом соглашении с США по строительству на военной базе в Вазиани военного аэродрома". Данный проект подразумевает модернизацию уже существующего военного аэродрома, который сможет принимать крупные военно-транспортные самолеты. Как заявил Изория, цель данного проекта создать новый центр готовности на территории Грузии, который будет служить поддержкой инициативы Комиссии НАТО-Грузия.

20 ნოემბერი
2018

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით ქალაქ ზუგდიდში, დადიანების სასახლეში „ფერმერის დღე" აღინიშნა. ღონისძიების მიზანი საქართველოში ფერმერთა საქმიანობის პოპულარიზაცია იყო. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ფერმერებმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან.

19 ნოემბერი
2018

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობ კახაბერ შარაბიძის 55 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საღამო გაიმართა.

19 ნოემბერი
2018

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ღვაწლმოსილი მასწავლებლების, წარმატებული სტუდენტებისა და წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა.

15 ნოემბერი
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზეთიდან დევნილ პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანთან შეხვედრა გაიმართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ მას 2018 წლის პარამოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული უდიდესი წარმატება მიულოცა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მადლობის სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

09 ნოემბერი
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ულრიკ ტიდესტრიომს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

07 ნოემბერი
2018

ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია „სოროპტიმისტ ინტერნაციონალის", საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აჭარის რეგიონული სამეცნიერო ცენტრისა და აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ორგანიზებით ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ქართულ-აფხაზური საღამო გაიმართა.