ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
           
02 03 04 07 08
09 10 13 14
16 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

 

ახალი ამბები

photo alt text
29 მარტი
2011

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი  გიორგი ბარამიძე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს, გიორგი ბარამიას და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა.

photo alt text
25 მარტი
2011

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია 24 მარტს,  ქუთაისში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ და ქ. ქუთაისის მერმა, გიორგი თევდორაძემ  კოდორის ხეობიდან დევნილ ქოჩქიანების ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს.

photo alt text
21 მარტი
2011

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების დასახმარებლად ქ. პარიზში გამართულ საქველმოქმედო საღამოს დაესწრო. ღონისძიება დადიანების შთამომავლის - ალენ მიურატის მეუღლის, პრინცესა ვერონიკა დე შაბო-ტრამკურის ორგანიზებით გაიმართა.

photo alt text
16 მარტი
2011

აფხაზეთის მთავრობამ 1993 წლის 15-16 მარტს სოხუმზე განხორციელებული შეტევის მოგერიების თარიღი გმირთა მოედანთან აღნიშნა. მთავრობის წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

photo alt text
14 მარტი
2011

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, მწუხარებას გამოთქვამს 11 მარტს იაპონიაში მომხდარი ტრაგედიის გამო. ძლიერმა მიწისძვრამ და გამანდგურებელმა ცუნამმა მასშტაბური ზარალი მიაყენა იაპონიის სახელმწიფოს.

photo alt text
02 მარტი
2011

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ბარამიამ ქართველ და აფხაზ დედებს დედის დღე მიულოცა. გიორგი ბარამიამ მათ აფხაზეთის  მთავრობაში უმასპინძლა.

photo alt text
22 თებერვალი
2011

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია ათონის წმინდა მთიდან ჩამოსულ სასულიერო პირების დელეგაციას შეხვდა.შეხვედრაზე, ქართველებისა და აფხაზების ერთობლივი შემოწირულობებით ივერიის კარიბჭის ღვთისმშობლის ხატის ასლის დაწერის დეტალებზე ისაუბრეს. ხატის დაწერის ინიციატივა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს ეკუთვნის.

photo alt text
22 თებერვალი
2011

აფხაზეთის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში, სამშვიდობო მისიის შესრულების დროს, ქართველი ჯარისკაცის, კაპრალ გიორგი ავალიანის დაღუპვის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

photo alt text
16 თებერვალი
2011

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, დევნილთა დასაქმების, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისათვის საკოორდინაციო-საკონსულტაციო საბჭო დაფუძნდა. საკონსულტაციო საბჭოს დაფუძნების ინიციატორი აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროა.

photo alt text
10 თებერვალი
2011

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, გიორგი ბარამიას ინიციატივით და კინოთეატრ „საქართველოს" მხარდაჭერით,  აფხაზეთიდან დევნილი 150 ბავშვი, ახალი ქართული ფილმის „გარიგება ოცი წლის შემდეგ"  კინოჩვენებას დაესწრო.