ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        01 02 03
05 06 07 08 09 10
13 16 17
23 24
26 27 28 29 30  

 

ახალი ამბები

„სვიმონ კანანელის გზა“ სვეტიცხოვლის ტაძრიდან ენგურის ხიდამდე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან მოეწყო მსვლელობა „სვიმონ კანანელის გზაზე", რომელიც მცხეთაში 1 მაისს დაიწყო და 23 მაისს, სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, ენგურის ხიდზე დასრულდება. იმავე დღეს ზუგდიდის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება.

18 მაისს ხობში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასოწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე მსვლელობის მონაწილეებს შეხვდნენ.

წმ. სვიმონ კანანელმა, წმ. ანდრია მოციქულთან ერთად,  იქადაგა ქრისტიანობა სამხრეთ და დასავლეთ საქართველოში, მათ შორის აფხაზეთში. ანდრია მოციქულმა გააგრძელა გზა ჩრდილოეთით, ხოლო სვიმონ კანანელი კი შეჩერდა აფხაზეთში, გამოქვაბულში. მისი მოწამეობრივი აღსრულების ადგილზე, ახალ ათონთან, XIX საუკუნეებში ეკლესია ააგეს.

<< უკან