ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            01
03 04 05 06 07
09 12 13 15
19 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

 

ახალი ამბები

თბილისსა და საქართველოს რეგიონებში აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანიზებით აქცია მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ გაიმართა. აქციის ფარგლებში თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, სამი დღის განმავლობაში საახალწლო ნობათი განსაკუთრებული საჭიროების მქონე  სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდათ, მათ შორის: მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და II ჯგუფის ინვალიდებს, 90 წელს გადაცილებულ პირებს, აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვანებს, მრავალშვილიან ოჯახებსა და აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების დედებს.

27 დეკემბერს აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების მშობლებსა და ომის ვეტერანებს უმასპინძლა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა.

28 დეკემბერს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში საახალწლო ნობათებ ომის II ჯგუფის ინვალიდებს, 90 წელს გადაცილებულ პირებს, აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვანებს და მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცათ.

29 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდში ჩავიდა და იქ მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ სოციალურად დაუცველ შშმ პირებს, აფხაზეთის ომის მონაწილეების ნაწილს, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებსა და შშმ არასრუწლოვნებს შობა-ახალი წელი მიულოცა და სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტი გადასცა.

როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა აქცია ქალაქ თბილისის მერიის დიდი წვლილითა და მხარდაჭერით ჩატარდა, რისთვისაც ის მათ დიდ მადლობას უხდის.

<< უკან