ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
03 04 06 07
08 09 13 14
15 18 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

 

ანალიტიკა

ოკუპირებული აფხაზეთის საბიუჯეტო და სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმართველო

 

ოკუპირებული აფხაზეთის საბიუჯეტო და სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტები

 

2018, მარტი

შინაარსი

1. ე.წ. რესპუბლიკური ბიუჯეტი

2. ე.წ. საპარლამენტო ოპოზიციის 2018 წლის ე.წ. რესპუბლიკური ბიუჯეტის კრიტიკა

3.  ოკუპირებული აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და ეკონომიკური "განვითარების" გზები

დასკვნები

 

1. ე.წ. რესპუბლიკური ბიუჯეტი

გამომდინარე იქიდან, რომ ღია წყაროებში ყოველწლიური დეტალური ინფორმაცია ე.წ. რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილისცალკეული მუხლების მიხედვით ხელმისაწვდომი არ არის, ჩვენ გამოვყავით ჯამური მუხლები, რომლებიც ეხება საკუთარ შემოსავლებსა და რუსეთის ფედერაციის ფინანსურ დახმარებას (იხ. დანართშიცხრილი 1).

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, რუსეთის ფინანსური დახმარებების დინამიკა ნიშან­დობლივია. ფინანსური შენატანები რუსეთიდან ბიუჯეტის უმეტეს ნაწილს შეადგენს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აფხაზეთი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ამ სახელმწიფოზე.

2009 წლიდან აფხაზეთის ბიუჯეტის 50%-ზე მეტი ივსება რუსეთის ფინანსური დახმარებებით. ფული გამოიყოფა ორი მუხლის მიმართულებით: „სოციალურ-ეკონომიკურ განვითარება" და „საინვესტიციო პროგრამა".

2009-2017 წწ. აფხაზეთმა რუსეთისგან მიიღო 42,16 მლრდ. რუბლი (= 1,119,300,250აშშ $ = 2,071,112,390ლარი), რასაც მოწმობს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის შესრულების შესახებ კანონის მონაცემები (აქ ვალუტის კურსი გაანგარიშებულია ყოველი წლის კურსის საშუალოწლიური მაჩვენებლების დაჯამებით - იხ. დანართში ცხრილი 2 ბ):

2009 წელს - 2.36 მლრდ რუბლი (= 74,143,890 აშშ $ = 119,312,440 ლარი);

2010 წელს - 4.94 მლრდ რუბლი  (= 162,714,100 აშშ $ = 283,256,880 ლარი);

2011 წელს - 4.94 მლრდ რუბლი (= 168,084,380 აშშ $ = 294,925,370 ლარი);

2012 წელს - 6.8 მლრდ რუბლი (= 218,790,220 აშშ $ = 363,636,360 ლარი);

2013 წელს - 4.47 მლრდ რუბლი (= 140,345,370 აშშ $ = 245,334,800 ლარი);

2014 წელს - 5.38 მლრდ რუბლი (= 139,342,140 აშშ $ = 280,939,950 ლარი);

2015 წელს - 2.67 მლრდ რუბლი (= 43,720,320 აშშ $ = 73,311,370 ლარი);

2016 წელს - 5.3 მლრდ რუბლი (= 80,205,810 აშშ $ = 168,736,070 ლარი)[1];

2017 წელს - 5.36 მლრდ რუბლი (= 91,954,020 აშშ $ = 241,659,150 ლარი);

2018 წელს იგეგმება 4.29 მლრდ. რუბლი (დამატებით იხ. დანართშიცხრილი 2 ა).

აღსანიშნავია, რომ ვალუტის კურსის ყოველწლიურმა რყევებმა სერიოზული კორექტივები შეიტანა რუსული დახმარებების რეალურ მოცულობაში.

თუ რუსულ რუბლში ეს დახმარებები ბოლო პერიოდში თითქმის ერთ დონეზე, უცვლელი რჩება, მათი აღრიცხვა აშშ დოლარებში დახმარების სერიოზულ შემცირებაზე მიანიშნებს.

ე.წ. რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის დინამიკა გვიჩვენებს, რომ ძირითადად სახს­რები იხარჯება ე.წ. „ეროვნული ეკონომიკის" მუხლით(იხ. დანართში ცხრილი 3). 2016 წლის ბიუჯე­ტის შესრულების მონაცემების მიხედვით ამ უკანასკნელზე გაწეული ხარჯები პირველ ადგილზე გავიდა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ მუხლში იგულისხმება ხარჯები, რომელიც გაღებულია საერთო ეკონომიკურ საკითხებზე, მათ შორის ისეთი დარგების დაფინანსებაზე, როგორიცაა: მშენებლობა, მრეწველობა, ენერგეტიკა, კავშირ­გაბმულობა, ტრანსპორტი, კურორტები და ტურიზ­მი, სოფლის მეურნეობა, სატყეო, მეთევზეობის და წყლის მეურნეობები და სხვ. ამასთან, ამ მუხლს განეკუთვნება რუსეთის მიერ ე.წ. საინვესტიციო პროგრამაზე გამოყოფილი სახსრები.

ე.წ. „ეროვნულ ეკონომიკაზე" გაწეული ხარჯების მუხლის მკვეთრი ზრდა (2015 წლის 18%-დან 2016 წლის 32,4%-მდე) აიხსნება იმით, რომ 2015 წელს (2016 წელთან შედარებით) ოკუპირებულ აფხაზეთს არ მიუღია რუსეთის ფინანსური დახმარება ე.წ. საინვესტიციო პროგრამის განხორ­ციელე­ბისთვის.

ამ ხარჯების შემდეგ, ხარჯვით მუხლებს შორის (2015-2016 წწ.) პირველი ადგილი უკავია ე.წ. „საერთო სახელმწიფოებრივ საკითხებზე" გაწეულ ხარჯებს. ამ მუხლში შედის ე.წ. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სასამართლო სისტემის, საფინანსო, საგადასახადო და საბაჟო ორგანოების ფუნქციონირების დაფინანსება, აგრეთვე ხარჯები ე.წ. საერთაშორისო საქმია­ნობაზე, სახელმწიფო ვალის მომსახურებაზე, არჩევნებისა და რეფერენდუმების უზრუნველ­ყობაზე, სარეზერვო ფონდების მომსახურებაზე და ა.შ.

2015 წელს მეორე და მესამე ადგილზე არის, შესაბამისად, ე.წ. „ეროვნულ უსაფრთხოებასა და სამართალდამცავ საქმიანობაზე" და ე.წ. „ეროვნულ თავდაცვაზე" გაწეული ხარჯები.

მიუხედავად იმისა, რომ წლების მიხედვით შეიმჩნევა ბიუჯეტის საერთო ზრდა (თუ მხედველობაში არ მივიღებთ2015 და2018 წლებს), ხარჯის თითქმის ყველა მუხლი სტაბილურად ინარჩუნებს საკუთარ ადგილს. ამასთან, თუ ყველა ეს მუხლი აბსოლუტური მნიშვნელობით იზრდე­ბა, საერთო ხარჯებში წილების მიხედვით (ანუ %-ში)მათი შემცირება შეიმჩნევა, რაც აიხსნება ე.წ. ეროვნული ეკონომიკის მუხლის წილის მნიშვნელოვანი ზრდითრუსეთის დახმარებების ხარჯზე.

ამასთან,აღსანიშნავია სოციალურ პოლიტიკაზე გაწეული ხარჯების ძალიან დაბალი წილი.

განსაკუთრებით შეიძლება გამოვყოთ ხარჯების წილი განათლებაზე, რომელიც 2014 წლის 14,3%-დან შემცირდა 2016 წლის 4,3%-მდე.

გარდა ამისა, ე.წ. „ძალოვანი" („ეროვნული უსაფრთხოებისა" და „ეროვნული თავდაცვის") ხარჯების დაბალი წილი ოკუპირებულ აფხაზეთში, ჩვენი თვალსაზრისით, აიხსნება იმით, რომ ე.წ. „ეროვნული ეკონომიკის" მუხლის მსგავსად, რომლის რეალიზაცია ხდება ძირითადად რუსეთის ფინანსური დახმარების მეშვეობით, რეგიონში „ძალოვანი" მიმართულების უზრუნველ­ყოფაც მის ძირითად და მნიშვნელოვან ნაწილში ხორციელდება რუსეთის მიერ.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის  ბიუჯეტის გეგმის კორექტირება მოხდა წლის ბოლოს, 2017 წლის 20 დეკემბერს. დიმიტრი სერიკოვის განმარტებით, რესპუბლიკური ბიუჯეტი შემოსავლების ნაწილში გაიზარდა, ძირითადად რუსეთის ფინანსური დახმარებების ხარჯზე. აქედან,რუსეთიდან „სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის" დამატებით გამოყოფილი 150 მლნ. რუბლი დაემა­ტება ე.წ. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს, სტიქიით მიყენებული ზარალის ლიკვიდა­ციისათვის. ე.წ. „საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში რუსეთიდან დამატებით გამოყოფილია489,69 მლნ რუბლი. დ. სერიკოვის  თქმით, მიმდინარე ბიუჯეტში ე.წ. საინვესტიციო პროგრამა შეადგენს 2,096 მლრდ რუბლს, გაზრდის შემდეგ იქნება 2,585 მლრდ რუბლზე მეტი. ამავე დროს, ბიუჯეტის ხარჯები გაიზრდება 975,024.8 ათასი რუბლით. ეს ხდება მიმდინარე წლის ე.წ. საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში რუსეთიდან მიღებული დახმარებების ზრდისა და 2017 წლის 1 იანვრისთვის წარმოქმნილი ნაშთების ხარჯზე [2].

მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის საბიუჯეტო გეგმა კორექტირების შედეგად გაიზარდა, 2018 წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით შემოსავლები, პირიქით, მნიშვნელოვნად შემცირებულია, რო­გორც საკუთარი შემოსავლების, ისე რუსეთის ფინანსური დახმარების ნაწილში, რაც განპი­რობებულია 2017 წელს ეკონომიკაში მომხდარი „ჩავარდნებით", განსაკუთრებით ტურიზმსა და სოფლის მეურნეობაში.

რაულ ხაჯიმბას განცხადებით, 2017 წელი იყო რთული წელი ფორს-მაჟორული და სხვა ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე. გაწეულ იქნა მნიშვნელოვანი არაგეგმიური ხარჯები სხვადასხვა სტიქიური უბედურებებისა და საკურორტო სეზონის პიკის დროს სოფ. პრიმორსკში მომხდარი საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციისათვის. 2017 წელს მნიშვნელოვნად შემ­ცირდა (დაახლ. 35-40 %-ით) ტურიზმის სეზონის სხვადასხვა მაჩვენებელი - ტურისტების რაოდენო­ბა და საერთო ბრუნვა ტურისტული მომსახურების სფეროში.

რ. ხაჯიმბამ ასევე აღნიშნა, რომ მძიმე მდგომარეობა შეიქმნა სოფლის მეურნეობაში - კოლოსალური ზარალი მიიღეს როგორც ცალკეულმა ს/მ მწარმოებლებმა, ისე მთლიანად დარგმა ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურის მავნებლებისაგან. თუ 2016 წელს განად­გურდა თხილის მოსავლის 60%, 2017 წელს - 70%-ზე მეტი. თითქმის 50%-ით შემცირდა ციტრუსების მოსავლიანობა. ამასთან, ხაჯიმბამ ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად სირთულეებისა, მათ არ დარჩათ შეუსრულებელი ვალდებულებები ხელფასებისა და სოციალური დახმარებების გაცემის მხრივ...

2017 წლის 16 ნოემბრის ე.წ. მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე დამტკიცდა 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი. ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ბესლან ბარციცმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ფორმირების საფუძველში ჩადებულია ისეთი საკითხების რეალიზაცია, როგორიცაა კანონმდებლობით დაწესებული მოვალეობების შესრულება სოციალური შემწეობებისა და კომპენ­საციების გადახდის მხრივ, სოციალური დაცვის, საჯარო სექტორის თანამშრომლების ხელფასებისა და ბიუჯეტის სოციალური ორიენტაციის შენარჩუნების სფეროში. აქედან გამომ­დინარე, ე.წ. პრემიერ-მინისტრის თქმით, ბიუჯეტში გათვალისწინებულია დაფინანსების ზრდა ისეთი საკვანძო მიმართულებებით, როგორიცაა ჯანდაცვის ხარჯები (36.5 მლნ-ზე მეტი რუბლით) და სოციალური გადახდები (35 მლნ-ზე მეტი რუბლით). რაც გამოწვეულია, ერთი მხრივ, მრავალშვი­ლიანი ოჯახე­ბის ზრდით, და მეორე მხრივ, 2018 წლის მეორე ნახევრიდან შემწეობების მოცულობის 2-ჯერ გაზრდით I ჯგუფის ინვალიდებისთვის, რომლებიც საჭიროებენ მუდმივ მოვ­ლას. ამგვარად, ამ ჯგუფის ინვალიდების შემწეობა 20 ათასი რუბლი (= 343.1 აშშ $ = 901.7 ლარი - კურსი გაანგარიშებულია 2017 წლის საშუალოწლიური მონაცემების მიხედვით) იქნება [3].

აქვე აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ე.წ. რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში გათვა­ლისწი­ნებულია 7.432 მლრდ რუბლი, ხოლო ხარჯვით ნაწილში - 7.527 მლრდ  რუბლი, დე­ფიციტმა შეად­გინა დაახლოებით 95 მლნ რუბლი. აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის ე.წ. ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი სერიკოვმა აღნიშნა, რომ 2017 წელთან შედარებით 2018 წლის ე.წ. რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები 656,5 მლნ რუბლით შემცირდება, ხოლო საკუთარი შემო­სავლების წილი - 231 მლნ რუბლით. 2017 წლის რუსეთის დახმარების გეგმიური მოცულობა თუ შეადგენდა 4.716 მლრდ რუბლს, 2018 წელს 4.292 მლრდ რუბლის გამოყოფა იგეგმება.

 

2. ე.წ. საპარლამენტო ოპოზიციის 2018 წლის ე.წ. რესპუბლიკური ბიუჯეტის კრიტიკა

აქ გვინდამოვიყვანოთ 2018 წლის საბიუჯეტო გეგმის - რეგიონის მთავარი ფინანსური დოკუ­მენტის -ე.წ. პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების კრიტიკიდან ზოგიერთი ამონარი­დი [4].

საინტერესოა არა იმდენად კრიტიკის შეფასებითი ნაწილი, რამდენადაც იმ კონკრეტული ფაქტებისა და გარემოებების ასახვით, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება... სავალალო სურათი იხატება...

 

ე.წ. დეპუტატასლან ბჟანიას განცხადებით,2018 წლის ბიუჯეტი  - ეს არ არის ზრდის ბიუჯეტი, არამედ ჩვენი "სახელმწიფოს" განვითარების ინერციული სცენარი.

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ ხელმძღვანელობს, როგორც თავისი დაკვირვებებით, ისეკონტროლის პალატისა და რუსეთის ფედერაციის საანგარიშო პალატის დოკუმენტებით, რომელ­შიც მოყვანილია საბიუჯეტო სახსრების უკანონოდგახარჯვის უამრავი ფაქტი. „სამარცხვინო არ არის, როდესაც გვყავს პენსიონერები, თუნდაცმცირე რაოდენობით, რომლებსაც150 რუბლის პენსია აქვთ? ჩვენ ვსაუბრობდით საშუალო ხელფასებზე, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონის უნივერსალური მაჩვენებელია. და ამ მხრივ გაუმჯობესების მიმართულებით ისევ არანაირი ცვლილებები არ გვაქვს. უფრო მეტიც, დღეს ჩვენი საშუალოსტატისტიკური მოქალაქე იღებს 25-30%-ით ნაკლებ ხელფასს, ვიდრე 2013 წელს. ხელფასის მსყიდველობითიუნარიანობაც ასევე შემცირებულია. და ეს არის მხოლოდ ნაწილი იმისა, რაც ჩვენ არ მოგვწონს 2018 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში".

ასლან ბჟანიამ ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის განცხადება ბიუჯეტის შემოსავლების თითქმის გაორმაგების შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება: ინფლაციის, ახალი გადასახადების, ბაჟისა და აქციზების შემოღების გათვალისწინებით, მათ მოახერხეს საკუთარი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის მხოლოდ 50%-ით გაზრდა. "შეგახსენებთ, რომ 2005 წელს აფხაზეთის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 586 მლნ რუბლს შეადგენდა, 2006 წელს - 846 მლნ რუბლს, 2007 წელს - 1 მლრდ რუბლს, ხოლო 2008 წელს - 1 მლრდ 154 მლნრუბლს. ანუ, 4 წლის განმავლობაში ზრდა იყო 105%-ზე მეტი. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მიუღებელია ის, რასაც ამჟამინდელი მთავრობა გვთავაზობს და ამ ბიუჯეტს ხმას არ მივცემთ", - განაცხადა დეპუტატმა.

ბჟანიამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო აპარატში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს კორუფცია... "2016 წელს კორუფციასთან ბრძოლის კანონიც კი იყო მიღებული, და რა გვაქვს ფაქტობრივად? დანაშაულის დონე ძალიან მაღალია... და რა გვაქვს დღეს? ეჭვმიტანილებს აკავებენ მილიციის თანამშრომლები, გამოძიებას ახორციელებს პროკურატურა, გადაწყვეტი­ლებებს იღებენ სასამართლოები და შედეგად, გარკვეულ ეტაპზე დამნაშავე თავს არიდებს პასუხისმგებლობას... რამდენი საუბარი იყო ბიუჯეტის სფეროში შტატების შემცირების შესახებ. მაგრამ "შემცირების" შემდეგ საბიუჯეტო სფეროში მუშაობს 1,5 ათასი ადამიანით მეტი. ეს წერია რუსეთის ფედერაციის საანგარიშო პალატის აქტში. შტატები გაბერილია, არავინ არ არის დაკავებული საქმით, ყველაფერი თვითდინებაზე არის მიშვებული. აღმასრულებელი ხელისუფ­ლება თავს ვერ ართმევს საკუთარ მოვალეობებს სხვადასხვა,როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური (რომელიც უფრო მეტია) მიზეზების გამო..."

ე.წ. დეპუტატ რაულ ლოლუას განცხადებით, ახალი ბიუჯეტი დღევანდელ მოთხოვნებს არ პასუხობს. უფრო მეტიც, ეს არა ზრდის, არამედ გადარჩენის ბიუჯეტია, იმიტომ, რომ მასში არ არის ჩადებული რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება და შემდგომი განვითარების პერსპექტივა... მასში არ არის ასახული სახელმწიფოს პრიორიტეტები და ძირითადიპრობლემები, მიუხედავად იმისა, რომ ყველა პრობლემა წლიდან წლამდე ძირითადად უცვლელი რჩება, და ჩვენ არაფერს ახალს არ გვთავაზობენ... ინდიკატური გეგმის მაჩვენებლები შემცირდა, შემცირებულია საქონელთბრუნვა, მაგრამ ამავე დროს ბიუჯეტში ამ პოზიციების მიხედვით თანხები გაიზარდა. მინისტრთა კაბინეტის ახსნა-განმარტებითი ბარათის მიხედვით, აფხაზეთში შემოტანილი საქონლის რაოდენობა 40%-ით შემცირდა. ამავე დროს, შემცირდა ისეთი პროდუქციის შემოტანა, როგორიცაა საკვები პროდუქტი, საცხობი და საკონდიტრო ნაწარმი და სხვა პირველადი საჭიროებების საქონელი, რომელსაც  ჩვენი მოსახლეობა მოიხმარს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა გაცილებით უარესი გახდა. 2018 წლის ბიუჯეტი, რომელიც მთავრობამ შემოგვ­თავაზა, 100%-ით შესრულების შემთვევაშიც კი, რაშიც მე ძალიან მეპარება ეჭვი, ვერ გადაწყვეტს ჩვენს პრობლემებს, რადგან 2017 წლისბიუჯეტი ჩამორჩება ძირითადი მაჩვენებლების მიხედვით, მათ შორის, დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ-ს) აკრეფის მიხედვით". ლოლუამ ხაზი გაუსვა იმას, რომ მთავრობას არ შეუძლია ეფექტიანად იმუშაოს, და თუ ის არ შეიცვალა, მომავალში არ მოხდება ცხოვრების გაუმჯობესება, განსაკუთრებით ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონებში. მთელი რესპუბლიკური ბიუჯეტი, ისევე როგორც ადგილობრივი ბიუჯეტები, არსებითად მიდისხელფასებზე და ამასთან არანაირ განვითარებას არ აქვს ადგილი..."

ე.წ. დეპუტატმა ბატალ აიბამ განაცხადა, რომ კონტროლის პალატამ წარმოადგინა გაფარ­თოებული ანგარიში სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის შესახებ, კერძოდ, ფინანსთა სამინისტ­როს მუშაობის შესახებ. 2017 წლის 16 ოქტომბრის ანგარიშში ნათქვამია, რომ ფინანსთა სამინისტ­როს თანამდებობის პირების მოქმედება სისხლის სამართლის კოდექსის,კერძოდ, 286-ე მუხლის ("სახსრების არამიზნობრივი გამოყენების") დარღვევის ნიშნებს ატარებს... "რესპუბლიკური ბიუჯე­ტის რომელ გაზრდაზე შეიძლება ლაპარაკი, თუ ასეთი პროცესები თვით ფინანსურ სამინისტროში ხდება?" - აცხადებს აიბა.

ე.წ. დეპუტატმა ლაშა აშუბამ აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი გაურკვეველი მიზეზის გამო 30%-ით შემცირდა. "ჩვენ ხშირად ვაცხადებთ, რომ ტურიზმი და სოფ­ლის მეურნეობა აფხაზეთის ეკონომიკის განვითარების ლოკომოტივებია, ამიტომ ჩნდება კითხვა: რატომ მცირდება მიმდინარე წლის ბიუჯეტი?"

ე.წ. დეპუტატმა ომარ ჯინჯოლიამმოუწოდა მინისტრებს და დეპუტატებს, ყურადღება გაამახვილონ ტყვარჩელის რაიონში არსებულ მდგომარეობაზე. "მოხალისეებმა ჩაატარეს სამუ­შაოები და გაარკვიეს, რომ დღეისთვის ტყვარჩელის მოსახლეობას საკვების პროდუქტის მაღაზიებიდან ნისიად აქვს აღებული 12 მლნ რუბლის საქონელი და არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ ეს თანხა გადაიხდება. ქალაქში,გარდა „ტყუარჩალსტროისა", სამუშაო არ არის. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, არც ერთი ჩინოვნიკი რაიონში არ ყოფილა, გარდა ჯანდაცვის მინისტრისა, და ისიც იმიტომ, რომ იქ შენდება საავადმყოფო. ტყვარჩელში წყლის პრობლემა არასდროს ყოფილა. დღეს კი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სერიოზული სამუშაოები იყო ჩატარებული... წყლის დალევა არ შეიძლება. აუცილებელია დამატებითი სამუშაოების ჩატარება, მაგრამ ამისათვის ფული არ არის. რაიონის ბიუჯეტს არ შეუძლია ყველა საჭირო ხარჯის დაფარვა. სპიკერის წყალობით, მთავრობისგან კიდევ ხუთი მილიონია გამოთხოვილი, მაგრამ ეს თანხებიც საკმარისი არ არის". "მე მოვუწოდე მთავრობას და ჟურნალისტებს, ყურადღება მიაქციონ ამ რეგიონს. იქ დღეს ცხოვრება არ არის. ადამიანები ძალიან რთულ პირობებში ცხოვრობენ: არ აქვთ ფული, მოსახლეობაბაზარში ან მაღაზიაში პროდუქტებს ნისიაზე ყიდულობს,სავაჭრო წერტილები იხურება და ეს სისტემა მალე გასკდება". - განაცხადა ჯინჯოლიამ.

დასასრულს ასლან ბჟანიამაღნიშნა, რომ შეუძლებელია აიძულო ესმთავრობა, იმუშაოს.  ეფექტიანად ვერ იმუშავებს სხვა მთავრობამაც, თუ ძირეული, ფუნდამენტური გარდაქმნები არ დაიწყება. ლაპარაკი უნდა მიდიოდეს სახელმწიფო მართვის, სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლო სისტემის რეფორმაზე. ჩვენ უნდა დავუბრუნოთ სახელმწიფოს მისი მთავარი ფუნქცია - კანონის შესრულების იძულება! დღეს კანონებს არავინ არ ასრულებს. უფრო მეტიც, ხელისუფ­ლება თავად წარმოაჩენს კანონების მიმართ უპატივცემულობას და ამის გამო სამართალწესრიგიცარ არსებობს. და იქ, სადაც არ არსებობს სამართალწესრიგი, სადაც არ არსებობს სტაბილურობა, ეკონომიკა ვერ განვითარდება. ჩვენთან რომელიმე დარგში თუ გვქონდა განხორციელებული რაიმე სახის რეფორმა? ავიღოთ გადასახადები: რუსეთში იყო 22 ტიპის გადასახადი, დარჩა 6, ხოლო ბიუჯეტი 4-ჯერ გაიზარდა. ჩვენ მოვახდინეთ პრივატიზების დისკრედიტაცია: ობიექტებს, რომლის პირობითი ღირებულება 10 რუბლია, ვყიდით ორი რუბლის ფასად. ასეთი რამ ცოტა ხნის წინ გაგრაში მოხდა, და ჩვენ ეს ობიექტი გავყიდეთ ხმათა უმრავლესობით. ან პირიქით, ცოტა ხნის წინ მივიღეთ კანონი ენერგეტიკის ობიექტების პრივა­ტიზების აკრძალვის შესახებ. ასეთი პრივა­ტიზაციის ჩატარება არ ჩაითვალა საჭიროდ. გსმენიათ რამე მიწის ან საბაჟო რეფორმის შესახებ? თქვენ იცით, რომ რუსეთში ამ სფეროში გარღვევა მოხდა, რადგან მათ საბაჟო გადასახადის მხოლოდ სამი განაკვეთი აქვთ, ჩვენთან კი - 35! და, ამასთან რამდენი შემოწმების ორგანო გვაქვს: საგადასახადო ინსპექტორები, პროკურორები, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საკონტროლო-სარევიზიო სამმართველო, კონტროლის პალატა და ასე შემდეგ! რატომ არის ასეთი რაოდენობის შემმოწმებელი, ბიზნესით დაკავებულ 12,000 მოქალაქეზე. ეს რა სახელმ­წიფოა, რომელსაცარ შეუძლია აამუშაოსაეროპორტი მეგობრული ქვეყნის დახმარებით? რუსეთის ფედერაციასთან დადებულ ხელშეკრუ­ლებაში წერია: ორ წელიწადში შეიცვლოს სასაზღვრო პუნქტ "ფსოუზე" მუშაობის რეჟიმი. საუბარია ადამიანებისა და საქონლის თავისუფალ გადაადგილებაზე. ეს არ ხდება! ჩვენი ეკონომიკა დახურულია და არქაულინიშან-თვისებების მატარებელია! ჩვენ გვეშინია ყველანაირი ცვლი­ლებებისა, და ხელისუფლება არასდროს შეამცირებს ბიუროკრატიულ აპარატს, უსაქმუ­რებსაც კი, რადგან შემდგომ მათ არჩევნებზე მისვლა უწევთ, შემცირებები კი გამოიწვევს ხმების დაკარგვას, ასეთი დიდიმოცულობის სახელმწიფო მექანიზმი არაფერს კარგს არ მოიტანს...

 

აქვე უნდა ითქვას, რომ მიუხედავად კრიტიკისა, ე.წ. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბოლო მოსმენით მაინც მხარი დაუჭირეს 2018 წლის ბიუჯეტს.

 

3.  ოკუპირებული აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და

ეკონომიკური "განვითარების" გზები

20.01.2016 წელს ე.წ. პარლამენტისადმი ყოველწლიურ მიმართვაში რაულ ხაჯიმბამ გამოჰყო რეგიონში არსებული რამდენიმე ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა:

  • არაეფექტიანი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა;
  • სახელმწიფო მართვის დაბალი ეფექტიანობა;
  • კორუფცია;
  • არახელსაყრელი საქმიანი კლიმატი;
  • მუქთახორული ფსიქოლოგიისა და ქცევის კორუფციული მოდელის გავრცელება;
  • სამართალდამცავი სისტემის, კერძოდ, პროკურატურის ორგანოების არასაკმარისი მუ­შაობა კორუფციისა და მისი გამოვლენის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით;
  • სახელმწიფო მასმედიის სუსტი მუშაობა;
  • უყაირათობა;
  • მიღებული კანონების დიდი ნაწილი არ მუშაობს.

ამ მოხსენების თითქმის ორი წლის შემდეგ (20.12.2017 წ.) რ. ხაჯიმბა ისევ გამოვიდა სიტყვით ე.წ. პარლამენტარების წინაშე და ამჯერად ხაზი გაუსვა უკვე მიმდინარე პერიოდის აქტუალურ პრობლემებს:

1. პოლიტიკური არასტაბილურობა, რომელიც აფერხებს საშუალო და გრძელვადიანდაგეგმ­ვას;

2. სტრუქტურული და ინსტიტუციური ნაკლოვანებები, მათ შორის:

  • არაეფექტიანი სახელმწიფო მართვა;
  • ეკონომიკაში "ჩრდილოვანი სექტორის" დიდი წილი;
  • საკრედიტო რესურსების შეზღუდული ხელმისაწვდომობა;
  • კერძო საკუთრების სუსტი დაცვა;
  • უსაფრთხოების პრობლემები, მართლმსაჯულების სისტემის არასაკმარისი ეფექტია­ნობა;
  • მეწარმეებისა და ინვესტორებისთვის "თამაშის წესების" მყიფე მდგომარეობა;

3. სიტუაციას ძაბავსისეთი სოციალურ-ფსიქოლოგიური და სხვა ფაქტორები, როგორიცაა:

  • მუქთახორობა;
  • კორუფცია;
  • უპასუხისმგებლობა და უყაირათობა;
  • საინვესტიციო რესურსების დეფიციტი;
  • პროფესიონალური კადრების ნაკლებობა;
  • კონკურენციის არასაკმარისად განვითარება;
  • საქმიანი კლიმატის ხარვეზები.

ისევე როგორც ორი წლის წინ, რ. ხაჯიმბამ მადლობა გადაუხადა რუსეთს მნიშვნელოვანი დახმარებისა და მხარდაჭერის გამო თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითა­რებისა და სოციალური საკითხების გადაჭრისსფეროში და დასახა არსებული მდგომარეობიდან გამოსვლის გზები:

  • საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების ხარისხის გაუმჯობესება და საგადასა­ხადო სისტემის რეფორმირების კონცეპტუალური საფუძვლების შემუშავება.
  • მცირე ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა (შემუშავების წინასწარ ეტაპზე იმყოფება კანონპროექტი "სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტე­ბისთვის საგადასახადო არდა­დეგების, შეღავათებისა და პრეფერენციების შესახებ";ჩაშვებულია "საინვესტიციო საქმია­ნობის შესახებ" კანონის რეალიზაციის მექანიზმი).
  • მცირე და საშუალო ბიზნესისა და მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების განხორ­ციე­ლების სფეროშიხელმისაწვდომი დაფინანსების უზრუნველყოფა (ხორციელ­დება რუსეთის ფედე­რაციის უფლებამოსილი ბანკებით დაფინანსებული, საშუალო და მსხვილი მეწარმების საინვეს­ტიციო მხარდაჭერის პროგრამა. ამ პროგრამის ფარგლებში, დამტკიცებულია და ფინანს­დება უკვე 10-ზე მეტი მსხვილი პროექტი ინვესტიციების საერთომოცულობით დაახლოებით 1 მლრდ რუბლი, შეთანხმებული 1.2 მლრდ რუბლიდან. ამ პროექტების რეალიზაციის შედეგად, ჩვენ ველოდებით, რომ 2018 წლის ბოლოსთვის შეიქმნება 350 სამუშაო ადგილი, ხოლო სავარაუდო საგადასახადო შემოსავლები, საშეღავათო პერიოდის გათვალისწი­ნებით, წელი­წადში 150 მლნ რუბლზე მეტს შეადგენს).
  • არაეფექტიანი სახელმწიფო საკუთრების თავიდანმოშორება განსახელმწიფოებრი­ობის გზით, უფრო ეფექტიანი მფლობელის მეშვეობით ეკონომიკურ ბრუნვაში ამ აქტივების შემდგომი ჩართვის მიზნით (ეს პროცესი მკაცრად უნდა რეგულირ­დებოდეს 2017 წლის 1 იანვრიდან ძალაში შესული კანონით "სახელმწიფო და მუნიციპალური ქონების პრივატიზაციის შესახებ").
  • სახელმწიფო მართვის ეფექტიანობის ამაღლება, საჭირო და საკმარისი უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების მმართველების მთელი კლასის ფორმირება, სახელმ­წიფო აპარატის ოპტიმიზაცია, სახელმწიფო სამსახურის პრესტიჟის ამაღლება(სახელმწიფო სამსახურში მიღებისა და დაწინაუ­რებისას უნდა აღმოიფხვრას ნეპო­ტიზმისა და კლანურობისგავლენა, ხოლო პრიორიტეტი მიე­ნიჭოს პირად დამსახუ­რებებს, განათლებას, პროფესიონალურ მომზადებას, და სხვა ობიექტურ და უტყუარ კრიტერიუმებს, რაც ნებას დართავს პრეტენდენტს დაიკავოს შესაბამისი საჯარო პოზიცია, მათ შორის კონკურენციის საფუძველზეც. დღეს არ არსებობს კონტროლის სისტემა იმაზე, თუ როგორ ხორციელდებაადამიანების შერჩევა და დანიშვნა სახელმწიფო თანამდებობებზე, ხოლოსახელმწიფომოხელეებს არ აქვთ არანაირი პერსონალური პასუხისმგებლობა საკადრო საკით­ხების გადაჭრისას დაშვებულშეცდომებზე. არ არსებობს გამჭვირვალეობის პრინციპი კადრების შერჩევისას. თუ სახელმწიფო სამსახურის სისტემის რეფორმისას არ იქნება გათვალის­წინებული ორი ძირითადი ელემენტი - სახელმწიფო თანამდებობებზესაკონკურსო შერჩევა და სახელმწიფო მოხელეების შემოსავლების დეკლარირება - წარმატებას ვერ მივაღწევთ).
  • ეკონომიკის საკვანძო დარგები - ტურიზმი და სოფლის მეურნეობა - მათ მხარდამ­ჭერ სექტორებთან ერთად, როგორიცაა საბანკო სფერო, ვაჭრობა, ენერგეტიკა და ტრანსპორტი, უნდა გახდნენეროვნული ეკონომიკის ზრდის მამოძრავებელიძალა(ტურისტული ნაკადის ზრდის და ამ სფეროში ხარვეზების აღმოფხვრის უზრუნველ­საყოფადსაჭიროა მთავრობის, დარგობრივი სამინისტროების, რაიონებისა და ქალაქების ადმინისტრაციების, ტურისტული კომპანიების, განსახ­ლების ობიექტებისა და მასმედიის ერთობლივი შეთანხმებული მუშაობა. მთავრობას დაევალა,განსა­კუთრებულ კონტროლზე აიყვანოს ტურისტულ დარგში არსებული მდგომარეობა, განიხი­ლოს მისი ეფექტიანობის ამაღლების მიხედვით მოქმედი და, რაც მთავარია, განხორციელებად ღონისძიებათა კომპლექსი; შარშან შესაძლებელი გახდა საბიუჯეტო სახსრების ხარჯზე საგაზაფ­ხულო ხვნისორგანიზება,ცალკეულ ს/მ მწარმოებლებისთვისმცირე კრედიტების გამოყოფა, რიგ სოფლებში წყალსადენის გაყვანა და გზების რემონტი, მაგრამ ამმოცულობით გამოყოფილი დახმარებები არ არის საკმარისი სოფლის სრული განვითარებისთვის. რუსეთის ფედერაციასთან მიღწეული შეთანხ­მებების შედეგად, 2018 წელს დამატებით გამოყოფილი იქნება 200 მლნ რუბლი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად. ამის გამოუახლოეს წლებში მიღწეული უნდა იყოს სოფლის მეურნეობის წარმოებისთვისებრივი ზრდა. ამჟამად, დადებითი დინამიკა შეინიშნება ბოსტნეულის მოსავალის სფეროში აგროწარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. აფხაზეთში არსებობს ბოსტნეულის4 მსხვილი სასათბურე მეურნეობა, კიდევ ერთი ამოქმედების ეტაპზეა. ამ საწარმოთაწარმოების საერთო მოცულობამ წელიწადში 8 ათასი ტონა ბოსტნეული პროდუქტი შეადგინა.

 

რ. ხაჯიმბამ ხაზი გაუსვა, რომ რეფორმების ყველა მიმართულებას უკვე აქვს კონცეპტუალური საფუძველი:

1. ე.წ. "აფხაზეთის რესპუბლიკის  სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია 2025 წლამდე" (მისი განხორციელებისათვის საჭიროასასურველი შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული საშუალოვადიანი და სექტორული პროგრამები. მთავარი როლი ამ საკითხების გადაწყვეტაში ენიჭება დარგობრივსამინისტროებს, რომლებიც ჯერ კიდევ ვერასრულებენდასახულ ამოცანას) და

2. პროგრამა "აფხაზეთის რესპუბლიკის ეკონომიკის განვითარების 25 ნაბიჯი 2025 წლამდე" (შემუშავებული რუსეთის საკონსულტაციო კომპანიის მიერ, რომელიც უკვე გადაეგზავნა პარლა­მენტს პროფილური კომიტეტების მიერ განხილვისა და შესაბამისი წინადადებების შემუშავე­ბისთვის).

 

დასკვნები

ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ზემოთ აღწერილი სიტუაციის ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია გამოვიტანოთ შემდეგი დასკვნები:

1.    რ. ხაჯიმბას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ,რეფორმების შესახებ ყველა მისი განცხადებისა და დაპირებების მიუხედავად,სოციალურ-ეკონომიკური ვითარება რეგიონში, მისი შემდგომი დამოუკიდებელიგანვითარების თვალსაზრისით არა მხოლოდ არ დასტაბილურდა, არამედ, პირიქით, გაუარესდა (სერიოზული კორუფ­ცია და „სახელმწიფო" ჩინოვნიკების არაკომპეტენტურობა ე.წ. სახელმწიფო აპარატ­ში; კერძო ბიზნესის ძირითადი ნაწილი "ჩრდილოვანია" და რეალურად "ბრძოლის" რეჟიმში იმყოფება ე.წ. მთავრობასთან იმისათვის, რომ ყველანაირი საშუალებით თავიდან აიცილოს "უაზრო" ტიპისა და განაკვეთების გადასახადები.

2.    მიღებული კანონები (ანტიკორუფციული, საინვესტიციო, პრივატიზაციის, მეწარ­მეობის, გაკოტრების და ა.შ.) რეალურად არ მუშაობენ (რომ აღარაფერი ვთქვათ სამართალდამცავ სისტემაზე საერთოდ); ხოლო ახალ (თუმცა "ფასადურ") კანონებზე დასახული მუშაობა „ტრადიციულად" დროში იწელება ხოლმე.

3.    რაც შეეხება ე.წ. რეფორმის კონცეპტუალურ საფუძველს (ე.წ. "აფხაზეთის რესპუბ­ლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია 2025 წლამდე" და პრო­გ­რამა "აფხაზეთის რესპუბლიკის ეკონომიკის განვითარებას 25 ნაბიჯი 2025 წლამდე") - ეს დოკუმენტები ზედაპირული და „მოჩვენებითი" ხასიათისაა და საბოლოოდ „დეკო­რატიული ფასადის" ფორმა მიიღეს; არავინ არ ჩქარობს ამ დოკუმენტებზე გააგრძე­ლოს მუშაობა, დაწყებული პროცესის ლოგიკურ დასასრუ­ლამდე მისაყვანად, კონკ­რეტული სამოქმედო გეგმების განვითარებისთვის კონკრე­ტული ვადების განსაზღვ­რით და, რაც მთავარია, ე.წ. სახელმწიფო ბიუჯეტთან მიმაგრებით, ანუ ფინანსური გეგმის გათვალისწინებით ამ სტრატეგიებისა და პროგრამებისრეალუ­რად განხორ­ციელებისათვის.

4.    გამომდინარე იქიდან, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი ძირითადად სხვა ქვეყნის (კერძოდ, რუსეთის) ფინანსებით ყალიბდება, ანუ, როგორც თვით აფხაზეთში ამბობენ, „რეგიონირუსეთის ფინანსურ ნემსზე ზის", ლაპარაკი, ამ ეტაპზე დამოუკიდებელ საბიუჯეტო პოლიტიკაზე საუბარიც კი, რომელიც ბიძგს მისცემს მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ და ფინანსურ განვი­თარებას, ზედმეტია.

5.    მით უმეტეს, რომ საბიუჯეტო პოლიტიკა უნდა იყოს ჰარმონიზებული ფულად-საკრე­დიტო პოლიტიკასთან, მაშინ, როდესაც ამ უკანასკნელის სრულფასოვანი განხორ­ციელება შეუძლებელია იმ პირობებში, როდესაც რეგიონს, როგორც მინი­მუმი, არ გააჩნია საკუთარი ეროვნული ვალუტა და ძალზე სუსტია საბანკო სისტემა.

6.    ამ ფონზე რ. ხაჯიმბას ზემოთ მოყვანილი განცხადებები ეკონომიკის გაჯანსაღების გზებთან დაკავშირებით უფრო ლოზუნგს ჰგავს, ვიდრე ეფექტიანი ქმედებების რეალურად განხორციელებად პროგრამას.

7.    შთაბეჭდილება რჩება, რომ  ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. მთავრობას არ ძალუძს და არც აქვს დიდი სურვილი, რადიკალურად შეცვალოს არსებული მდგომარეობა, ანუ შეცვალოს ის თამაშის წესები, რომელიც ახასიათებს ეკონომიკის „კლანურ" და კორუმპირებულ მმართველობას.

8.    ამავე დროს, ე.წ. მთავრობაძირითად იმედებს ამყარებს "მუდმივ" მხარდაჭერაზე (ფინანსურ, სამხედრო და სხვ.) გარედან...

 

გამოყენებული წყაროები:

1.    http://www.bbc.com/russian/features-40862115 - Русская служба BBC - 8 августа 2017 - Сергей Козловский - Сколько денег Россия выделяет Абхазии и как их тратят;

2.    http://abkhazinform.com - Среда, 20 декабря 2017 16:05РАСХОДЫ РЕСПУБЛИКАНСКОГО БЮДЖЕТА НА 2017 Г УВЕЛИЧЕНЫ НА 975 МЛН РУБЛЕЙ;

3.    Апсныпресс - 16 ноября, 2017 - Бюджет о девяти миллиардах;

4.    Абхазия-Информ - 12.12.2017 18:27 - ДЕПУТАТЫ ОТ ОППОЗИЦИИ: ПРОЕКТ РЕСПУБЛИКАНСКОГО БЮДЖЕТА НА 2018 Г. - ЭТО БЮДЖЕТ ВЫЖИВАНИЯ, А НЕ РАЗВИТИЯ СТРАНЫ.

 

დანართი

ცხრილი1

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი

 

2014 (ფაქტი)

2015 (ფაქტი)

2016 (ფაქტი)

2017

(კორექტ. გეგმა - 20.12.2017)

2017 (ფაქტი)

2018 (გეგმა)

ათ. რუბლ.

(ათ. აშშ $)

%

ათ. რუბლ.

(ათ. აშშ $)

%

ათ. რუბლ.

(ათ. აშშ $)

%

ათ. რუბლ.

(ათ. აშშ $)

%

ათ. რუბლ.

%

ათ. რუბლ.

%

საკუთარი შემოსავლები

- სულ

1,570,043.9

 

(=40,664.18 აშშ $)

22,6

1,865,000.4

 

(=30,538.73 აშშ $)

41,1

2,764,060.2

 

(=41,829.0

აშშ $)

34,4

3,326,191.9

 

(=57,062.82

აშშ $)

38,3

 

 

3,140,293.9

42,3

რუსეთის ფედერაციის ფინანსური დახმარება  - სულ

5,384,458.3

 

(=139,342.14

აშშ $)

77,4

2,668,800.0

 

(=43,720.32აშშ $)

58,9

5,265,137.6

 

(=80,205.81

აშშ $)

65,6

5,356,480.0

 

(=91,954.02

აშშ $)

61,7

 

 

4,292,130.0

57,7

სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის

2,110,440.0

 

2,218,800.0

 

2,778,387.6

 

2,770,500.0

 

 

 

2,671,600.0

 

საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში

3,374,018.3

 

450,000.0

 

2,486,750.0

 

2,585,980.0

 

 

 

1,620,530.0

 

სულ

6,954,502.2

 

(=180,121.787

აშშ $)

100

4,533,800.4

 

(=74,239.404

აშშ $)

100

8,029,197.8

 

(=121,507.231

აშშ $)

100

8,682,671.9

 

(=148,956.457

აშშ $)

100

 

100

7,432,423.9

100

 

ცხრილი2 ა

რუსეთის ფედერაციის ფინანსური დახმარება, ათ. რუბლი (ათ. აშშ $, ათ. ლარი)

 

 

 

2009

2010

2011

2012

2013

2014

2015

2016

2017

2018

გეგმა

რუსული რუბლი

(კორექტი-რებული გეგმა)

 

 

 

 

3,846,425.1

5,213,558.3

6,623,100.0

7,767,700.0

4,716,790.0

(5,356,480.0)

4,292,130.0

აშშ $

 

 

 

 

120,766.88

135,031.3

108,450,96

117,549.9

80,961.04

(91,954.02)

 

ლარი

 

 

 

 

211,110.05

272,248.48

181,853.4

247,300.2

212,659.6

(241,659.15)

 

ფაქტი

რუსული რუბლი

2.36 მლრდ

4.94 მლრდ

4.94 მლრდ

6.8 მლრდ

4.47 მლრდ

5,384,458.3

2,668,800.0

5,265,137.6

 

 

აშშ $

74,143.89

162,714.1

168,084.38

218,790.22

140,345.37

139,342.14

43,720.32

80,205.81

 

 

ლარი

119,312.44

283,256.88

294,925.37

363,636.36

245,334.8

280,939.95

73,311.37

168,736.07

 

 

 

ცხრილი2 ბ

რუსული რუბლის საშუალოწლიური კურსი

აშშ დოლართან და ქართულ ლართან მიმართებაში (2009-2017)

(წყაროები: რუსეთის ფედერაციის მონაცემთა ბაზა ვალუტის კურსების შესახებ;

https://www.calc.ru/kotirovka-gruzinskiy-lari.html)

 

 

რუსული

რუბლი

აშშ დოლარი

 

 

 

რუსული

რუბლი

ქართული ლარი

2009

31,83

1

 

 

2009

19.78

1

2010

30,36

1

 

 

2010

17.44

1

2011

29,39

1

 

 

2011

16.75

1

2012

31,08

1

 

 

2012

18.70

1

2013

31,85

1

 

 

2013

18.22

1

2014

38,61

1

 

 

2014

19.15

1

2015

61,07

1

 

 

2015

36.42

1

2016

66,08

1

 

 

2016

31.41

1

2017

58,29

1

 

 

2017

22.18

1

 

ცხრილი3

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი

 

2014

(ფაქტი)

2015

(ფაქტი)

2016

(ფაქტი)

2017

(კორექტ. გეგმა - 20.12.2017)

2017

(ფაქტი)

2018

(გეგმა)

ათ. რუბლ.

%

ათ. რუბლ.

%

ათ. რუბლ.

%

ათ. რუბლ.

%

ათ. რუბლ.

%

ათ. რუბლ.

%

ეროვნული ეკონომიკა

 

(მ.შ. რუსეთის ფინანსური დახმარება საინვესტი­ციო პროგრამის მიხედვით)

557,400.0

 

(53,500.0)

6,6

887,897.3

18

2,522,719.9

 

(2,230,913.4)

32,4

-

 

(2,585,980.0)

 

 

 

 2,099,774.8

 

(1,620,530.0) 

 

საერთო სახელმწიფოებრივი საკითხები

 

 

1,249,557.2

25,3

1,699,210.4

21,8

 

 

 

 

1,603,848.3

 

ეროვნული უსაფრთხოება და სამართალდამცავი საქმიანობა

 

 

962,949.9

19,5

1,073,543.7

13,8

 

 

 

 

1,220,746.9

 

ეროვნული თავდაცვა

 

 

313,909.0

6,3

347,933.7

4,5

 

 

 

 

346,344.7

 

ჯანდაცვა

567,301.0

6,7

310,269.9

6,3

428,598.8

5,5

 

 

 

 

587,982.6 

 

განათლება

1,215,471.0

14,3

257,049.3

5,2

337,003.4

4,3

 

 

 

 

338,252.1

 

სოციალური პოლიტიკა

102,094.0

1,2

89,852.4

1,8

151,251.3

1,9

 

 

 

 

202,406.9

 

სხვა ხარჯები

 

 

873,500.2

17,7

902,437.9

11,6

 

 

 

 

 

 

მათ შორის:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კულტურა, ხელოვნება და მედია

 

 

 

 

248,378.4

3,2

 

 

 

 

285,567.9

 

ფიზკულტურა, სპორტი და ახალგაზრდული პოლიტიკა

 

 

 

 

70,615.6

0,9

 

 

 

 

67,356.7

 

გარემოს დაცვა

 

 

 

 

13,588.0

0,2

 

 

 

 

12,665.3

 

სულ

8,471,700.0

100

4,944,985.2

100

7,795,281.1

100

9,075,018.7

100

 

 

7,533,251.8

100

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის

პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმართველო

<< უკან