ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          01 02
04 05 07
10 11 13 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

 

ანალიტიკა

ოკუპირებული აფხაზეთის საბანკო სექტორში არსებული პრობლემების ანალიზი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმმართველო

 

ოკუპირებული აფხაზეთის საბანკო სექტორში არსებული პრობლემების ანალიზი

 

ივნისი, 2018

 

შინაარსი

1.    შესავალი

  1. ოკუპირებული აფხაზეთის საბანკო სექტორის პრობლემები

2.1.   საბანკო სექტორის მთავარი სუბიექტები და მათი საქმიანობის ფინანსური შედეგები

2.2.   ფინანსური რესურსების დეფიციტი და კრედიტების დაუბრუნებლობის პრობლემა

2.3.   ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის შემნახველი ბანკის პრობლემები

2.4.   ე.წ. არაკომერციული პარტნიორობა(აპ) „აპრა"

2.5.   2015-2018 წწ. დაკრედიტების პროგრამები და მათი შედეგები

2.5.1. მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება

2.5.2. „სახელმწიფო" მოსამსახურეთა და პენსიონერთა დაკრედიტება

2.5.3. სამომხმარებლო კრედიტი

დასკვნები

 

1. შესავალი

2018 წლის 2 ივნისსაფხაზეთისე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტში, პირველ ე.წ. ეროვნულ ფორუმზე „აფხაზეთის სტრატეგია 2025",სიტყვით გამოსვლის დროს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო „ლიდერმა" რაულ ხაჯიმბამ ხაზი გაუსვა იმ სავალალო მდგომარეობას, რომელიც ეხება რეგიონში არსებული ფინანსური საშუალებების დეფიციტს როგორც საბიუჯეტო, ისე საბანკო სექტორში.

მისი თქმით, 19 წელია (იგულისხმებარ. ხაჯიმბას ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდამდე - 2015 წლამდე) პრაქტიკულად მიმდინარეობს ამ სფეროს მოშლის პროცესი, რამაც განაპირობა ბიზნესსა და საბანკო სფეროს შორის დღეისათვის არსებული ურთიერთობების ჩამოყალიბება [1].

ჩვენი მორიგი საინფორმაციო ბიულეტენის მიზანია, სხვადასხვა წყაროდან მოპოვებული ინფორმაციისა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების გამოყენების საფუძველზე გავაშუქოთრეგიონის საბანკო სექტორში არსებულიძირითადი პრობლემები და განვიხილოთ ზოგიერთი ტენდენცია ამ სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ.

 

2. ოკუპირებული აფხაზეთის საბანკო სექტორის პრობლემები

2.1.     საბანკო სექტორის მთავარი სუბიექტები და

მათი საქმიანობის ფინანსური შედეგები

ოკუპირებული აფხაზეთის საბანკო-საკრედიტო სისტემა შედგება შემდეგი მოქმედი სუბიექტებისაგან:

1.    .წ. აფხაზეთის რესპუბლიკის ეროვნული ბანკი;

2.    .წ. აფხაზეთის რესპუბლიკის სააქციო კომერციული შემნახველი ბანკი;

3.      9 საკრედიტო ორგანიზაცია(1. ООО КБ «Сухум-Банк»; 2. ООО КБ «Гарант-Банк»; 3. ООО КБ «АМРА-Банк»; 4. ООО КБ «КИБИТ-Банк»; 5. ООО КБ «Универсал-Банк»; 6. ООО КБ «Черноморский Банк Развития»; 7. ООО КБ «Гагра-Банк»; 8. ООО РНКО (Расчетная Небанковская Кредитная Организация) «Очамчыра»; 9. Банк (ООО) «Центр международных расчетов Абхазия»).

ცალკე აღსანიშნავია რუსეთის ბანკის ე.წ. საველე დაწესებულება (Полевое Учреждение Банка России) №43192, რომელიც რეგისტრირებულია გუდაუთის რაიონის ს. ბომბორაში.

ქვემოთ გვაქვს მოყვანილი ბოლო 1 წლის განმავლობაში ოკუპირებული აფხაზეთის საბანკო სექტორში მოქმედი მთავარი სუბიექტების მიერ მიღებული ყოველკვარტალური მოგება/ზარალის დინამიკა (იხ. ცხრილი 1).

ცხრილი 1

ოკუპირებული აფხაზეთის საბანკო სექტორის მთავარი სუბიექტების

ყოველკვარტალური მოგება/ზარალი, რუბლი(აშშ დოლარი)

(აქ და სხვაგან აშშ დოლარის კურსი რუსულ რუბლთან მიმართებაში გაანგარიშებულია ყოველი წლის აღნიშნული ვალუტის კურსის საშუალოკვარტალური და საშუალოწლიური მაჩვენებლის მიხედვით -

იხ. დანართის ცხრილი ა და ცხრილი ბ)

 

01.07.2017

(2017, II)

01.10.2017

(2017, III)

01.01.2018

(2017, IV)

01.04.2018

(2018, I)

1

.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის სააქციო კომერციული შემნახველი ბანკი

-11,576,000

(= -202,554 $)

-14,239,000

(= - 241,339 $)

-274,214,000

(= - 4,708,345 $)

-27,442,000

(= - 483,815 $)

2

ООО КБ «СУХУМ-БАНК»

1,799,000

(= 31,479 $)

2,758,000

(= 46,746 $)

2,766,000

(= 47,493 $)

-5,804,000

(= - 102,327 $)

3

ООО КБ «ГАРАНТ-БАНК»

9,601,000

(= 167,997 $)

15,153,000

(= 256,831 $)

24,056,000

(= 413,049 $)

-1,107,000

(= - 19,517 $)

4

ООО КБ «АМРА-БАНК»

7,536,000

(= 131,864 $)

12,523,000

(= 212,254 $)

19,590,000

(= 336,367 $)

5,794,000

(= 102,151 $)

5

ООО КБ «КИБИТ-БАНК»

-375,000

(= - 6,562 $)

-3,488,000

(= - 59,119 $)

13,000

(= 223 $)

55,000

(= 970 $)

6

ООО КБ «УНИВЕРСАЛ-БАНК»

798,000

(= 13,963 $)

2,458,000

(= 41,661 $)

2,987,000

(= 51,288 $)

2,197,000

(= 38,734 $)

7

ООО КБ «ЧЕРНОМОРСКИЙ БАНК РАЗВИТИЯ»

1,352,000

(= 23,657 $)

1,348,000

(= 22,847 $)

846,000

(= 14,526 $)

225,000

(= 3,967 $)

8

ООО КБ «ГАГРА-БАНК»

-16,974,000

(= - 297,008 $)

-19,495,000

(= - 330,424 $)

-24,512,000

(= - 420,879 $)

-3,663,000

(= - 64,580 $)

9

ООО РНКО «ОЧАМЧЫРА»

-1,697,000

(= - 29,694 $)

-2,404,000

(= - 40,746 $)

-4,262,000

(= - 73,180 $)

-130,000

(= - 2,292 $)

10

Банк (ООО) «Центр международных расчетов Абхазия»

 

 

7,458,000

(= 128,056 $)

325,000

(= 5,730 $)

 

ცხრილიდან ჩანს, რომ ბოლო პერიოდში (2017 წლის ბოლო 2 კვარტალი და 2018 წლის პირველი 2 კვარტალი) ბანკების ფინანსური მდგომარეობის შედეგები ყოველ­კვარტალურად  არასტაბილურად მერყეობდა.

აღსანიშნავია ზოგადად დადებითი დინამიკა იმ თვალსაზრისით, რომ ზარალში მომუშავე ბანკების საქმიანობა ამ კვარტალების მიხედვით უფრო და უფრო ნაკლები ზარალის მომტანია. ამასთან, ბანკების უმრავლესობა მაინც გადის მოგებაზე, თუმცა ეს მოგება მცირე მოცულობისაა, ხოლო მიღებული შედეგებისდინამიკა ატარებს ძალზე მერყევ ხასიათს.

აღსანიშნავია აფხაზეთის ე.წ. პარლამენტშიე.წ.ეროვნულიბანკისთავმჯდომარისბესლანბარათელიას მიერ გაკეთებული განცხადებები 2017 წლისმუშაობისშედეგებთან დაკავშირებით.

2017 წლისგანმავლობაში, ე.წ ეროვნულიბანკისშემოსავალმა265 მლნრუბლი(დაახლ. 4,546,234 აშშ დოლარი) შეადგინა, ხოლოგასავალმა- 198 მლნრუბლი (დაახლ. 3,396,809 აშშ დოლარი),შედეგად ბანკმა მიიღო 66 მლნრუბლის (დაახლ. 1,132,269 აშშ დოლარის) მოგება. 2017 წელს(წინა წელთან შედარებით) რეგიონისმთავარმაბანკმადაგროვილიმოგებაგაზარდა 186,5 მლნრუბლამდე, ანუ გაზარდა 20%-ით.

აფხაზეთისმოსახლეობამუფრომეტიფულის ჩადებადაიწყო საბანკოსისტემაში, რომელმაცნაწილობრივგავლენა მოახდინა15%-ითვალუტის ზრდაზეკონსოლიდირებულბალანსშიდაშეადგინა10,8 მლრდრუბლი.

"2017 წლისდასაწყისში ფიზიკური პირების დეპოზიტებისმოცულობამშეადგინა 1 მლრდ 46 მლნრუბლი, ხოლო 2018 წლის დასაწყისში - 1მლრდ 182 მლნრუბლი,რომლის60%-ი - ესდეპოზიტებია, რომელიც განთავსებულია ე.წ. შემნახველ ბანკში, ხოლო დანარჩენი -სხვაკომერციულბანკებში", - განმარტაბარათალიამ.

2017 წლისბოლოსთვისრეგიონის9ბანკიდან7 ბანკი გავიდა „პლიუსში". ამ ბანკებისსაერთომოგებამშეადგინა 8მლნრუბლზე (დაახლ. 137,244 აშშ დოლარზე) ოდნავ მეტი.ყველაზემომგებიანიიყო "გარანტიბანკი" და "ამრაბანკი".ზარალი მიიღო "გაგრაბანკ"-მა, ე.წ. „შემნახველმა ბანკ"-მადაარასაბანკოსაკრედიტოორგანიზაციამ „ოჩამჩირე" [2]. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ ბ. ბარათელიას 2016 წლის 26 მაისის განცხადებას, რომლის მიხედვით, 2015 წლის განმავლობაში 8 ბანკიდან 6-მა ბანკმაწელიმოგებითდახურა დამაშინ ყველაზე დიდმა მოგებამ შეადგინა 86 მლნრუბლი (დაახლ. 1,408,220 აშშ დოლარი) [3], თუმცადინამიკაში ბანკების წარმატებიან საქმიანობაზე საუბარი ზედმეტია.

 

2.2.     ფინანსური რესურსების დეფიციტი და

კრედიტების დაუბრუნებლობის პრობლემა

ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ დღეისთვის, ისევე როგორც 2015 წელს [4] (როდესაცრ. ხაჯიმბა თავისი გუნდით მოვიდახელისუფლებაში), რეგიონის საბანკო-საკრედიტო სისტემის მთავარ პრობლემად რჩება ბანკების მიერგაცემულიკრედიტებისა და სესხების დაუბრუ­ნებლობა.

2015 წლის 18 თებერვალს ბანკირებთან შეხვედრის დროს რ. ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ რეგიონში არსებული 12 ბანკიდან 5ბანკი არ არის ქმედუნარიანი, ხოლო დარჩენილი 7 ბანკიდანმხოლოდ 3 ბანკს შეუძლია რეალურად მუშაობა. მთავარ პრობლემად დასახელდა კრედიტების დაუბრუნებლობა. დაუბრუნებელ კრედიტებთან დაკავშირებით სასამართლოში შეტანილია საჩივრებიჯამში დაახლოებით 707 მლნ რუბლზე. სასამართლო განაჩენებმაკრედიტების დაბრუნების შესახებ მოიცვა 651 მლნ 273 ათასი რუბლი, ხოლორეალური აღსრულება შეეხომხოლოდ 203 მლნრუბლს.ამასთან ერთად, ცალკე აღსანიშნავია, რომ ე.წ. შემნახველი ბანკის მიერ გაცემული კრედიტების 99%-ი დაუბრუნებელია.

მან ხაზი გაუსვა, რომ ხშირად ბანკების მიერ კრედიტები გაიცემოდა ისე, რომ წინასწარ იყო ცნობილი კლიენტის გადამხდელუუნარობის შესახებ [5].

ამ პრობლემასთან დაკავშირებით დაახლოებით ერთი წლის შემდეგ (2016 წლის 29 მარტს) რ. ხაჯიმბამ დაავალა რეგიონის ე.წ. გენერალურ პროკურორს ალექსეი ლომიას დაუბრუნებელი კრედიტების გამოძიების საქმეების კონტროლი. 2016 წლის 1 მარტისთვის ე.წ. ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით დაუბრუნებელი კრედიტების მიმართ აფხაზეთში დავალიანება შეადგენდა1,272 მლრდ რუბლს (დაახლ. 19,149,394 აშშ დოლარს) [6].

2018 წლისთვის ზოგადად სიტუაცია ოდნავ შეიცვალა, მაგრამ ძირითადი პრობლემები დარჩა იგივე დონეზე.

ეკონომიკის დაკრედიტებისთვის რესურსების არარსებობის გარდა, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა - კრედიტების ცუდი მომსახურეობა.

ბ. ბარათელიას მონაცემებით, 1 მლრდ 900მლნ რუბლიდან, რომელიც გამოყოფილი აიურიდიული პირებისთვის, დღეისთვის მხოლოდ 22%-ია, სტანდარტული სესხის სტატუსის მდგომარეობაში. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ყოველი მეხუთე მეწარმე ემსახურება სესხს როგორც საჭიროა.მეწარმეთა თითქმის 80%-ი ან ცუდად ემსახურება კრედიტებს, ან არის პრობლემატური და უიმედოც კი. მსგავსი მდგომარეობააფიზიკური პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეების მიმართ: კრედიტებს ნორმალურად ემსახურება ინდმეწარმეების 46%-ი დაფიზიკური პირების 40%-ი [7].

ე.წ. ეროვნული ბანკის თავმჯდომარემ ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ აფხაზეთის საბანკო სისტემაში წარმოქმნილი ყველა პრობლემა პირდაპირ უკავშირდება რეგიონის ე.წ. შემნახველ ბანკს [8].

2018 წლის 31 იანვრის სოხუმის რაიონის საზოგადოებასთან შეხვედრაზე ე.წ. პრეზიდენტმა რ. ხაჯიმბამ ახსნა ე.წ. გენერალურ პროკურორ ზურაბ აჩბასთვის მიცემული დავალება იმ პირთა სიის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, ვინც არ უბრუნებდა შესაბამის კრედიტებს ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის შემნახველ ბანკს. მისი თქმით, კრედიტების გარანტად ჩადებული იყო ბინები, რომლის ღირებულება 500 ათას რუბლს არ აღემატებოდა, მაშინ როდესაც იღებდნენ 3-5 მლნ რუბლის მოცულობის სესხებს [9].

საბოლოოდ, ეს სია გამოქვეყნდააფხაზეთის ე.წ. პროკურატურის ვებ-გვერდზე [10].

აღმოჩნდა, რომ ე.წ. შემნახველი ბანკის მიმართ 2018 წლის 5 თებერვლისთვის 11 მლნ დოლარზე მეტი დავალიანება ჰქონდა 360 იურიდიულ და ფიზიკურ პირს. ეს კრედიტები გაიცემოდა როგორც აღნიშნული ბანკის, ისე ე.წ. პრივატიზაციის სპეციალური არასაბიუჯეტო ფონდის მიერ [11]. აღსანიშნავია, რომ აფხაზურ საზოგადოებაში სიის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით ზოგიერთი ორგანიზაციის მხრიდან გამოითქვა გარკვეული კრიტიკა. ფონდ „აპრა"-ს წარმომადგენლებმა ბრალი დასდეს ხელისუფლებას, ერთი მხრივ, საზოგადოებაში შუღლის გაღვივებაში, ხოლო მეორე მხრივ, შერჩევითობაში, ანუ აღნიშნული სიიდან გარკვეული პირების ამოღებაში [12].

 

2.3.     ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის შემნახველი ბანკის პრობლემები

ე.წ. პარლამენტში 2017 წლის მუშაობის შედეგების ანგარიშის დროს ე.წ. აფხაზეთის ეროვნული ბანკის თავმჯდომარემ ბესლან ბარათელიამ აღნიშნა, რომ აფხაზეთის ე.წ. შემნახველი ბანკი კოლაფსის ზღვარზე იყო და ე.წ. ეროვნული ბანკი იძულებული გახდა 2017 წლის ნოემბერშიშემოეყვანადროებითი ადმინისტრაცია მისი პრობლემების მოსაგვარებლად.

ამ ღონისძიებების განხორციელების მომენტისთვის შემნახველ ბანკს დაგროვილი ჰქონდაშემდეგი სახის პრობლემები: ერთი მხრივ, შეფერხებები გადახდებში, რომელიც შეადგენდა 200 მლნ რუბლზე (დაახლ.3,431,120 აშშ დოლარზე) მეტს, ხოლო მეორე მხრივ -დაახლოებით 800 მლნ რუბლის (დაახლ. 13,724,481 აშშ დოლარის) ზარალი, ბანკის არსებობის მთლიანი პერიოდის განმავლობაში. ლიცენზიის წართმევისგან ე.წ. შემნახველი ბანკი გადაარჩინა იმ ფაქტმა, რომ მისი მეშვეობით ხორციელდებოდა აფხაზეთის მაცხოვრებლებისთვის პენსიებისა და ხელფასების გაცემა.

შემნახველ ბანკში დროებითი ადმინისტრაციის შემოყვანისთანავე მეანაბრეებში დაიწყო პანიკა. რამდენიმე დღის განმავლობაში ბანკიდან გატანილ იქნა ათეული მილიონობით რუბლი, რადგან მეანაბრეებს ეშინოდათ ბანკის გაკოტრების. სხვა ბანკებმაც დაიწყეს თავიანთი ანგარიშების დახურვა.

მეანაბრეების დამშვიდება მოხერხდა მოკლევადიანი კრედიტების გაცემით დაახლოებით 400 მლნ რუბლის (დაახლ. 6,862,240 აშშ დოლარის)მოცულობით.

მაგრამ ეს არ იყო საკმარისი, საჭირო გახდა ე.წ. ეროვნული ბანკის რესურსების ჩართვა.

დროებითი ადმინისტრაციის წინაშე იდგა ორი ამოცანა - მიმდინარე გადახდების უწყვეტობის უზრუნველყოფა დასაბოლოოდ ბანკის მოგებაზეგაიყვანა. ამისთვის შემუშავდა შემნახველი ბანკის ფინანსური აღდგენის შესაბამისი გეგმა და დეპოზიტების მოზიდვის პროგრამა.

ამ გეგმის და პროგრამის განხორციელების პირველი 2 თვის შემდეგ აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეებმა შეიტანეს შემნახველ ბანკში 250 მლნ რუბლი (დაახლ. 4,255,900 აშშ დოლარი)გაზრდილი 18%-იანი განაკვეთით.

კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო ის, რომ დაიხურა საკრედიტო კომიტეტი, ვინაიდან, ე.წ. ეროვნული ბანკის თავმჯდომარის ბ. ბარათელიას თქმით,  გაცემული სესხების ხარისხი იყო ძალზე დაბალი, რაცმნიშვნელოვნად აზარალებდა ბანკს. ასევე ჩაშვებული იყო  რამდენიმე ახალი საკრედიტო პროგრამა.

დღეს ბანკითვეში საშუალოდ გასცემს 50 მლნ რუბლის(დაახლ. 857,780 აშშ დოლარის)კრედიტებსდაახლოებით 1 ათასმსესხებელზე.

ბ. ბარათალიამ აღნიშნა, რომ ამ პოლიტიკის შედეგად, ბანკის შემოსავლები 2017 წლის დეკემბრიდან იზრდება და 2018 წლის ივნისისთვის გაიზარდა1 მლნ რუბლიდან7მლნ რუბლამდე.

ე.წ. პარლამენტის დეპუტატების შეკითხვაზე, თუ რამ გამოიწვია კრიზისი შემნახველ ბანკში, ბ. ბარათელიამ განაცხადა, რომ ამ ბანკის დროებითი ადმინისტრაციის მიერყველა შეგროვებული მასალა, მისი საქმიანობის დარღვევებთან დაკავშირებით, გადაცემულია პროკურატურაში. ამასთან, მან რბილად აღნიშნა, რომაღნიშნული ბანკის ფინანსური სირთულეები უკავშირდება არაეფექტიან მენეჯმენტს, რომელიც შეიცავდაგაფლანგვის ელემენტებს [13].

დროებითი ადმინისტრაცია შემნახველ ბანკში შევიდა 2017 წლის ნოემბერში 6 თვის ვადით იმისათვის, რომ გამოეყვანა ბანკი 500 მლნ რუბლის ზარალიდან.

ადმინისტრაციამ ამ პერიოდის განმავლობაში განახორციელა 63 ვადაგადაცილებული კრედიტის რესტრუქტურიზაცია. წინასასამართლო პროცედურების პერიოდში, ამოღებული იქნა 26 მლნ რუბლამდე დავალიანება.

სასამართლოშს გადაეცა 63 საჩივარიჯამში 300 მლნ რუბლზე და 4 საჩივარი ჯამში 870 ათას აშშ დოლარზე. ამ დროისთვის კრედიტების დაბრუნებაზე სასამართლოს მიერ გამოტანილია 37 განაჩენი,ჯამში 170 მლნ რუბლზე და 2 განაჩენი,ჯამში 420 ათასი აშშ დოლარზე.

გამოტანილი განაჩენების მიხედვით ამოღებულია 3 მლნ რუბლი და 21,000 რუბლისე.წ. „სახელმწიფო" ბაჟი.

დარჩენილი სასამართლო გადაწყვეტილებების მიხედვით, აღძრულია სააღსრულებო წარმოება.

გენერალური პროკურატურის მიერ ადრე გამოქვეყნებულ სიაში აღნიშნული მევალეების მიერდაბრუნებულია დაახლოებით 4,5 მლნ რუბლი.

ამჟამად აფხაზეთის ე.წ. შემნახველი ბანკის აქტივები აფხაზეთის საბანკო სისტემის მთლიანი აქტივების 45%-ზე მეტია. აფხაზეთის შემნახველ ბანკს აქვს 7 ფილიალი და 15 დამატებითი ოფისი რეგიონში [14].

 

2.4.     ე.წ. არაკომერციული პარტნიორობა (აპ) „აპრა" (АПРА)

აფხაზეთშიე.წ. ეროვნულოსაგადამხდელოსისტემისშექმნადაიწყო 2011 წლის 14 ნოემბერსე. წ. "გადახდის ელექტრონულისაშუალებებისგამოყენებით ეროვნულისაგადამხდელოსისტემისშესახებ" კანონისმიღებით და დასრულდა 2012 წლისბოლოსე.წ. ეროვნული ბანკის მიერ მისი ექსპლუატაციაში ჩაშვებით, საგადამხდელო სფეროში არსებული საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებისა და რეკომენდაციების შესაბამისად. ე.წ. ეროვნული საგადამხდელო სისტემის ფუნქციონირების ძირითადირეგულატორებია, ერთი მხრივ, არაკომერციული პარტნიორობა (აპ)„აპრა" (АПРА - Абхазская Платежно-Расчетная Ассоциация- ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საგადამხდეელო სისტემის მონაწილეთა გაერთიანების საფუძველზე არაკომერციული პარტნიორობის სახით), ხოლო მეორე მხრივ - ე.წ. ეროვნული ბანკი, როგორც რეგიონისსაბანკოსისტემისმთავარი მაკოორდინირებელი დამარეგულირებელიორგანო. ამ დროისთვის ე.წ. ეროვნული საგადამხდელო სისტემის შემადგენლობაში არის 8 საკრედიტო ორგანიზაცია, რომლებსაც აქვთ „აპრა" ბარათების ემისიისა და ეკვაირინგის უფლება და აგრეთვე, გარე საგადამხდელო სისტემების პლასტიკური ბარათების ეკვაირინგის უფლება [15].

აღსანიშნავია, რომ „აპრა" სისტემის შექმნაში ჩადებული იყო 400 მლნ რუბლი (დაახლ. 12,870,012 აშშ დოლარი)რუსეთის ფინანსური დახმარებების სახსრებიდან [16].

თავის ერთ-ერთ განცხადებაში ბესლან ბარათელია აღნიშნავდა, რომ 2015 წელს ე.წ. საბანკო საგადამხდელო სისტემა "აპრა"- მაქტიურად დაიწყო განვითარება.2015 წლის ბოლოს თვის ბარათების მფლობელთა რაოდენობამ შეადგინა 27 ათასი 572 ადამიანი.აქტიურად ვითარდებოდა საგადახმხდელო ინფრასტრუქტურა - 2016 წლის 1 იანვრის თვის აფხაზეთში მოქმედებდა  69  ბანკომატი, ძირითადად ქ.სოხუმსა და ქ. გაგრაში, და 230 წერტილი, სადაც გადახდა შესაძლებელი იყო ბარათებით. ამასთან, საბანკო და საგადამხდელო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით შესაძლებელიგახდა ტრანზაქციების რაოდენობისგაზრდა - საგადამხდელო სისტემა "აპრა"-ს მეშვეობით გაიცა 1 მლრდ 62 მლნრუბლი (დაახლ. 17,389,880 აშშ დოლარი) [17].

2015 წლის იანვრის შედეგების მიხედვით, „აპრა" ბარათების მიხედვით ოპერაციების მოცულობა თვეში 20 ათასრუბლს შეადგენდა, თებერვალში - 250 ათას რუბლს, მარტში - 500 ათას რუბლს, ხოლო 2015 წლის 9 თვის განმავლობაში ოპერაციების მოცულობამ 70 მლნ რუბლი შეადგინა.

2016 წლისშედეგებით, 60,000 ადამიანი გახდა „აპრა" ბარათის მფლობელი, რომლებიც ბანკებს ინფრასტრუქტურაში ინვესტიციის განხორციელების საშუალებას აძლევდნენ. აფხაზეთში ამ დროისთვის (2016 წელი) უკვე არის დაყენებული 90-ზე მეტი ბანკომატი და 700-ზე მეტი ტერმინალი.

თუ2015 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში "აპრა" სისტემამ გაატარა ნახევარი მილიარდი რუბლი (დაახლ. 8,187,326 აშშ დოლარი), 2016 წელს ეს მაჩვენებელი 4 მილიარდი რუბლით (დაახლ. 60,532,687 აშშ დოლარი) განისაზღვრა. ამასთან, 2016 წლის 9 თვის განმავლობაში, „აპრა" - სბარათებით გადახდილი თანხა 348 მლნრუბლს(დაახლ. 5,266,343 აშშ დოლარს) შეადგენდა [18].

2017 წლის 22 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე აფხაზეთის ე.წ. ეროვნული ბანკის თავმჯდომარემ ბესლან ბარათელიამ განაცხადა, რომ საგადამხდელო სისტემის მეშვეობით ოპერაციათა საერთო მოცულობამ (ფულის მოხსნა ანგარიშებიდან და გადახდები „აპრა" ბარათების მეშვეობით) შეადგინა 5 მილიარდი 563 მილიონი რუბლი (დაახლ. 95,436,610 აშშ დოლარი) - ეს არის 85%-ზე მეტი, ვიდრე შარშან ამ პერიოდში. გასულ წელს იყო 3 მილიარდი რუბლი (45,399,515 აშშ დოლარი). გარდა ამისა, ბ. ბარათელიას თქმით, (2017 წლის 15-დან 22აგვისტომდე) აფხაზეთში დაფიქსირდა რეკორდი - პირველად საგადამხდელო სისტემის არსებობის დღიდან 1 დღის განმავლობაში სისტემაში გატარდა 102 მლნრუბლი - ძირითადად ეს არის ნაღდი ფულის გაცემა.

2017 წელს საბანკო ბარათებით განორციელდა 638 მლნ რუბლის (დაახლ. 10,945,273 აშშ დოლარის) მოცულობის გადახდები, მაშინ როდესაც 2016 წელსეს მაჩვენებელი შეადგენდა 230 მლნრუბლს (დაახლ. 3,480,629 აშშ დოლარს).

2017 წელს აფხაზეთის მოსახლეობამ უფრო აქტიურად დაიწყოსაბანკო ბარათებით სარგებლობა, თუმცა აღსანიშნავია ბრუნვის მცირე მასშტაბები - ზემოთ აღნიშნული 638 მლნ რუბლიდან (დაახლ. 10,945,273 აშშ დოლარიდან) აფხაზური ბარათებით განხორციელდა მხოლოდ 20 მლნ რუბლის (დაახლ. 343,112 აშშ დოლარის) მოცულობის გადახდები, თუმცა 2016 წელს 230 მლნ რუბლიდან (დაახლ. 3,480,629 აშშ დოლარიდან) ეს მაჩვენებელი მხოლოდ 7 მლნ რუბლს (დაახლ. 105,932 აშშ დოლარს) შეადგენდა.

2017 წლის ბოლოს თვის აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე შეიქმნა 1169 მოწყობილობა, რომელთაგან დაახლოებით 1ათასი - პოს-ტერმინალია (საბანკო ბარათებით შესყიდვების განხორციელებისთვის) დადაახლოებით100- ბანკომატია (საბანკო ბარათებით ნაღდი ფულის მოხსნისთვის).

„აპრა" ბარათის მფლობელთა რაოდენობა დღეს (22.08.2017) დაახლოებით 80 ათასი ადამიანია. ბ. ბარათელიას თქმით, წელიწადში საშუალოდ აფხაზეთში 300-400 პოს-ტერმინალი მონტაჟდება. აგვისტოში, ოპერაციების საშუალო მოცულობა საერთაშორისო ბარათების საშუალებით შეადგენს 20 მლნ რუბლს(დაახლ. 343,112 აშს დოლარს) დღეში, აქედან 14 მლნრუბლს (დაახლ. 240,178 აშშ დოლარს) ბანკომატებიდან ხსნიან ტურისტები, ხოლო6მლნ რუბლი(დაახლ. 102,934 აშშ დოლარი) წარმოადგენს რუსული ბარათებით გადახდებს [19].

2017 წელი წარმატებული იყო ე.წ. ეროვნული საგადამხდელო სისტემის "აპრა"-სთვის, რომლის ბრუნვა თითქმის 40%-ით გაიზარდა - 5.9 მლრდ რუბლიდან(ანუ 96,610,447 აშშ დოლარიდან) 10 მლრდრუბლამდე (ანუ 171,556,013 აშშ დოლარამდე). ბესლან ბარათელიას თქმით, მნიშვნელოვან მიღწევად ჩაითვლება ის, რომ 2017 წელს აფხაზეთში ტურისტებისმიერ ბანკომატებიდან ამოღებული იყო დაახლოებით 3 მლრდ რუბლი (დაახლ. 51,466,803 აშშ დოლარი), რაც 51%-ით აღემატება წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს [20].

 

2.5.  2015-2018 წწ. დაკრედიტების პროგრამები და მათი შედეგები

2015-2018 წწ. ე.წ. აფხაზეთის ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და განახორციელა შემდეგი საკრედიტო პროგრამები:

1. მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება, მათ შორის ვაჭრობაში ჩართული მეწარმეების დაკრედიტება;

2. „სახელმწიფო" მოსამსახურეთა და პენსიონერთა დაკრედიტება;

3. სამომხმარებლო სესხების გაცემა რეგიონის ყველა მოქალაქეზე.

2016 წლის 26 მაისს ე.წ. პარლამენტარებისთვის აფხაზეთისე.წ. ეროვნული ბანკის თავმჯდომარემ ბესლან ბარათელიამ წარადგენა 2015 წლის თვის შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიში, რომლის მიხედვით 2016 წლის 1 იანვრისთვის რეგიონის ყველა საკრედიტო დაწესებულებების მიერ გაცემული სესხების მოცულობა შეადგინა 3 მლრდ 221 მლნრუბლი (დაახლ. 52,742,754 აშშ დოლარი), რომელიც 636  მლნ რუბლით მეტია 2014 წლის იგივე მაჩვენებელთან შედარებით, ანუ 2014 წელს ეს მაჩვენებელი შეადგენდა 2 მლრდ 585 მლნ რუბლს (დაახლ. 66,951,567 აშშ დოლარს).

ამასთან, 3 მლრდ 221 მლნრუბლიდან 3 მლრდრუბლზე მეტი აფხაზეთისე.წ. ეროვნულიბანკის მიერ არის გაცემული, მათ შორის 2 მლრდ 164 მლნ რუბლი გაცემული იყო იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის, ხოლო 1 მლრდ - ფიზიკურ პირებისთვის. საბანკო სისტემის მიმართნდობის მატებამ განაპირობა ბანკებში მოსახლეობის დეპოზიტების მოცულობის გაზრდა 877,5 მლნრუბლამდე [21].

აღსანიშნავია, რომ აქ ციფრებით მანიპულირებას აქვს ადგილი, რადგან თუ გავითვალისწინებთ ამ წლებში რუსულ რუბლთან დოლარის კურსის საკმაოდ მნიშვნელოვან ცვლილებას (საშუალოწლიური კურსის მიხედვით 2014 წელს 1 აშშ დოლარი ღირდა 38,61 რუსული რუბლი, ხოლო 2015 წელს 1 აშშ დოლარი ღირდა 61,07 რუსული რუბლი), აღმოვაჩენთ, რომ რეგიონში გაცემულისესხების მოცულობა, პირიქით, შემცირდა.

ბ. ბარათელიამ აღნიშნა, რომ ამჯერად ზემოთ აღნიშნული საკრედიტოპროგრამების ფარგლებში გაცემული კრედიტების დაბრუნებასთან დაკავშირებით პრობლემები არ არსებობს - ყველა სესხი იფარება დროულად შესაბამისი გრაფიკების მიხედვით [22].

2016 წლის 25 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ბ. ბარათელიამ განაცხადა, რომ 1 წლისა და 9 თვის განმავლობაში, აფხაზეთის საერთო საბანკო სისტემის სასესხო პორტფელი გაიზარდა 1 მლრდ 200 მლნრუბლით, ანუ დაახლოებით 50%-ით. ამავდროულად, სესხების გაცემის ვადებიც შეიცვალა - სახეზეა გრძელვადიანი სესხების წილის გაზრდის ტენდენცია. მან ასევე აღნიშნა, რომ საკრედიტო რესურსების თითქმის ნახევარი გაცემულია იურიდიულ პირებზე [23].

2018 წლის 2 ივნისს  პირველ ე.წ. ეროვნულ  ფორუმზე „აფხაზეთის სტრატეგია 2025", სიტყვით გამოსვლის დროს ე.წ. ეროვნული ბანკის თავმჯდომარის ბესლან ბარათელიას განცხადებით, ეკონომიკური პროგრამების განხორციელება შეუძლებელია განვითარებული საბაზრო ინფრასტრუქტურის, მათ შორის, განვითარებული საბანკო სისტემის გარეშე. თუმცა, საბანკო სისტემის მწირი რესურსებით ფართომასშტაბიანი პროექტების შესახებ საუბარი ზედმეტია.მან აღნიშნა, რომ ე.წ. რესპუბლიკის შესაძლებლობები დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მზად იქნება საბანკო სისტემა მოიზიდოს რესურსები, რომელიც შეიძლება მოგვიანებით გამოყენებულ იქნას ე.წ. ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტებისთვის.

მისი აზრით, აფხაზეთის საბანკო სისტემის პოტენციალი საკმაოდ მოკრძალებულია, მთელი საბანკო სისტემის აქტივები შეადგენს 10 მლრდ რუბლს, აქედან ბანკების საკუთარი კაპიტალი - 778 მლნ რუბლია, ე.ი. 10 მლნ დოლარზე ოდნავ მეტი. 2018 წლის 1 იანვრისთვის მოზიდულმა რესურსმა შეადგინა 100 მლნ დოლარზე ოდნავ მეტი.

რეგიონის ეკონომიკის განვითარების კონტექსტში საბანკო სისტემის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა არის დაკრედიტება.

ბ. ბარათელიამ აღნიშნა, რომ მთელი საბანკო სისტემისსაკრედიტო პორტფელის მოცულობა დაახლ. 4 მლრდ რუბლია(დაახლ. 68,622,405 აშშ დოლარია), რომლის 47% მიმართულია იურიდიული პირების მხარდასაჭერად, 1 მლრდ 200 ათასი რუბლი - ფიზიკური პირებისთვის, ხოლო დანარჩენი - ინდივიდუალური მეწარმეების ხელშესაწყობად. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ საბანკო სისტემისთვის ეს უმნიშვნელო თანხებია, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნებოდა ბიძგის მიცემა დაჩქარებული ეკონომიკური განვითარებისთვის.დღეს (2018 წლის მაისი) საბანკო სისტემა იკვებება მხოლოდ შიდა წყაროებით, რომელიც საკმაოდ შეზღუდულია. ე.წ. ეროვნულ საბანკო სისტემას არ აქვს შესაძლებლობა მოიზიდოს რესურსები გარედან [24].

2018 წლის 30 მაისს ე.წ. პარლამენტარებისთვის აფხაზეთისე.წ. ეროვნულიბანკისთავმჯდომარემბესლანბარათელიამ წარადგინა 2017წლის ანგარიში. მისი თქმით,მიუხედავად იმისა, რომ კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელის მოცულობაც გაიზარდა 3,8 მლრდ რუბლიდან (2017 წელი) 4,1 მლრდ რუბლამდე (2018 წელი), რამაც შესაძლებელი გახადა, მეტი სესხები გაეცათ მოსახლეობისთვის, ეს ზრდა ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყოფს კრედიტების მასობრივ ხელმისაწვდომობას.

ბ. ბარათელიას თქმით, საშუალოდ,აფხაზეთში თვეში 700-დან 1,000-მდე ადამიანი ღებულობს კრედიტს [25].

 

2.5.1. მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება

2015 წლის ივნისის შუა რიცხვებიდან აფხაზეთის ე.წ. ეროვნულმა ბანკმა დაიწყომცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების პროცესი. პროგრამა მოიცავდა მხოლოდ 200 მლნ რუბლს (დაახლ. 3,274,930 აშშ დოლარს).ამ თანხის 70%-ი გაიცემოდა 1 მლნ რუბლამდე მოცულობის სესხების სახით, მაქსიმუმ 2 წლამდე, ხოლო დანარჩენი 30% - 3 მლნ რუბლამდე სესხის სახით, მაქსიმუმ 3 წლამდე.დაკრედიტების საერთო პაკეტის ნახევარი მიზნად ისახავს მეწარმეობის მხარდაჭერას სოფლად, ხოლომეორე ნახევარი - მცირე ბიზნესის დახმარებას ეკონომიკის სხვა სექტორებში.ე.წ. ეროვნული ბანკის თავმჯდომარის ბ. ბარათელიას თქმით, ეს პროგრამა სოციალურ ხასიათს ატარებს. აქედან გამომდინარე, საპროცენტო განაკვეთი შეადგენსწლიურ12%-ს, ანუთვეში 1%-ი,ხოლო იმ მეწარმეებისთვის, რომელებიც მუშაობენ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, საპროცენტო განაკვეთი შეადგენს წლიურ6%-ს, ხოლო ინვალიდი მეწარმეებისთვის საპროცენტო განაკვეთი წლიური10%-ია.100 მილიონი რუბლიდან, რომელიც მიმართულია ხელი შეუწყოს მეწარმეობას სოფლად, განაწილდა ე.წ. შემნახველი ბანკის მიერ.რაიონების კვოტები ასეთია: გაგრის რაიონისთვის გამოყოფილია15 მლნ რუბლი, გუდაუთის რაიონისთვის - 20 მლნ რუბლი, სოხუმის რაიონისთვის - 5 მლნ რუბლი, გულრიფშის რაიონისთვის - 13 მლნ რუბლი, ოჩამჩირის რაიონისთვის - 20 მლნ რუბლი, ტყვარჩელის რაიონისთვის - 15 მლნ რუბლი და გალის რაიონისთვის - 12 მლნ რუბლი [26].

აღსანიშნავია გარკვეული მოთხოვნები, რომლის დაცვის გარეშე კრედიტების აღება შეუძლებელია. შესაბამისად: მსესხებელი უნდა იყოს რეგისტრირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მინიმუმ 1 წლის განმავლობაში სასესხო განაცხადის შეტანის დღემდე; თანამშრომელთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 15 კაცს; მას ასვე უნდა ჰქონდეს აღებული ლიცენზიებიდა ნებართვები იმ საქმიანობაზე, რომლის დაკრედიტებაზე წარდგენილი აქვს მოთხოვნა; უნდა ჰქონდეს გახსნილი საბანკო ანგარიში, რომელზეც ისახება რეგულარული ფულადი ნაკადების მოძრაობა; არ უნდა ჰქონდეს დავალიანება სხვა საკრედიტო ორგანიზაციების მიმართ. გარდა ამისა, ბანკში წარდგენილი პროექტის რეალიზაციაშიმსესხებლის საკუთარი სახსრებით მონაწილეობის წილი უნდა იყოს პროექტის საერთო თანხის მინიმუმ 20%-ი. ამასთან, მსესხებელმა უნდა წარადგინოს გირაო, რომელიც შეადგენს მოთხოვნილი სესხის საერთო თანხისა და მისი გასტუმრების მთლიან ვადაზე გაანგარიშებული პროცენტების არანაკლებ 130%-ს. გირაოში შეიძლება იყოს გამოყენებული შენობა-ნაგებობა ან ე.წ. აფხაზეთისმთავრობისსაგარანტიო წერილი [27].

ზემოაღნიშნული მოთხოვნებით,ბანკები ჩავარდნებისაგან მაქსიმალურად არიან დაცული, ხოლო მსესხებლების მხრიდან კრედიტების მომსახურება - მაქსიმალურად გარანტირებული.



2.5.2. „სახელმწიფო" მოსამსახურეთა და პენსიონერთადაკრედიტება

2016 წლის 23 ნოემბერს აფხაზეთის ე.წ. ეროვნული ბანკის თავმჯდომარემ ბესლან ბარათელიამ გამართა პრესკონფერენცია, სადაც მან აღნიშნა, რომ მათი გათვლებით 2017 წლის ბოლოს თვის სამომხმარებლოკრედიტით ისარგებლებს 10 ათასზემეტიე.წ. სახელმწიფო მოხელე და პენსიონერი.მისი თქმით, შესაბამისი პროგრამის ფარგლებში გამოყოფილია 300 მილიონი რუბლი (დაახლ. 4,539,951 აშშ დოლარი). ეს პროგრამა გულისხმობს ე.წ. „აპრა"ბარათების მფლობელთა დაფინანსებას, ანუ პენსიონერებისადაე.წ. სახელმწიფო მოხელეებისთვის სესხების გაცემას. აქ სესხის უზრუნველყოფაში იდება მოქალაქეების მომავალი ხელფასები და პენსიები. „აპრა" ბარათის მფლობელს შეუძლია მიმართოს ბანკს და მოითხოვოს კრედიტი მისი 6 თვის ხელფასისა ან 6 თვის პენსიის ოდენობით, მაქსიმუმ 12 თვის ვადით. ხელფასზე სესხების საშუალო ოდენობა შეადგენს 80-100 ათასრუბლს, ხოლო პენსიების- 50-60 ათასრუბლს.

2016 წლის 23 ნოემბრისთვის უკვე გაცემული იყო143 მლნრუბლი (დაახლ. 2,164,043 აშშ დოლარი). ამ დროისთვის ამ კატეგორიის სესხითსარგებლობს 2,871 ადამიანი [28].

 

2.5.3. სამომხმარებლო კრედიტი

სახელფასო და საპენსიო კრედიტებისგან განსხვავებით 2018 წლის 1 თებერვლიდან ე.წ. შემნახველმა ბანკმა განახორციელა ახალი დაკრედიტების პროგრამა - "სამომხმარებლო სესხი"აფხაზეთის ყველა მცხოვრებლისთვის. აფხაზეთის ნებისმიერ ე.წ. მოქალაქეს შეუძლია მიმართოს სესხისთვის აფხაზეთის ე.წ. შემნახველ ბანკს და მოითხოვოს 200 ათას რუბლამდე(დაახლ. 3,500 აშშ დოლარამდე) კრედიტი 24%-იანი განაკვეთითერთი წლის ვადით.

მსესხებელმა უნდა წარადგინოს ბანკში ორი თავდები პირი, რომელიცუნდა იყოს იმავე ბანკის კლიენტი და,იმავდროულად, „აპრა" ბარათის მფლობელიც. ერთ-ერთი მათგანი,როგორც მინიმუმ, უნდა იყოს ან პენსიონერი, ან სხვა სოციალური შემწეობის მიმღები.

2018 წლის თებერვალში ე.წ. შემნახველ ბანკში შემოვიდა დაახლოებით 180 განაცხადი  "სამომხმარებლო კრედიტ"-ზე, საერთო ღირებულებით - 34 მილიონ რუბლზე მეტი.

აქედან დაკმაყოფილდა 140 განაცხადი, საერთო ღირებულებით - 27 მლნ რუბლი [29].

თვით აფხაზეთში სამომხმარებლო სესხის შემოღება წარმოადგენს სიახლეს და ამან საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი [30].

 

დასკვნები

ოკუპირებული აფხაზეთის საბანკო სექტორში მდგომარეობასთან დაკავშირებული გარკვეული ფაქტებისა და მონაცემების გაშუქებით და განხილვით შეიძლება დავაფიქსიროთ გარკვეული ტენდენციები და  გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნები:

1.    ოკუპირებული აფხაზეთის საბანკო-საკრედიტო სისტემა ათეული წლების გან­მავლობაში იმყოფებოდა ღრმა კრიზისში და მხოლოდ ბოლო წლებში გამოჩნდა მისი შედარებით დასტაბილურების მცირე ნიშნები, რაც შესაძლოა მხოლოდ მოჩვენებითი ხასიათის იყოს;

2.    ოკუპირებული აფხაზეთის საბანკო სექტორში მოქმედი სუბიექტების (საკრედიტო ორგანიზაციების) ფინანსური შედეგები ძალზე არასტაბილური ხასიათისაა, ამასთან მიღებული მოგების მასშტაბები ძალზე მცირეა;

3.    რეგიონში ფინანსური რესურსების სერიოზული დეფიციტია, ფინანსების ხელ­მისაწვდომობა ფართო მასებისთვის საკმაოდ შეზღუდულია, რასაც აღიარებს  აფხაზეთის რეგიონის თვითდე-ფაქტო ხელისუფლება;

4.    აღსანიშნავია საბანკო-საკრედიტო სისტემაში არსებული კორუფციული გარიგებების დიდი მასშტაბები ე.წ. „სახელმწიფო" მოხელეებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის;

5.    კრედიტების დაუბრუნებლობის პრობლემა, რომელიც რეგიონში საკმაოდ დიდი მასშტაბებით არსებობს, მიგვანიშნებს ძალზე სავალალო მდგომარეობაზე, ერთი მხრივ, მახინჯ ფინანსურ ინსტიტუტებთან, ხოლო მეორე მხრივ - სუსტ სამართალ-აღსრულებით და საარბიტრაჟო ინსტიტუტებთან დაკავშირებით;

6.    სხვადასხვა (თუნდაც მცირე მოცულობის) საკრედიტო პროგრამისგანხორციელების მიუხედავად, რომელსაც რეგიონისთვის მოაქვს დადებითი ეფექტები (თუნდაც მიზერულ დონეზე) საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, ე.წ. „სამომხმარებლო კრედიტის" ამოქმედება ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში, რომლის მოსახ­ლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დონე ძალზე დაბალია და სადაც საერთო სოციალური ფონი ძალზე მძიმეა, ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში შესაძლოა გამოიწვიოს მათი მდგომარეობის დამძიმებადა გაუარესებაც კი.

 

გამოყენებული წყაროები:

1.    https://sputnik-abkhazia.ru/Abkhazia/20180602/1024121489/xadzhimba-na-otkrytii-foruma.html - Готов к диалогу: Рауль Хаджимба выступил на открытии форума "Стратегия Абхазии 2025" - 02.06.2018;

2.    https://sputnik-abkhazia.ru/Abkhazia/20180530/1024094532/banki-i-dengi-abxazii-beslan-baratelia-otchitalsya-pered-parlamentom.html - Банки и деньги Абхазии: Беслан Барателиа отчитался перед Парламентом - 30.05.2018;

3.    https://sputnik-abkhazia.ru/Abkhazia/20160526/1018443129.html - Нацбанк Абхазии выдал более трех млрд рублей кредитов в 2015 году - 26.05.2016;

4.    http://abkhazinform.com/intervyu/item/492-beslan-barateliya-glavnaya-problema-natsbanka-i-vsej-bankovskoj-sistemy-vozvrashchenie-kreditov - Беслан Барателия: Главная проблема нацбанка и всей банковской системы - возвращение кредитов! - 18 февраля 2015;

5.    http://abaza.tv/news/?ID=1390 - Президент: Из банков Абхазии реально работать могут лишь три - 18.02.2015;

6.    https://ria.ru/world/20160329/1399489002.html - ГП Абхазии проконтролирует расследование дел о невозвратах кредитов - 29.03.2016;

7.    https://sputnik-abkhazia.ru/Abkhazia/20180602/1024123291/barateliya-kreditovanie.html - Барателиа: кредитование - одна из главных задач банковской системы - 02.06.2018;

8.    https://sputnik-abkhazia.ru/Abkhazia/20180530/1024094532/banki-i-dengi-abxazii-beslan-baratelia-otchitalsya-pered-parlamentom.html - Банки и деньги Абхазии: Беслан Барателиа отчитался перед Парламентом - 30.05.2018;

9.    http://www.apsnypress.info/news/prezident-o-spiske-lits-ne-vernuvshikh-kredity-sberbanka-ra-vse-materialy-podlezhashchie-publikatsii/ - Президент о списке лиц, не вернувших кредиты Сбербанка РА: все материалы, подлежащие публикации, будут переданы СМИ - 31 Января 2018;

10.     https://genproc-abh.ru/k2/itemlist/date/2018/2/7 - Информация Генеральной прокуратуры РА - Среда, 07 Февраль 2018 14:30;

11.     https://jam-news.net/?p=85023&lang=ru - В Абхазии опубликовали список должников по кредитам, надеясь так заставить их заплатить - ФЕВРАЛЬ 8, 2018;

12.     http://apsny.today/fond-apra-comment-13-02-2018 - Комментарий Фонда «Апра» - 13.02.2018;

13.     https://sputnik-abkhazia.ru/Abkhazia/20180530/1024094532/banki-i-dengi-abxazii-beslan-baratelia-otchitalsya-pered-parlamentom.html - Банки и деньги Абхазии: Беслан Барателиа отчитался перед Парламентом- 30.05.2018;

14.     https://sputnik-abkhazia.ru/Abkhazia/20180528/1024075205/podgotovlen-novyj-plan-sanacii-sberbanka-abxazii.html - Восемь лет на оздоровление: подготовлен новый план санации Сбербанка Абхазии - 28.05.2018;

15.     http://np-apra.org/index.php/glavnaya;

16.     https://www.ekhokavkaza.com/a/26935454.html - Карты для пенсионеров и против «мертвых душ»- Апрель 02, 2015;

17.     https://sputnik-abkhazia.ru/Abkhazia/20160526/1018443129.html - Нацбанк Абхазии выдал более трех млрд рублей кредитов в 2015 году - 26.05.2016;

18.     https://sputnik-abkhazia.ru/Abkhazia/20161123/1019927472/baratelia-zadacha-nacbanka-uvelichit-rascheti-po-bankovskim-kartochkam.html - Барателия: задача Нацбанка - увеличить расчеты по банковским карточкам - 23.11.2016;

19.     https://sputnik-abkhazia.ru/Abkhazia/20170822/1021708206/baratelia-bolee-55-mlrd-rublej-proshlo-cherez-sistemu-apra-v-2017godu.html - Барателиа: более 5,5 млрд рублей прошло через систему "АПРА" в 2017 году - 22.08.2017;

20.     https://sputnik-abkhazia.ru/Abkhazia/20180530/1024094532/banki-i-dengi-abxazii-beslan-baratelia-otchitalsya-pered-parlamentom.html - Банки и деньги Абхазии: Беслан Барателиа отчитался перед Парламентом - 30.05.2018;

21.     https://sputnik-abkhazia.ru/Abkhazia/20160526/1018443129.html - Нацбанк Абхазии выдал более трех млрд рублей кредитов в 2015 году - 26.05.2016;

22.     https://sputnik-abkhazia.ru/Abkhazia/20160526/1018443129.html - Нацбанк Абхазии выдал более трех млрд рублей кредитов в 2015 году - 26.05.2016;

23.     https://sputnik-abkhazia.ru/radio/20161125/1019940056/barateliya-kredity-v-abxazii-stanovyatsya-dolgosrochnymi.html - Барателиа: кредиты в Абхазии становятся долгосрочными - 25.11.2016;

24.     https://sputnik-abkhazia.ru/Abkhazia/20180602/1024123291/barateliya-kreditovanie.html - Барателиа: кредитование - одна из главных задач банковской системы - 02.06.2018;

25.     https://sputnik-abkhazia.ru/Abkhazia/20180530/1024094532/banki-i-dengi-abxazii-beslan-baratelia-otchitalsya-pered-parlamentom.html - Банки и деньги Абхазии: Беслан Барателиа отчитался перед Парламентом - 30.05.2018;

26.     https://sputnik-abkhazia.ru/Abkhazia/20150610/1014886734.html - Процесс кредитования малого и среднего бизнеса начнется 15 июня - 10.06.2015;

27.     https://sputnik-abkhazia.ru/Abkhazia/20150618/1014965139.html - Процесс кредитования малого предпринимательства начался - 18.06.2015;

28.     https://sputnik-abkhazia.ru/Abkhazia/20161123/1019927078/baratelia-bolee-desiati-tis-chelovek-vozmut-potrebkredit-k-koncu-goda.html - Барателия: более 10 тыс человек возьмут потребкредит к концу 2017 года - 23.11.2016; https://sputnik-abkhazia.ru/interview/20161107/1019806600/abuxba-bolee-dvux-tysyach-chelovek-v-abxazii-vzyali-potrebkredity.html - Абухба: более двух тысяч человек в Абхазии взяли потребкредиты - 07.11.2016;

29.     https://sputnik-abkhazia.ru/Abkhazia/20180117/1022923558/dengi-dlya-vsex-v-abxazii-s-fevralya-predlozhat-potrebitelskie-kredity.html - Деньги для всех: в Абхазии с февраля предложат потребительские кредиты - 17.01.2018; https://sputnik-abkhazia.ru/Abkhazia/20180305/1023317079/mashina-ili-biznes-na-chto-berut-novyj-kredit-zhiteli-abxazii.html - Машина или бизнес: на что берут новый кредит жители Абхазии - 05.03.2018;

30.     https://www.ekhokavkaza.com/a/28990155.html - Виталий ШарияПотребительские кредиты в Абхазии - «за» и «против» Январь 22, 2018.

 

 

დანართი

ცხრილი ა

რუსული რუბლის საშუალოკვარტალური კურსი

აშშ დოლართან მიმართებაში (2017, II კვარტალი -2018, I კვარტალი)

(წყარო: რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის მონაცემთა ბაზა

სავალუტო კურსებთან დაკავშირებით)

 

 

აშშ დოლარი

რუსული რუბლი

2017

აპრილი, მაისი, ივნისი

(II კვარტალი)

1

57.15

2017

ივლისი, აგვისტო, სექტემბერი

(III კვარტალი)

1

59.00

2017

ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი

(IV კვარტალი)

1

58.24

2018

იანვარი, თებერვალი, მარტი

(I კვარტალი)

1

56.72

 

ცხრილი ბ

რუსული რუბლის საშუალოწლიური კურსი

აშშ დოლართან მიმართებაში (2008-2017)

(წყარო: რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის მონაცემთა ბაზა

სავალუტო კურსებთან დაკავშირებით)

 

 

აშშ დოლარი

რუსული რუბლი

2008

1

24.86

2009

1

31.83

2010

1

30.36

2011

1

29.39

2012

1

31.08

2013

1

31.85

2014

1

38.61

2015

1

61.07

2016

1

66.08

2017

1

58.29

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის

პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმართველო

<< უკან